ფილმები

კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”

Posted on Updated on

11188234_1710914062469134_7448520501591845536_n

 

“შემთხვევითი პაემნები” ლევან კოღუაშვილის ბოლო ნამუშევარია, რომელმაც წარმატებით მოიარა მსოფლიო კინოფესტივალები და ახლა უკვე ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება საქართველოს კინოთეატრებში.  ფილმი 40 წლის მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს. სანდროს ცოლი არ ჰყავს, ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს, სკოლაში ისტორიას ასწავლის, ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა აქვს და პირად ცხოვრებაშიც არ უმართლებს. ერთხელაც ის გათხოვილ ქალს ხვდება და მისი ცხოვრება ერთ დიდ აბსურდად გადაიქცევა. 

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

The Land Mine ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს

Posted on Updated on

1-Landmine-A1

რა უნდა გააკეთოს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ორშაბათ საღამოს? რა თქმა უნდა კინოში უნდა წავიდეს და ახალი ქართული ფილმის დახურულ ჩვენებას დაესწროს. განა თქვენ სხვა პასუხი გქონდათ? 🙂  ის სტუდენტი ასეც მოიქცა და ნახა ფილმი, რომლის პრემიერასაც მას შემდეგ უცდიდა, რაც გადაღებების დაწყების შესახებ შეიტყო (ანუ საკმაოდ დიდხანს:)

განაგრძე კითხვა ►

ეშმაკი ატარებს პრადას 2

Posted on Updated on

ალბათ ყველა თქვენგანს გაგიგიათ, რომ მოდის ტენდენციები განმეორებადია და თუ წელს მოდაში 20 წლის წინანდელი სტილი შემოვა, ეს არავის გაუკვირდება.  ნუთუ შეიძლება იგივე წიგნებზეც ითქვას?

20 წელი ძალიან ბევრია. ყველაფერი სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა 2003 წელს ამერიკელმა ლორენ უაისბერგერმა თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა. წიგნი 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას მაშინდელ ამერიკულ ბესტსელერებს შორის და მკითხველებმა ის თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთგვარ ტრენდად აქციეს.  სწორედ ეს რომანი დაედო საფუძვლად 2006 წლის გახმაურებულ ფილმს, ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას მოდისა და კინოს სამყაროში -“ეშმაკი ატარებს პრადას”.  ფილმი, ისევე როგორც წიგნი რეალურ ისტორიაზეა აგებული. ზემოთ ნახსენები ლორენ უაისბერგერი რაღაც პერიოდის განმავლობაში თავად მუშაობდა ამერიკული “ვოგის” მთავარი რედაქტორის ანა ვინტურის ასისტენტად. სწორედ ანა ვინტურის პროტოტიპია რომანის მთავარი გმირი, ჟურნალ “Runway”-ს რედაქტორი მირანდა პრისლი.

როგორც ამერიკული გამოცემა Entertainment Weekly იუწყება, ლორენ უისბერგი რომანის გაგრძელებაზე მუშაობს და ახალ წიგნს 2013 წლის აპრილში გამოსცემს.  ნაწარმოებს Revenge wears prada: The Devil Returns -ერქმევა, რაც ქართულად, პირდაპირი თარგმანით შემდეგნაირად ჟღერს : რევანში(შურისძიება) ატარებს პრადას: ეშმაკი ბრუნდება.  

განაგრძე კითხვა ►

!!!იყიდება!!! ცნობილი სახლები პოპულარული ფილმებიდან ( I ნაწილი)

Posted on Updated on

ოდესმე გიოცნებიათ გეცხოვრათ სახლში, რომელიც თქვენს საყვარელ ფილმში ნახეთ? თუ კი, მაშინ გიხაროდეთ, თქვენ მოგეცათ შანსი ოცნება აიხდინოთ და შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ახალ სახლში გადასასვლელად მოემზადოთ. მერე რა თუ ის ამერიკაში ან სხვა რომელიმე შორეულ ქვეყანაში მდებარეობს?! თუ მისი შეძენის ფული გაქვთ ე.ი. ტრანსპორტირების ხარჯებსაც ადვილად დაფარავთ 🙂

ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი, იქნებ გასაყიდი სახლების ჩამონათვალში თქვენს საოცნებო სახლსაც წააწყდეთ, თანაც თქვენთვის  სასურველ ფასად.

განაგრძე კითხვა ►

თამთა ცხვიტავა “ჭამა და სექსში”

Posted on Updated on

თამთა ცხვიტავა bravorecords.ge

დღეისათვის საკმაოდ აქტუალური მომღერალი თამთა ცხვიტავა 2011 წლის ფილმში ეპიზოდურ როლს თამაშობს. იმ დროისთვის მომღერალი ფართო მასებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ალბათ ბევრ თქვენგანს, ყურადღება სულაც არ მიუქცევია ამ ფაქტისათვის. თამთა ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდის მთავარი გმირის, მაკას(თათუთას) ბიცოლის- ნატოს როლს თამაშობს.

განაგრძე კითხვა

სოფია კოპოლა Weekend

Posted on Updated on

ასეთი ჩვეულება მაქვს- თუ ვინმე საინტერესო რეჟისორს გადავაწყდები, რომლის ფილმები ნანახი არ მაქვს, კომპიუტერში ვიწერ რამოდენიმე მათგანს და შემდეგ რომელიმე შაბათ-კვირას ან ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში ვუყურებ. შესაბამისად ზოგჯერ weekend-ია ზოგჯერ week.

Read the rest of this entry »