სხვადასხვა

მისტერ რექსი- ვითომ საყვარელი ავანტიურისტი

Posted on Updated on

1471087_10200634778226991_229168121_n

ფოტო: მისტერ რალფი. 

*ღია წერილი “Mystic Grill-ს” მოაწოდა თავად მისტერ რალფმა და ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოგზავნილ ტექსტს.

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

თამარ მეფე: გამოუსწორებელი შეცდომები

Posted on Updated on

aikyo

ქართველ ხალხს არცერთ მეფეზე იმდენი ლექსი არ გამოუთქვამს, რამდენიც თამარზე გამოთქვა. არცერთი მეფის იმდენი სასწაული არ დაუჯერებია, რამდენიც თამარისა დაიჯერა…

„ბრმაშობილმან ბრმადვე წარვლო“, ბრმად დაბადებული ბრმადვე მოკვდა, ასე ითქმის მასზე, ვისაც თამარის მშვენება თავისი თვალით არ უხილავსო.

პოეტები ეძებენ სიტყვას,რომლითაც თამარის თამარობა გამოითქმება:

მეფეთ მეფეო, ამბობენ, მაგრამ მეფეთა მეფობა თამარისათვის ცოტაა.

დედოფათ დედოფალიო… თამარისათვის ესეც ცოტაა.

მზე იგი მზეთა, ნათელი ნათელთა..ესეც და ესეც ცოტაა, ეცოტავებათ და კიდევ ეძებენ.. /თ.წოწონავა/

მაგრამ…

განაგრძე კითხვა ►

2001 წლის 11 სექტემბერი

Posted on Updated on

ვინმე თუ შემეკითხება, რამ მოახდინა ჩემზე გამორჩეული შთაბეჭდილება ბავშვობაში, რამდენიმე ფაქტს და მოვლენას გავიხსენებ. მათ შორის აუცილებლად იქნება დღე, რომელიც ამ დრომდე რჩება თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ თარიღად. ეს არის 9/11 ანუ  2001 წლის 11 სექტემბერი.  ეს თარიღი ალბათ არც თუ ისე ბევრ რამეს გახსენებთ, უფრო სწორად კი შეიძლება მხოლოდ ის ერთადერთი ამბავი გაგახსენდეთ, რომელმაც მსოფლიო შეძრა. მათ შორის მეც, ამ მსოფლიოს ერთი პატარა ნაწილაკი. 

ის კადრები ძალიან ღრმად დარჩა ჩემს მეხსიერებაში და ალბათ არც არასოდეს წაიშლება იქედან.  მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ზუსტად იმდროინდელი კადრები მახსოვს და არა წლების შემდეგ დალექილი მასალა.

სასოწარკვეთილი ადამიანების ყურება, რომლებიც გაუაზრლებლად(ან იქნებ სრულიად გააზრებულადაც)  ხტებოდნენ უზარმაზარი შენობის ფანჯრებიდან გულში რაღაც გრძნობას მიღვიძებდა. ზუსტად არ ვიცი რა გრძნობა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს 5 წლის ბავშვისთვის:  სევდა? სიბრალული? ინტერესი? – ჩემი აზრით უფრო ინტერესი, რადგან მაშინ ალბათ ვერ ვიაზრებდი რას ხედავდა ჩემი თვალები. თუმცა კი წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ქვეცნობიერში.

როდესაც წამოვიზარდე და იგივე კადრები ვნახე, ჩემს გრძნობას სახელი დაერქვა. ეს იყო სევდა, სიბრალული და ინტერესი ერთდროულად. ინტერესი იმისა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი და რა ახსნა შეიძლება ჰქონოდა ამას. დღეს ვიცი, რომ ამას ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს და ისიც ვიცი, რომ შესაძლებელია ცხოვრების ბოლომდე ვერ გავიგო სიმართლე, ვერ გავიგო ის თუ რა მოხდა სინამდვილეში.

რას ვიზამდი მე რომ ერთ-ერთ შენობაში ვყოფილიყავი? – არ ვიცი. წარმოდგენაც კი მიჭირს იმ ყველაფრის რასაც იქ მყოფები განიცდიდნენ. ალბათ ყველას სასოწარკვეთა დაეუფლა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინათ. ზოგი ბედს შეეგუა და სიკვდილს უმოქმედოდ ელოდა, ზოგმა კი სიკვდილთან შებრძოლება სცადა და ფანჯრიდან გადახტომითა და სხვა მსგავსი საქციელით გადაწყვიტა თავის შველა.

განაგრძე კითხვა ►

ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

Posted on Updated on

დღევანდელი დღე ჩემთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დღეს საშუალება მომეცა დამეთვალიერებინა და უფრო ახლოდან გამეცნო ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

Read the rest of this entry »

6სატა6ისტური6 შეთქმულება ?!

Posted on Updated on


თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ირგვლივ მხოლოდ ამ ბოლო დროს გავრცელდა ჭორები საქართველოს ლატარიის კომპანიის ირგვლივ და ისინი საკმაოდ აქტუალურია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლოტო საკმაოდ რეალურ ტყუილში გამოიჭირეს ახლა კი მას სატანისტურ მოქმედებაში სდებენ ბრალს. როგორც მოგეხსენებათ თავდაპირველად ლოტოს ბურთების რაოდენობა 48 იყო. რამდენიმე ხნის წინ კი მათი რაოდენობა 36-მდე შემცირდა. 1-დან 36-მდე რიცხვების ჯამი კი 666-ს შეადგენს. გადამოწმებისათვის შეგიძლიათ რიგ-რიგობით შეკრიბოთ ეს რიცხვები მაგ: 1+2+3 და ა.შ. ანდა გამოიყენოთ შესაბამისი მათემატიკური ფორმულა.

Read the rest of this entry »