კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”

Posted on Updated on

11188234_1710914062469134_7448520501591845536_n

 

“შემთხვევითი პაემნები” ლევან კოღუაშვილის ბოლო ნამუშევარია, რომელმაც წარმატებით მოიარა მსოფლიო კინოფესტივალები და ახლა უკვე ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება საქართველოს კინოთეატრებში.  ფილმი 40 წლის მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს. სანდროს ცოლი არ ჰყავს, ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს, სკოლაში ისტორიას ასწავლის, ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა აქვს და პირად ცხოვრებაშიც არ უმართლებს. ერთხელაც ის გათხოვილ ქალს ხვდება და მისი ცხოვრება ერთ დიდ აბსურდად გადაიქცევა. 

ფილმის მთავარი გმირი სულაც არ ცდილობს თავი დააღწიოს ამ აბსურდს და პირიქით, უფრო და უფრო იხლართება არასასურველ სიტუაციებში. იგი გარკვეულ ინდიფერენტულობას ამჟღავნებს მის ირგვლივ არსებული გარემოს მიმართ და თვითრეალიზაციის დაუძლეველ პრობლემას აწყდება. ადამიანები, რომლებიც წესით მას უნდა ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო ხელს უწყობენ მისი პრობლემის გამწვავებას. მისი მშობლები, მეგობარი, ქალები ერთ დიდ მოჯადოებულ წრეს ქმნიან, რომლის გარღვევა სანდროს არ ძალუძს და შეიძლება ამის სურვილიც კი არ აქვს. ფილმის ყურებისას დარბაზში არაერთხელ გაისმა სიცილის ხმა (მათ შორის ჩემიც) თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ “შემთხვევითი პაემნები” კომედიაა.  საქმე ისაა, რომ რეჟისორი მთავარი გმირის ცოხვრებაში არსებულ გამოუვალ მდგომარეობასა და საზოგადოების მანკიერებებს სევდანარევი იუმორით გადმოგვცემს და ახერხებს მაყურებლამდე უპრობლემოდ მიიტანოს სათქმელი.  ფილმშში არის მომენტები როცა ძალაუნებურად გეცინება მიუხედავად იმისა რომ იცი ის რასაც ხედავ სატირალი უფროა ვიდრე სასაცილო.

11149235_809332522478132_7744318563604435111_n

სურათში ვხვდებით როგორც პროფესიონალ ისე არაპროფესიონალ მსახიობებს თუმცა მათ შორის ზღვარის გავლება ძალიან რთულია. სამსახიობო ქასთი ასე გამოიყურება: ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, კახი კავსაძე, მარინა ქარცივაძე, ვახო ჩაჩანიძე.

ქასთი ამ ფილმის მნიშვნელოვანი ღირსებაა. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსახიობთა არასაკმარისი ოსტატობა  ქართული კინოს მთავარი მინუსია. ხშირია შემთხვევა როცა საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული მსახიობი ეკრანიდან უბრალოდ ვერაფერს გეუბნება(ეს ძირითადად მაშინ ხდება როცა თეატრის მსახიობი კინოში ცდის ბედს).  საბედნიეროდ “შემთხვევითი პაემნები” ამ მხრივ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მსახიობებს თავიანთი როლები ბოლომდე აქვთ გათავისებული და საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობენ. შედეგად მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ფილმის თითოეული გმირი რეალურია და აქვე, სადღაც ჩვენს სიახლოვეს ცხოვრობენ, ჩვენი რეალობის ნაწილი არიან.

აღნიშვნის ღირსია ოპერატორის ნამუშევარიც. ფილმშში ბევრი ისეთი მომენტია როცა კადრი, ის რასაც ხედავ, გაცილებით მნიშვნელოვანია იმაზე რაც გესმის. ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს ოპერატორის ოსტატობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ “შემთხვევითი პაემნები” ამ მხრივაც გამორჩეულია.

Blind_Dates_8

ვთვლი, რომ “შემთხვევითი პაემნები” არის უპირობო არგუმენტი იმ ადამიანებისათვის ვინც ქართულ კინოს მიწასთან ასწორებს და მის სიცოცხლისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს. შეიძლება ქართული კინო ოდესღაც მართლაც მოკვდა მაგრამ ფაქტია, რომ დღეს იგი ხელახლა დაბადების პროცესშია და წინ დიდი მომავალი ელის.

“შემთხევითი პაემნების”  ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 7 მაისიდან შეგიძლიათ.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s