ზაფხული

Kutaisi Rock City Festival 2013

Posted on Updated on

სახელწოდება: Kutaisi Rock City Festival

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, გაბაშვილის სახელობის პარკი(იგივე გორის პარკი/პარკი გორაზე და ა.შ)

თარიღი: 18.07.13

დრო: 17:00

ამინდი: ღრუბლიანი/წვიმა

სხვა რა უნდა მომხდარიყო ქუთაისში თუ არა Kutaisi Rock City Festival რომ თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნებოდი ჩემს ბლოგს.  საკმაოდ ამბიციური სახელწოდების ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა ქუთაისში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ამ ამბიციურობას ნამდვილად გააჩნია სერიოზული საფუძველი.

ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival
ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

ზაფხული და ბანაკები

Posted on Updated on

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის საკმაოდ აქტიური და სასიამოვნოდ დატვირთული გამოდგა. წელს პირველად ვიყავი ბანაკში და საბოლოო ჯამში ზედიზედ ორ ბანაკში აღმოვჩნდი. პირველი, სამოქალაქო განათლების ბანაკი 2012 იყო, რომელიც ბაზალეთში მდებარე თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობდა. მეორე კი ანაკლიის ბანაკი “პატრიოტი” გახლავთ.

პირველი, უფრო საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და გაამართლა კიდეც როგორც სახელწოდება ასევე ის მოლოდინები რომლებიც მე მქონდა იქ წასვლამდე. იქედან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და კარგა ხანი იქაური შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი მოქცეული 🙂

რაც შეეხება “პატრიოტს” აქ საქმე უფრო რთულადაა… ბანაკის დევიზია: “პატრიოტი-ჩემი აქტიური დასვენება”. მინდა გითხრათ, რომ დასვენების გარდა იქ ყველაფერი გავაკეთე. ხშირად ირგვლივ ისეთი მოწყენილობა ჩამოვარდებოდა, რომ სულაც ვერ ვიფიქრებდი თუ ბანაკში ვიყავი.  მთელი 7 დღის განმავლობაში ზღვაში მხოლოდ ერთხელ ჩავედით და ერთხელაც აუზში(რომელთან მდებარე აკვაპარკი რატომღაც არასოდეს მუშაობდა). კი, მართალია ხშირად წვიმდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ასევე ხშირად უმჯობესდებოდა ამინდი და იყო შემთხვევები, როცა ზღვა არც ისე ბობოქრობდა, ბანაობაც შეიძლებოდა და სანაპიროზე გარუჯვაც, ადმინისტრაციას რომ ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე. ჩემი უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ეს არის- ნაკლები მონდომება როგორც ადმინისტრაციის ისე ლიდერების მხრიდან არა მხოლოდ ზღვის საკითხში, არამედ იმაშიც, რომ ბავშვებს დრო უფრო საინტერესოდ გაგვეტარებინა, ერთმანეთს დავახლოებოდით და უმეტესობას არ ეძახა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში.

განაგრძე კითხვა ►

ზაფხული ყველას როდი უყვარს !!!

Posted on Updated on

დადგა ნანატრი ზაფხული (დიახ, სწორედ ახლა დადგა, რადგან მისი შესაფერისი ამინდები სულ რამდენიმე დღეა რაც არის) . ზაფხული ადამიანთა უმეტესობისათვის წელიწადის საუკეთესო დროა . თინეიჯერებისათვის : თავისუფლება (3 თვე სკოლის გარეშე), დასვენება, მზე, ზღვა და ჯეოსელი . ჯეოსელი სიტყვამ მოიტანა თორე ისე ნებისმიერ მობილურ ოპერატორს შეუძლია მისი ადგილის დაკავება და + ინტერნეტი. დიდებისათვის (მშობლებისათვის) : დასვენება,(ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამსახურიდან და არა შვილებიდან) + გადასახადების შემცირება (ზაფხულში გათბობის ჩართვა ლოგიკურად აღარ გვიწევს). თუმცა სწორედ აქ გამოჩნდება ხოლმე საფულის კიდევ ერთი მტერი – კონდიციონერი (თუ რა თქმა უნდა მისი შეძენის საშუალება გაქვთ).  მაგრამ საერთო ჯამში წელიწადის ეს დრო მაინც ყველას უყვარს…

Read the rest of this entry »