Exclusive

The Land Mine ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს

Posted on Updated on

1-Landmine-A1

რა უნდა გააკეთოს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ორშაბათ საღამოს? რა თქმა უნდა კინოში უნდა წავიდეს და ახალი ქართული ფილმის დახურულ ჩვენებას დაესწროს. განა თქვენ სხვა პასუხი გქონდათ? 🙂  ის სტუდენტი ასეც მოიქცა და ნახა ფილმი, რომლის პრემიერასაც მას შემდეგ უცდიდა, რაც გადაღებების დაწყების შესახებ შეიტყო (ანუ საკმაოდ დიდხანს:)

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

სააკაშვილს ნაურუს პრეზიდენტობა შესთავაზეს

Posted on Updated on

საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის შემდეგ კიდევ ერთი ქვეყნისგან მიიღო საინტერესო შემოთავაზება.  ნაურუს პრეზიდენტი სპრენტ დაბვიდო აცხადებს, რომ სააკაშვილი მისთვის სამაგალითო ლიდერს წარმოადგენს და სურს თავისი პოსტი მას დაუთმოს– “აქამდე არ შემეძლო სააკაშვილისადმი ჩემი სიმპატიები ასე დაუფარავად გამომეხატა, მაგრამ დღეს, როცა ნაურუელების თვითშეგნება ერთიორად გაზრდილია, რუსეთის ფული ჩვენ ვეღარ გაგვაჩუმებს!”   დაბვიდოს მიაჩნია, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემთხევაში  “ნაურუში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, გაქრება კორუფცია, წამოვა ინვესტიციები და იქნება წესრიგი”.

photovili

მოგეხსნებათ ნაურუ ერთ–ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. ამ თემაზე შემდეგი განცხადება გაკეთდა:

“ვაპირებთ შევცვალოთ ჩვენი პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპერების საგნად ქცეული ტერიტორებისადმი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ ბატონი მიხეილი ჩვენს წინადადებას მიიღებს” – განაცხადა ნაურუს ძალიან პატარა პარლამენტის ხუთკაციანი უმრავლების დავმჯდომარემ.

“მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის კანდიდატურა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველანაირად ვეცდებით მას აქ სამაგალითო პირობები შევუქმნათ, ბატონ მიხეილს მოუწევს ნაურუში მოღვაწეობის პერიოდში ჩვენი ერის ეროვნული ტანისამოსი ატაროს” –განაცხადა ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა კირენ კეკემ.

fishdance

სააკაშვილის პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია. კომენტარი არ გაუკეთებია არც პრეზიდენტის პრესცენტრს და არც ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელს.

ეშმაკი ატარებს პრადას 2

Posted on Updated on

ალბათ ყველა თქვენგანს გაგიგიათ, რომ მოდის ტენდენციები განმეორებადია და თუ წელს მოდაში 20 წლის წინანდელი სტილი შემოვა, ეს არავის გაუკვირდება.  ნუთუ შეიძლება იგივე წიგნებზეც ითქვას?

20 წელი ძალიან ბევრია. ყველაფერი სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა 2003 წელს ამერიკელმა ლორენ უაისბერგერმა თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა. წიგნი 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას მაშინდელ ამერიკულ ბესტსელერებს შორის და მკითხველებმა ის თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთგვარ ტრენდად აქციეს.  სწორედ ეს რომანი დაედო საფუძვლად 2006 წლის გახმაურებულ ფილმს, ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას მოდისა და კინოს სამყაროში -“ეშმაკი ატარებს პრადას”.  ფილმი, ისევე როგორც წიგნი რეალურ ისტორიაზეა აგებული. ზემოთ ნახსენები ლორენ უაისბერგერი რაღაც პერიოდის განმავლობაში თავად მუშაობდა ამერიკული “ვოგის” მთავარი რედაქტორის ანა ვინტურის ასისტენტად. სწორედ ანა ვინტურის პროტოტიპია რომანის მთავარი გმირი, ჟურნალ “Runway”-ს რედაქტორი მირანდა პრისლი.

როგორც ამერიკული გამოცემა Entertainment Weekly იუწყება, ლორენ უისბერგი რომანის გაგრძელებაზე მუშაობს და ახალ წიგნს 2013 წლის აპრილში გამოსცემს.  ნაწარმოებს Revenge wears prada: The Devil Returns -ერქმევა, რაც ქართულად, პირდაპირი თარგმანით შემდეგნაირად ჟღერს : რევანში(შურისძიება) ატარებს პრადას: ეშმაკი ბრუნდება.  

განაგრძე კითხვა ►

Aston Classical

Posted on Updated on

Aston- ეს არის 2009 წელს ჩამოყალიბებული ავსტრალიური ბენდი, რომელიც  კლასიკურ ჟანრში მოღვაწეობს. მათი ძირითადი მიმართულება ცნობილი თანამედროვე და ასევე კლასიკად ქცეული ჰიტების არანჟირების შეცვლა და მათთვის კლასიკური სახის მიცემაა. ეს საქმე ჯგუფს ძალიან კარგად გამოსდის და სწორედ ამიტომ მათი მუსიკალური ხედვა ყველასათვის ადვილად გასაგები ხდება. ბენდმა კლასიკურ სტილში დაამუშავა ისეთი სიმღერები როგორიცაა: ლეიდი გაგას “Telephone”, “Born This Way”; ბიონსეს “Halo”; ქოლდფლეის “Viva La Vida” და სხვა. საზოგადოებისათვის ყველაზე ცნობილ და საყვარელ სიმღერებს, მათ სრულიად განსხვავებული არანჟირებისა და ვირტუოზი მუსიკოსების დახმარებით ახალი სიცოცხლე აჩუქეს.

Read the rest of this entry »

თამთა ცხვიტავა “ჭამა და სექსში”

Posted on Updated on

თამთა ცხვიტავა bravorecords.ge

დღეისათვის საკმაოდ აქტუალური მომღერალი თამთა ცხვიტავა 2011 წლის ფილმში ეპიზოდურ როლს თამაშობს. იმ დროისთვის მომღერალი ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ალბათ ბევრ თქვენგანს, ყურადღება სულაც არ მიუქცევია ამ ფაქტისათვის. თამთა ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდის მთავარი გმირის, მაკას(თათუთას) ბიცოლის- ნატოს როლს თამაშობს.

განაგრძე კითხვა

WTF? – Awards 2011

Posted on Updated on

WTF?- AWARDS 2011

წელს WTF დაჯილდოება პირველად ტარდება და ალბათ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. 13 ნომინაციაში გამარჯვებულ პიროვნებებსა თუ მოვლენებს ამ პოსტში გაეცნობით. პოსტის ბოლოს თქვენ ნახავთ პრიზს რომელსაც ისინი მიიღებენ. დაჯილდოებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია WTF. ლიცენზიის ნომერი 19260596.

Read the rest of this entry »

ლეიდი გაგა ქართველი ვარსკვლავების სტილს იპარავს

Posted on Updated on

მთელ მსოფლიოში დადის ხმები ლეიდი გაგას პლაგიატობაზე.  ძალიან ბევრი ვარსკვლავი ამტკიცებს რომ ეპატაჟური მომღერალი მათ სტილს იპარავს, როგორც ჩაცმის ასევე სიმღერის.   ქვემოთ მოცემულ სურათებში კარგად ჩანს რომ ლეიდი გაგა ქართველ ვარსკვლავებსაც არ ასვენებს და მათგანაც იპარავს რაღაც-რაღაცებს. მისი მსხვერპლი გახდა ქართველი დივა ლელა წურწუმია.  ლეიდი გაგას ერთ-ერთ ვიდეო კლიპში აშკარად ჩანს ქართველი დივას ასევე ერთ-ერთი ვიდეო კლიპის ელემენტები.

Read the rest of this entry »