Music

Kutaisi Rock City Festival 2013

Posted on Updated on

სახელწოდება: Kutaisi Rock City Festival

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, გაბაშვილის სახელობის პარკი(იგივე გორის პარკი/პარკი გორაზე და ა.შ)

თარიღი: 18.07.13

დრო: 17:00

ამინდი: ღრუბლიანი/წვიმა

სხვა რა უნდა მომხდარიყო ქუთაისში თუ არა Kutaisi Rock City Festival რომ თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნებოდი ჩემს ბლოგს.  საკმაოდ ამბიციური სახელწოდების ფესტივალი უკვე მეორედ ჩატარდა ქუთაისში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ამ ამბიციურობას ნამდვილად გააჩნია სერიოზული საფუძველი.

ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival
ფოტო: fb/Kutaisi Rock City Festival

განაგრძე კითხვა ►

პიერ სარკოზი aka MOSEY ქუთაისში

Posted on Updated on

13 ივლისს ქუთაისში დიდი დღე გათენდა! ამ დღეს საქართველოში და კერძოდ ქუთაისში საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვაჟი, პიერ სარკოზი ჩამოვიდა.  ლეგენდის თანახმად ქუთაისი მან თავისი სურვილით შეარჩია და თქვა, რომ სწორედ ამ ქალაქში უნდა დაეკრა.

8 საათზე დაგეგმილი ივენთი თავის დროზე კი დაიწყო , მაგრამ…

განაგრძე კითხვა ►

Aston Classical

Posted on Updated on

Aston- ეს არის 2009 წელს ჩამოყალიბებული ავსტრალიური ბენდი, რომელიც  კლასიკურ ჟანრში მოღვაწეობს. მათი ძირითადი მიმართულება ცნობილი თანამედროვე და ასევე კლასიკად ქცეული ჰიტების არანჟირების შეცვლა და მათთვის კლასიკური სახის მიცემაა. ეს საქმე ჯგუფს ძალიან კარგად გამოსდის და სწორედ ამიტომ მათი მუსიკალური ხედვა ყველასათვის ადვილად გასაგები ხდება. ბენდმა კლასიკურ სტილში დაამუშავა ისეთი სიმღერები როგორიცაა: ლეიდი გაგას “Telephone”, “Born This Way”; ბიონსეს “Halo”; ქოლდფლეის “Viva La Vida” და სხვა. საზოგადოებისათვის ყველაზე ცნობილ და საყვარელ სიმღერებს, მათ სრულიად განსხვავებული არანჟირებისა და ვირტუოზი მუსიკოსების დახმარებით ახალი სიცოცხლე აჩუქეს.

Read the rest of this entry »

თამთა ცხვიტავა “ჭამა და სექსში”

Posted on Updated on

თამთა ცხვიტავა bravorecords.ge

დღეისათვის საკმაოდ აქტუალური მომღერალი თამთა ცხვიტავა 2011 წლის ფილმში ეპიზოდურ როლს თამაშობს. იმ დროისთვის მომღერალი ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ალბათ ბევრ თქვენგანს, ყურადღება სულაც არ მიუქცევია ამ ფაქტისათვის. თამთა ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდის მთავარი გმირის, მაკას(თათუთას) ბიცოლის- ნატოს როლს თამაშობს.

განაგრძე კითხვა

Lady GaGa – Yoü and I – ახალი კლიპი

Posted on Updated on

როგორც კი მისმა ტვიტების რაოდენობამ 1000-ს მიაღწია, მისი ახალი კლიპიც გამოჩნდა. თუმცა ეს დღეს არ უნდა მომხდარიყო. კლიპის პრემიერა ხუთშაბათს, 19 აგვისტოს,  ემტივის ლაივ ეთერში უნდა შემდგარიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც დღეს, ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა პერეზ ჰილტონმა გაგას ახალი კლიპი გაავრცელა, მომღერალმა გადაწყვიტა აღარ დაეცადა ხუთშაბათამდე და ახალი კლიპი იუთუბის ოფიციალურ გვერდზე ატვირთა.მისი ეს ქმედება მოსალოდნელი გახდა მას შემდეგ რაც მან დატვიტა : “Fuck Thursday”.  ასე რომ, არანაირ ემტივურ პრემიერას აღარ უნდა ველოდოთ.

Read the rest of this entry »

ლეიდი გაგა ქართველი ვარსკვლავების სტილს იპარავს

Posted on Updated on

მთელ მსოფლიოში დადის ხმები ლეიდი გაგას პლაგიატობაზე.  ძალიან ბევრი ვარსკვლავი ამტკიცებს რომ ეპატაჟური მომღერალი მათ სტილს იპარავს, როგორც ჩაცმის ასევე სიმღერის.   ქვემოთ მოცემულ სურათებში კარგად ჩანს რომ ლეიდი გაგა ქართველ ვარსკვლავებსაც არ ასვენებს და მათგანაც იპარავს რაღაც-რაღაცებს. მისი მსხვერპლი გახდა ქართველი დივა ლელა წურწუმია.  ლეიდი გაგას ერთ-ერთ ვიდეო კლიპში აშკარად ჩანს ქართველი დივას ასევე ერთ-ერთი ვიდეო კლიპის ელემენტები.

Read the rest of this entry »

ემი უაინჰაუსი გარდაიცვალა

Posted on Updated on

27 წლის ასაკში ბრიტანელი შემსრულებელი, ემი უაინჰაუსი დაიღუპა.

ის საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. როგორც ცნობილია, მის ლონდონურ აპარტამენტებში სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ემის ექიმებმა ვეღარაფერი შეძლეს. მათ პოლიცია გამოიძახეს და ეს ფაქტი სწორედ მათგან გახდა ცნობილი.
შემსრულებლის ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გატაცება ყველასათვის ცნობილი ფაქტია. ამის გამო მომღერალი არაერთხელ მოხვედრილა სარეაბილიტაციო ცენტრებში.
ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, სახიფათო გატაცებას ემსხვერპლა ემი, თუ მისი დაღუპვის მიზეზი რაიმე სხვა გახდა.

მომღერალი დღეს, 23 ივლისს გარდაიცვალა. ალბათ არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი დაღუპვის მიზეზი ნარკოტიკები გახდა.

ემის დიდი “ფანი” არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ მაინც ძალიან შემეცოდა. მისი რამდენიმე სიმღერა მომწონდა განსაკუთრებით “Rehab” 

6 წლის ემი

They tried to make me go to rehab but I said  no, no, no… 

Read the rest of this entry »