ბესტსელერი ბრჭყალებითა და მათ გარეშე

Posted on

-ვერც სამოთხის ინტერნეტს დავიჭერთ?

-ვიჭერთ, მაგრამ პაროლი არ ვიცით.

IMG_6352

საკუთარი წიგნის პირველ გვერდზე ეს წარწერა პრეზენტაციაგადავლილმა ავტორმა დატოვა.. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ნათელი წარმოდგენა იმაზე თუ რა  ჯოჯოხეთგადავლილიც ყოფილა..

წიგნზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად პრეზენტაციაზე დასწრება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მიხვალ, ავტორს მოუსმენ, წიგნის შექმნის ისტორიას გაიგებ, ექსკლუზიურ წვრილმანებსაც შეიტყობ და წიგნის შეძენის სურვილი სულ ცოტა გაგიორმაგდება მაინც.  მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა 2 ოქტომბერს “ლიგამუსში”. მისვლით მივედი, მაგრამ არც ავტორისთვის მომისმენია, წიგნის შექმნის ისტორიაც უცნობი დარჩა და ექსკლუზიურ წვრილმანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. წიგნის შეძენის სურვილს რაც შეეხება, ნამდვილად გაორმაგდა, შეიძლება გასამმაგდა კიდეც. რატომ? -იკითხავს ცნობისმოყვარე და ერთობ დაკვირვებული მკითხველი. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ხუთი წუთით დაგვიანებულმა “ლიგამუსის” დარბაზში ცხვირის შეყოფაზე ოცნებაც კი ვერ გავბედე. როცა პრეზენტაციაზე მოსული ადამიანების ერთი ნაწილი დარბაზს ისე ავსებს რომ რიგ-რიგობით სუნთქავენ, ხოლო დანარჩენები დარბაზისკენ ამავალ კიბეებზე ფეხისწვერებზე დგანან და ყურები დაძაბულ მდგომარეობაში აქვთ(ამავე დროს წარმოდგენა არ აქვთ რომ stairway to hell-ზე იმყოფებიან), ავტომატურად მიდიხარ “ლიგამუსის” მომხიბვლელ ასისტენტთან და “ბესტსელერს” ყიდულობ(სულ ცოტა იმის ინტერესესი მაინც გკლავს რამ გადარია ამდენი დალაგებული ადამიანი).

ინტერესი დავიკმაყოფილე და დალაგებული ხალხის გადარევის მიზეზს მივაგენი.

ცოტა უფრო ვრცლად წიგნის შესახებ:  წარმოიდგინეთ ლიტერატურული ჯოჯოხეთი…  წარმოიდგინეთ? ხოდა ეგ არის!

ვიცოდი ავტორი ვინ იყო და რაც იყო მაგრამ ჯოჯოხეთში მოგზაურობას მაინც დაუტოვებია მასზე თავისი განსხვავებული კვალი (დადებითი რაღა თქმა უნდა). ბექა კი გვეუბნება ჩემს წიგნში სიღრმისეული აზრების ძებნას აზრი არ აქვს და ყველაფერს “ლაითად” შეხედეთო, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცას გვატყუებს -_-  მინდა გითხრათ, რომ ამ წიგნში არ არის ისეთი გვერდი (გამომცემლობისადმი მიძღვნილის გარდა) რომელიმე წინადადების ფანქრით გახაზვა, ამოწერა, ან ტვინში ჩაბეჭდვა რომ არ მოგინდეს მოგვიანებით ციტირების მიზნით(სხვათაშორის, ერთი ფრაზა უკვე გამოვიყენე ერთგან, და ისე მოუხდა მეტი რომ არ შეიძლება ^_^).

ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ერთი რაღაც მაწუხებს. ვშიშობ, რომ “ბესტსელერის” დაგემოვნებით სიამოვნების მიღება მსოფლიო მკითხველთა ვიწრო წრის- ქართველების პრეროგატივაა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ წიგნში ბევრია მხოლოდ ქართული ენისთვის დამახასიათებელი სიტყვათა შეთანხმებებით თამაში, უშუალოდ ჩვენთვის დამახასიათებელი კომიკური სიტუაციები და სხვა მრავალი ისეთი რამ, რაც ყველაზე ოსტატურად შესრულებულ თარგმანშიც კი შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს. თქვენი არ ვიცი და მე მართლა ძალიან მაინტერესებს ავტორის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

პ.ს. პოსტის დაწერა ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა-მეტყვის ვინმე ენამოსწრებული და ჩემს სულში უხეშად ჩააფათურებს ხელებს..  ეჰ, ახლადდაწყებულ სტუდენტობას რა ვუთხარი, ავტორის ისედაც უხეში გამოთვლა მთლად მიწასთან რომ გაასწორა და ექვსი ათას სამას ოცდახუთი ამოსუნთქვა კი არა, ლამის დამატებითი ჟანგბადის მიწოდება რომ დასჭირდა ჩემს ორგანიზმს “ბესტსელერის” წასაკითხად. მაგრამ გულს იმით ვიკეთებ, ვიღაც ღვთისნიერს რომ უთქვამს სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.

პ.პ.ს. იცით “ბესტსელერი” როგორი წიგნია? აი, ახლახან დაწყებულ კინგის “მიზერს” რომ მოგასროლინებს გაურკვეველი მიმართულებით( და არამარტო იმიტომ რომ უფრო თხელია🙂

პ.პ.პ.ს. კიდევ ვერ მიხვდით “ბესტსელერი” როგორი წიგნია?  ისეთია რა..აი, ბრჭყალების გარეშე რომ ეწეროს და მაინც რომ მიხვდები რომელ წიგნზეა საუბარი.

One thought on “ბესტსელერი ბრჭყალებითა და მათ გარეშე

    ვაიბი said:
    October 14, 2014 at 13:02

    ვაჰ O.o

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s