კრიტიკა

MTVის პროდუქტია-ესეიგი მაგარია?!

Posted on Updated on

ქართული ტელევიზიების ზღვარსგადასული თავხედობის ამბავი თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს. როცა გგონია, რომ ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებენ და ეს არის მათი თავხედობის პიკი, აუცილებლად მოიმოქმედებნ რაღაც ისეთს რაც კიდევ უფრო გაგიფუჭებთ მათზე წარმოდგენას.

ზაფხულის პერიოდი ზოგადად ტელევიზიებისთვის ნაკლებად აქტიური და ერთფეროვანი პერიოდია, მაგრამ არა ჩამკვდარი. ქართული ტელევიზიების დიდ ნაწილისათვის ნაკლებად აქტიურობა ხშირად დროებით მარილზე გასვლასთან ასოცირდება. ზოგიერთ მათგანს  ყოფნის თავხედობა და თავს გვაჩვენებს თითქოს ზაფხულის განმავლობაშიც კი არ ღალატობს თავის მაყურებელს და უამრავ საინტერესო პროექტს გვთავაზობს.

განაგრძე კითხვა ►

გოგონა გარეუბნიდან თუ დიდი გაუგებრობა იმედისაგან ?!

Posted on Updated on

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წლის გაზაფხულზე ტელეკომპანია იმედმა ამერიკული სატელევიზიო სერიალის “უშნო ბეტის(Ugly Betty)” ქართული ანალოგი შემოგვთავაზა. როდესაც იმედის არხზე ახალი სატელევიზიო პროექტის ანონსი გავიდა, მაშინვე დავინტერესდი და მოუთმენლად ველოდი პირველ სერიას-ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც. სერიალის სახელწოდება რატომღაც თავიდანვე არ მომეწონა. არცერთ სერიაში არ ყოფილა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ თამუნა (ქართველი უშნო ბეტი)გარეუბანში ცხოვრობდა, ამას მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე თუ გავიგებდით. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სერიალმა ყველა დაგვაინტერესა და რაღაც დოზით ჩაგვითრია კიდეც. მაგრამ, გავიდა დრო და გოგონა გარეუბნიდან-ის მთავარი გმირი თამუნა ცოტა გვერდზე “ჩააჩოჩეს” და მთავარ როლში ანჩო(რუსუდან მაყაშვილი) მოგვევლინა. ანჩოს გმირის წინა პლანზე წამოწევა მომგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდა სერიალისთვის, რადგან ამ გმირს სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ, მალევა გამოუჩნდა უამრავი თაყვანისმცემელი. მისმა ფრაზებმა მთელი საქართველო მოიარა და ყველას პირზე ეკერა.

Read the rest of this entry »

Teen – თინეიჯერი

Posted on Updated on

კარგა ხანია ასეთებს აღარ

ვყიდულობ მაგრამ… გარეკანმა დამაინტერესა, პოსტერებმაც , უფრო სწორად ერთმა პოსტერმა, თანაც თუ არ ვცდები ახალია და გადავწყვიტე მეყიდა. 1ლ და 60თ გადავიხადე.  იქვე არ მინახავს სახლში ვნახე თუ რა ხდებოდა შიგნით და აი რა უბედურებები აღმოვაჩინე :

Read the rest of this entry »