The Land Mine ანუ სინათლე გვირაბის ბოლოს

Posted on Updated on

1-Landmine-A1

რა უნდა გააკეთოს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ორშაბათ საღამოს? რა თქმა უნდა კინოში უნდა წავიდეს და ახალი ქართული ფილმის დახურულ ჩვენებას დაესწროს. განა თქვენ სხვა პასუხი გქონდათ?🙂  ის სტუდენტი ასეც მოიქცა და ნახა ფილმი, რომლის პრემიერასაც მას შემდეგ უცდიდა, რაც გადაღებების დაწყების შესახებ შეიტყო (ანუ საკმაოდ დიდხანს:)

“ნაღმი” ახალი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი თრილერია(ხო, არ მოგესმათ, ნამდვილად თრილერია, თანაც ქართული), რომელიც “სარკე სტუდიამ” გადაიღო. ფილმის რეჟისორი ლევან ბახია გახლავთ, რომელსაც ასევე ეკუთვნის კინომაყვარულთათვის კარგად ნაცნობი ფილმი “247 გრადუსი ფარენგეიტით“.

მოლოდინი ნამდვილად დიდი იყო და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა. ფილმის სიუჟეტური ხაზი არახალია და შეიძლება მოგაგონოთ ისეთი ამერიკული ფილმები როგორიცაა Frozen(2010), АТM(2012) და Funny Games(2007),  მაგრამ ის, რაც კინოთეატრ “ამირანში” ვნახე გაცილებით საინტერესო და არაორდინალური იყო. ფილმი საქართველოში მყოფ სამ ამერიკელ მეგობარზეა. ისინი ლაშქრობაში მიდიან და დაუვიწყარი დროის გატარებას გეგმავენ, მაგრამ მოულოდნელად დიდ დაბრკოლებას წააწყდებიან- კრისი, ერთ-ერთი მათგანი, შემთხვევით ნაღმს დაადგამს ფეხს და მათი გეგმები საბოლოოდ შეიცვლება. მოვლენებს კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველი გმირის გამოჩენა, რომელიც სიტუაციას ნაღმის აფეთქებამდე ააფეთქებს.

“ნაღმის” ამერიკელი მსახიობების თამაში ზოგადად შეიძლება შეფასდეს როგორც საშუალოზე კარგი.  ალისიას როლის შემსრულებელი სპენსერ ლოკი (ცნობილი ფილმებიდან: Resident EvilMonster House) რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ ყალბი მომეჩვენა და იყო შთაბეჭდილება, რომ მაყურებელს ბოლომდე ვერ გაუზიარა გმირის გრძნობები და განცდები.  ალისიას საქმროს, დენიელის როლი დინ გეიერმა მოირგო(ცნობილი სერიალებიდან: Terra NovaNeighborsGlee ). არამგონია ეს მისი, როგორც მსახიობის, საუკეთესო როლი იყოს, მაგრამ მისი გმირი ნამდვილად გამორჩეული და ხაზგასასმელია-მას არაფერი(საერთოდ არაფერი) აქვს საერთო ყველასათვის ცნობილ Glee-ს გმირთან და რაღაც მომენტში ესეც ხდის ფილმს ერთიორად საინტერესოს. ნაღმზე მიჯაჭვული კრისი დენიელის საუკეთესო მეგობარი გახლავთ(ასეთი საუკეთესო მეგობარი ღმერთმა აშოროს ჩემს მკითხველს.. თუ რატომ ამას კინოთეატრში შეიტყობთ). ეს როლი რეჟისორმა სტერლინგ ნაითს ანდო და სწორადაც მოიქცა. ეს ადამიანი ამერიკული ქასთის გამორჩეული წევრია. თუ ფილმის პირველ ნაწილში სამსახიობო ოსტატობის მხრივ თავისი თანამემამულეების დონეზეა, მეორე ნაწილში, როგორც მსახიობი, მთლიანად იხსნება და რჩება შთაბეჭდილება, რომ თავისი გმირის განცდებს სრულად იაზრებს და მაყურებლამდე მოსატანად მაქსიმუმს აკეთებს.. და გამოსდის კიდეც. 

10527882_563085577127021_563773662522231520_n

არ იფიქროთ, რომ ფილმში მარტო ამერიკელ მსახიობებს შეხვდებით. ქართული ქასთი და განსაკუთრებით მისი ერთი წევრი ფილმის მთავარი ბირთვია. ეს არის კოტე თოლორდავა და მისი მოულოდნელობებით აღსავსე გმირი ილია. ილიას როლი კოტემ საკმაოდ კარგად მოირგო, მაგრამ რატომღაც მისი ხმის გაგონებაზე სულ ბაბულიკები მახსენდებოდა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან” და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ საიდანღაც შეიძლებოდა კატო და მისი დაქალებიც გამოჩენილიყვნენ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მსახიობი ძალიან რთულად იშორებს (ან საერთოდ ვერ) საზოგადოების მიერ მიკრულ იარლიყს- კოტე ძალიან ბევრისთვის დიტოსთან ასოცირდება და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ასე. ქართული ქასთის დანარჩენ წევრებზე კი შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დაბალანსებული შესრულება იყო და მათ თამაშში სათქმელი ადვილად იკითხებოდა. საბოლოო ჯამში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველები გაცილებით უფრო პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს, ვიდრე ამერიკელები. ეს არ არის სუბიექტური “რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ”, ეს არის ის რაც მე გუშინ “ამირანში” ვნახე.

“ქართული კინო აღარ არსებობს”, “ქართველები კარგს რას გადაიღებენ”, “ამათმა ფილმის გადაღება ხომ ვერ ისწავლეს”- ამ და სხვა მსგავს ფრაზებს ალბათ ხშირად გაიგონებთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან. ფართო საზოგადოებაში ქართული კინოსადმი უარყოფითი დამოკიდებულებაა გაბატონებული და არსებობს სტერეოტიპი რომ ქართული ფილმი ვერასოდეს იქნება ისეთი მაგარი როგორიც ჰოლივუდური. სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ცდილობს “სარკე სტუდია” და მისი შემოქმედებითი ჯგუფი. 23 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში თუ მიხვალთ და “ნაღმს” უყურებთ  მიხვდებით, რომ ზემოთ ნახსენები სტერეოტიპი არათუ იმსხვრევა, არამედ ადგილს უთმობს რეალურ ფაქტს, რომლის მიხედვითაც გვირაბის ბოლოს სინათლე მართლაც მოჩანს და ქართული კინო აუცილებლად იპოვის თავის გზას დანარჩენი მსოფლიოსკენ.

გაფრთხილებთ, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ნაღმზე დგომის შეგრძნება გექნებათ და სასურველია სუსტი ნერვების მქონდე პირებმა თავი შეიკავოთ ფილმის ნახვისგან. ასევე, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სასურველი არაა ფილმის ჩვენებას დაესწრონ 16 წლამდე ახალგაზრდები.

23მდე ნერვები მწყობრში ჩაიყენეთ და დატკბით ფილმის თრეილერით🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s