ჩემი Top 4 :) ფილმი ამ დროისათვის

შენიშვნა Posted on Updated on

ფილმები ძალიან მიყვარს და ამიტომაც ჩემს ბლოგზე ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.  იქნება ეს ახალი ფილმების გარჩევა-შეფასება თუ ძველების გახსენება.                  ეს კი ჩემი ტოპ 4 ფილმია ამ დროისათვის ანუ ფავორიტები 🙂

4. Despicable Me (2010)

Read the rest of this entry »

Advertisements

გადავრჩით!!!

Posted on Updated on

დღეს 19 მარტია და უკვე 22:43 საათია. მთვარეს დაახლოებით 22 საათსა და 14 წუთზე ველოდით თუმცა ისეთი ღრუბელია მე პირადად ვერაფერი დავინახე თანაც მსოფლიოშიც არაფერი  მომხდარა ჯერ ასე რომ შეიძლება ითქვას გადავრჩით !

ისე მე არც მიფიქრია რომ რამე მოხდებოდა მაგრამ ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა შეშინებული იყო მთვარის მორიგი სტუმრობის გამო.

მოგესალმებით!

Posted on Updated on

ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი პირველი ბლოგი ან პოსტია. სულ ბოლო ბლოგი გუშინ გავაუქმე.  ბევრჯერ შევქმენი ბლოგი მაგრამ სიცოცხლე არცერთს არ გაუგრძელებია. არ ვიცოდი რაზე დამეწერა და სხვათაშორის ზუსტად არც ახლა ვიცი მაგრამ მაინც ვცდი .  ეს ბლოგი არ იქნება ერთ კონკრეტულ თემაზე. პოსტები მრავალფეროვანი იქნება. დავწერ იმაზე რაც მე მაინტერესებს და მიმაჩნია რომ შეიძლება სხვისთვისაც იყოს საინტერესო.

ამ ბლოგის გაკეთებას წინ უძღოდა ორდღიანი ტრენინგი სოცილაური ქსელების შესახებ სადაც უფრო  მეტი გავიგე ამ ყველაფერზე განსაკუთრებით კი ბლოგებზე. გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა თუმცა იმის გამო რომ მე სკოლაში ვსწავლობ და თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს არცთუისე აქტიური ბლოგერი ვიქნები. 🙂

ეს მაინც დავწერე ისე, მერე რა თუ არავინ წაიკითხავს 🙂