georgia

The Land Mine ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს

Posted on Updated on

1-Landmine-A1

რა უნდა გააკეთოს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ორშაბათ საღამოს? რა თქმა უნდა კინოში უნდა წავიდეს და ახალი ქართული ფილმის დახურულ ჩვენებას დაესწროს. განა თქვენ სხვა პასუხი გქონდათ? 🙂  ის სტუდენტი ასეც მოიქცა და ნახა ფილმი, რომლის პრემიერასაც მას შემდეგ უცდიდა, რაც გადაღებების დაწყების შესახებ შეიტყო (ანუ საკმაოდ დიდხანს:)

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

დედამიწის საათი 2012

Posted on Updated on

ამავე ღონისძიებაზე ჩემი შარშანდელი პოსტები Earth Hour დედამიწის საათი  & მე დავეხმარე დედამიწას!

ციტატა შარშანდელი პოსტიდან:

აქცია “დედამიწის საათი” ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება.

“დედამიწის საათმა” 2007 წელს აიღო სტარტი ქალაქ სიდნეიში, როცა 2.2 მილიონამდე ადამიანმა და 2000-ზე მეტმა კომპანიამ ერთი საათით სინათლე გამორთეს თავიანთ სახლებსა თუ ოფისებში , რათა მხარი დაეჭირათ აქციისათვის რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.             ერთი წლის შემდეგ დედამიწის საათი გახდა გლობალური მოძრაობა რომელშიც 35 ქვეყნის 50 მილიონამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ ერთი საათის განმვალობაში ისეთი ცნობილი ღირშესანიშნაობები  ” ჩაბნელდა” როგორიცაა: ტორონტოს სი-ენის კოშკი , ოქროს კარიბჭის ხიდი, რომის კოლოსეუმი და სხვა.
აქციაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და მოსახლეობა ერთვებოდა.
ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათ დღეს მილიონობით ადამიანი თუ კომპანია უერთდება ამ აქციას და რთავს ელექტროენერგიას სახლებსა თუ ოფისებში.  გარდა რიგითი ადამიანებისა აქციაში ერთვება ყველა ქვეყნის დიდი ქალაქები სადაც “აბნელებენ” მთავარ მოედნებსა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.                                                                                                                                 სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება ამ აქციას.

ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხე წელია “დედამიწის საათი” აღინიშნება. დღეს საღამოს 20:30-დან 21:30 საათამდე საკვანძო შენობებზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შუქი ჩაქრება.   მე კი წელს მეორედ ავღნიშნავ. თქვენც ჩაერთეთ ამ აქციაში, ჩააბნელეთ თქვენი სახლები, გამორთეთ ყველა ელექტროხელსაწყო და აჩუქეთ დედამიწას 1 საათი ელექტროენერგიის გარეშე (+ელ.ენერგიის ეკონომიაც გამოგივათ) 🙂

განაგრძე კითხვა ►