fashion

ქართველი მოდის ბლოგერები

Posted on Updated on

დღესდღეობით ბლოგინგი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია.  ზუსტად არ ვიცი საქართველოში როდის გაკეთდა პირველი ბლოგი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ეს პირველად 1994 წელს ამერიკაში მოხდა და მას ონლაინ დღიურის სახე ჰქონდა. მას შემდეგ ბლოგინგმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. დროთა განმავლობაში ბლოგს სხვადასხვა თემატიკა გამოუჩნდა და დღესდღეობით მისი 2 ძირითადი ტიპი არსებობს:  1. პირადი 2. თემატური.  პირადი ბლოგის ავტორი საკუთარი ცხოვრების შესახებ წერს და ასევე საკუთარ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხზე. მას შეუძლია ნებისმიერ თემაზე დაწეროს პოსტი. რაც შეეხება თემატური ბლოგის ავტორს, იგი ერთ კონკრეტულ თემას უტრიალებს და სწორედ მის შესახებ წერს პოსტებს. ბლოგის ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ქართული ტერმინით- მოდის( მოდური) ბლოგები, ხოლო ინგლისურად fashion ბლოგები.

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

ეშმაკი ატარებს პრადას 2

Posted on Updated on

ალბათ ყველა თქვენგანს გაგიგიათ, რომ მოდის ტენდენციები განმეორებადია და თუ წელს მოდაში 20 წლის წინანდელი სტილი შემოვა, ეს არავის გაუკვირდება.  ნუთუ შეიძლება იგივე წიგნებზეც ითქვას?

20 წელი ძალიან ბევრია. ყველაფერი სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა 2003 წელს ამერიკელმა ლორენ უაისბერგერმა თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა. წიგნი 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას მაშინდელ ამერიკულ ბესტსელერებს შორის და მკითხველებმა ის თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთგვარ ტრენდად აქციეს.  სწორედ ეს რომანი დაედო საფუძვლად 2006 წლის გახმაურებულ ფილმს, ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას მოდისა და კინოს სამყაროში -“ეშმაკი ატარებს პრადას”.  ფილმი, ისევე როგორც წიგნი რეალურ ისტორიაზეა აგებული. ზემოთ ნახსენები ლორენ უაისბერგერი რაღაც პერიოდის განმავლობაში თავად მუშაობდა ამერიკული “ვოგის” მთავარი რედაქტორის ანა ვინტურის ასისტენტად. სწორედ ანა ვინტურის პროტოტიპია რომანის მთავარი გმირი, ჟურნალ “Runway”-ს რედაქტორი მირანდა პრისლი.

როგორც ამერიკული გამოცემა Entertainment Weekly იუწყება, ლორენ უისბერგი რომანის გაგრძელებაზე მუშაობს და ახალ წიგნს 2013 წლის აპრილში გამოსცემს.  ნაწარმოებს Revenge wears prada: The Devil Returns -ერქმევა, რაც ქართულად, პირდაპირი თარგმანით შემდეგნაირად ჟღერს : რევანში(შურისძიება) ატარებს პრადას: ეშმაკი ბრუნდება.  

განაგრძე კითხვა ►

ვინ არის Diane Pernet ?

Posted on Updated on

                                                                                                            Read the rest of this entry »