მე

ბანკეტი და სხვა კატასტროფები

Posted on Updated on

არავის გვეგონა თუ დრო ასე მალე გავიდოდა, მაგრამ შევცდით- ჩვენ უკვე აბიტურიენტები ვართ. პირობითად აბიტურიენტობა ეს არის ერთწლიანი პერიოდი, როცა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე პირველად ცხოვრებაში აკეთებს ყველაფერს, რომ კარგად ისწავლოს და წლის ბოლოს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბაროს. რამდენიმე რეპეტიტორთან სიარულისა და სწავლა-განათლებისთვის დათმობილი უჩვეულოდ დიდი დროის გარდა კიდევ არის ერთი რამ, რაც სკოლის თორმეტწლიანი უღლიდან თავის დაღწევასთან ასოცირდება. ეს არის მისაღებ გამოცდებზე არანაკლებ აქტუალური, მისი აღმატებულება ბანკეტი, გნებავთ გამოსაშვები საღამო.

promnight

განაგრძე კითხვა ►

Advertisements

21-ში ყველანი ჩემთან-ჯოჯოხეთში!

Posted on Updated on

“მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.” – ნიკოლო მაკიაველი

მოკლედ, პირდაპირ გეტყვით –  დაივიწყეთ ყველა სურვილი, ოცნება და გეგმა  რომელიც 2013 წლისთვის გქონიათ, რადგან ყველანაირი უბედურება რაც კი 21 დეკემბრის შესახებ ოდესმე გსმენიათ და გაგიგიათ სიმართლეა! თავის სანუგეშებლად ის ფაქტიღა დაგრჩენიათ, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დაიღუპება(ნუ უდიდესი ნაწილი მაინც). ასე რომ თქვენ მარტო არ ხართ!

პრინციპში, რა გიკვირთ, მგონი უკვე საკმაო დრო გავიდა რაც ამ ქვეყანაზე ადამიანი არსებობს. დინოზავრები გადაშენდნენ და ჩვენ რა, წითელი კვერცხები ვართ?! ხოდა ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დედამიწის ერთი გადატრიალება და უალა.. აღარ ვარსებობთ.  ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ(!)

ასეა თუ ისე, ეს გარდაუვალია. არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ჯობია დარჩენილი დრო (რომელიც ძალიან მცირეა) იმის გაკეთებაში გამოიყენოთ, რასაც აქამდე ვერ (ან არ) ბედავდით. ან დაჯექით, კომპიუტერში გადმოიწერეთ 21 დეკემბრის მოვლენების თემატიკის ფილმები(თუ ვერ აარჩევთ მე მითხარით და დაგეხმარებით) და თავის გადარჩენის გზები დაამუღამეთ.

წარმატებებს გისურვებთ! შევხვდებით ჩემთან- ჯოჯოხეთში.

ზაფხული და ბანაკები

Posted on Updated on

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის საკმაოდ აქტიური და სასიამოვნოდ დატვირთული გამოდგა. წელს პირველად ვიყავი ბანაკში და საბოლოო ჯამში ზედიზედ ორ ბანაკში აღმოვჩნდი. პირველი, სამოქალაქო განათლების ბანაკი 2012 იყო, რომელიც ბაზალეთში მდებარე თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობდა. მეორე კი ანაკლიის ბანაკი “პატრიოტი” გახლავთ.

პირველი, უფრო საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და გაამართლა კიდეც როგორც სახელწოდება ასევე ის მოლოდინები რომლებიც მე მქონდა იქ წასვლამდე. იქედან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და კარგა ხანი იქაური შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი მოქცეული 🙂

რაც შეეხება “პატრიოტს” აქ საქმე უფრო რთულადაა… ბანაკის დევიზია: “პატრიოტი-ჩემი აქტიური დასვენება”. მინდა გითხრათ, რომ დასვენების გარდა იქ ყველაფერი გავაკეთე. ხშირად ირგვლივ ისეთი მოწყენილობა ჩამოვარდებოდა, რომ სულაც ვერ ვიფიქრებდი თუ ბანაკში ვიყავი.  მთელი 7 დღის განმავლობაში ზღვაში მხოლოდ ერთხელ ჩავედით და ერთხელაც აუზში(რომელთან მდებარე აკვაპარკი რატომღაც არასოდეს მუშაობდა). კი, მართალია ხშირად წვიმდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ასევე ხშირად უმჯობესდებოდა ამინდი და იყო შემთხვევები, როცა ზღვა არც ისე ბობოქრობდა, ბანაობაც შეიძლებოდა და სანაპიროზე გარუჯვაც, ადმინისტრაციას რომ ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე. ჩემი უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ეს არის- ნაკლები მონდომება როგორც ადმინისტრაციის ისე ლიდერების მხრიდან არა მხოლოდ ზღვის საკითხში, არამედ იმაშიც, რომ ბავშვებს დრო უფრო საინტერესოდ გაგვეტარებინა, ერთმანეთს დავახლოებოდით და უმეტესობას არ ეძახა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში.

განაგრძე კითხვა ►

არდადეგები, აღდგომა და შემოქმედებითი კრიზისი

Posted on Updated on

არდადეგები – ჩვეულებრივ ეს არის დროის ის პერიოდი, როცა აკეთებ იმას რაც გინდა და როცა გინდა(შეძლებისდაგვარად), არ დადიხარ სკოლაში(უნივერსიტეტში, სამსახურში), გაქვს უამრავი თავისუფალი დრო და შესაძლებლობა უფრო დიდი დრო დაუთმო შენს ჰობს. ჩემს შემთხვევაში რამდენიმე სხვა გატაცებასთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბლოგიც.  სკოლის პერიოდში შეძლებისდაგვარად ვწერ რაღაცებს და სულ მგონია, რომ არდადეგებზე უფრო ხშირად  დავწერ და ზოგადად უფრო მეტ რაღაცას გავაკეთებ მაგრამ, ყოველთვის მწარედ ვცდები – ყველაფერი პირიქით ხდება.

განაგრძე კითხვა ►

1 წელი დიდ ქართულ ბლოგოსფეროში

Posted on Updated on

ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე-  ” მოგესალმებით” 🙂

დიახ, 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ამ ბლოგზე პირველი პოსტი დაიწერა 2011 წლის 19 მარტს . აქედან გამომდინარე დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს 🙂 ასეთ დროს ძალიან ბევრი ბლოგერი იწყებს კომენტარების, პოსტებისა და სხვა მიღწევების რაოდენობრივ დასახელებას. მე ამას არ ვიზამ, რადგან საამაყო არც არაფერი მაქვს… ნუ იმდენი არ მაქვს, რომ მთელი ქართული ბლოგოსფეროს მასშტაბით ვიამაყო 🙂

Read the rest of this entry »

ვინ არის სინამდვილეში Mystic D ?

Posted on Updated on

 
 
     ანონიმი ბლოგერი – აი ვინ მინდოდა ვყოფილიყავი, თუმცა არ გამომივიდა.
 
     რატომ მინდოდა ვყოფილიყავი ანონიმური? – ალბათ იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემი ნამდვილი “მე” უცხო ადამიანებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
 
     რატომ არ გამომივიდა ანონიმურობა ?

განაგრძეთ კითხვა  

Read the rest of this entry »

ინფორმატიკაზე

Posted on Updated on

დილა მშვიდობისა ხალხნო ! 

76 დღე გავიდა ბოლო პოსტის დაწერის შემდეგ. მთელი ორი თვე და კიდევ რამდენიმე დღეა რაც არაფერი დამიწერია. არ ვიცოდი რაზე დამეწერა და თან ცოტა არ იყოს მეზარებოდა კიდეც. დღეს პირველი შემთხვევა როცა ინფორმატიკაზე ინტერნეტი გვაქვს (სკოლას შეგნებულად არ დავასახელებ:) ) და მეც მომინდა დამეწერა.

ვინმეს გახსოვთ რომ არსებობს ბლოგი სახელად Mystic Grill ?  ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს .  დღეიდან მინდა განვაახლო ჩემი ბლოგი და ალბათ აწი უფრო ხშირად დავწერ.   მინდა ჩემი ბლოგი ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და ბევრი მკითხველი ყავდეს.

ამ ეტაპზე აქ შევჩერდეთ, ზარი ირეკება და… 🙂