ბანკეტი და სხვა კატასტროფები

Posted on Updated on

არავის გვეგონა თუ დრო ასე მალე გავიდოდა, მაგრამ შევცდით- ჩვენ უკვე აბიტურიენტები ვართ. პირობითად აბიტურიენტობა ეს არის ერთწლიანი პერიოდი, როცა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე პირველად ცხოვრებაში აკეთებს ყველაფერს, რომ კარგად ისწავლოს და წლის ბოლოს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბაროს. რამდენიმე რეპეტიტორთან სიარულისა და სწავლა-განათლებისთვის დათმობილი უჩვეულოდ დიდი დროის გარდა კიდევ არის ერთი რამ, რაც სკოლის თორმეტწლიანი უღლიდან თავის დაღწევასთან ასოცირდება. ეს არის მისაღებ გამოცდებზე არანაკლებ აქტუალური, მისი აღმატებულება ბანკეტი, გნებავთ გამოსაშვები საღამო.

promnight

 

არ ვიცი თქვენთან რა ხდება, მაგრამ ჩემი კლასისთვის გამოსაშვები გამოცდები უფრო ადვილი მოსაგვარებელია ვიდრე გამოსაშვები საღამო.  პარადოქსია, მაგრამ თორმეტწლიანი თანაარსებობის შემდეგაც კი, ჩემთვის და ჩემი კლასელებისათვის დღემდე დიდ სირთულეს წარმოადგენს მსგავსი ღონისძიების ორგანიზება. ნუ გეგონებათ რომ ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს ან რაიმე მსგავსი.  ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს, მაგრამ როცა საქმე ბანკეტზე მიდგა, ჩიხში შევედით.

გასული წლის ბოლოს დიდი გეგმები გვქონდა. ჩვენი ბანკეტი საუკეთესო უნდა ყოფილიყო საუკეთესოთა შორის. ახლა კი ვკამათობთ ყველაფერზე: რესტორანზე, მის დახურვა/არდახურვაზე, ცეკვაზე, ცეკვის რეპეტიციის დროებზე, წამომსვლელთა სიაზე და ა.შ.  ჩემს კლასში ვერ მოძებნით ორ ადამიანს მაინც, რომელთაც ერთნაირი შეხედულება ექნებათ კონკრეტულ საკითხზე. ზოგადად კარგია როცა ადამიანები განსხვავებულად აზროვნებენ მაგრამ არა ახლა და ასეთ სიტუაციაში. აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად მატერიალური ფაქტორითაა განპირობებული რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ამას ემატება დროის ფაქტორი, რაც მოსწავლეების სრული უმრავლესობის პრობლემას წარმოადგენს რეპეტიტორებთან სიარულიდან გამომდინარე.  ყველანაირი მცდელობა აზრთა შეჯერებისა წარუმატებლად დასრულდა.  რამდენიმე შეხვედრის, საუბრებისა და ფბ-ზე გარჩევების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენი ბანკეტი (თუ ასეთი რამ საერთოდ გვექნება) იქნება ჭამა-სმა და სხვა არაფერი.

ამ დროს ჩვენგან ოდნავ დასავლეთით:

მთელი სკოლა გამოსაშვები საღამოსთვის ემზადება (გამოცდებზე მანამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში ზრუნავდნენ ჩვენგან განსხვავებით). ამ გამორჩეული ცხოვრებისეული მოვლენისთვის ადგილი შერჩეულია-სკოლის სპორტული დარბაზი.  დერეფნებში უფროსკლასელი სიმპატიური გოგო-ბიჭების საარჩევნო პოსტერებია- “აირჩიეთ გამოსაშვები საღამოს მეფე-დედოფალი”. სამზადისში ჩართულია ყველა, დაწყებული უმცროსკლასელებით და დამთავრებული სკოლის დირექტორით.  ბანკეტზე ყველანი გამოპრანჭულები მიდიან (ეს არც ჩვენ გვეშლება), ცოტას წაიჭამენ, ერთ-ორს გადაკრავენ და ბოლომდე გააჯაზებენ.   ხო, ეს ფილმის სიუჟეტს გავს, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმის.

გსურთ გითხრათ რატომ ვერ ვიღებთ ქართველები კარგ ფილმებს? იმიტომ, რომ ჩვენთვის კარგი ფილმი არის ეკრანზე გადატანილი აუხდენელი ოცნება და არა იმ რეალობის მხატვრული ასახვა რაც გვაქვს, რადგან ჩვენი რეალობა ეკრანზე გადატანას არ საჭიროებს, ერთხელ რომ ვნახულობთ ისიც საკმარისია.

კინო იქით იყოს და, დიდი შანსია ჩემი კლასი ბანკეტის გარეშე დარჩეს! და ამას არა რომელიმე მოსწავლეს, არამედ სახელმწიფოს ვაბრალებ. ნუ გეგონებათ, რომ ძალიან შორს წავედი, სულაც არა! აბა დაფიქრდით, განათლების სისტემა რომ მოწესრიგებული იყოს, სწავლის დაწყება აბიტურიენტობასთან რომ არ ასოცირდებოდეს, ხალხი ბოლო თეთრებს რეპეტიტორებთან ბავშვის მომზადებაში რომ არ ხარჯავდეს, გაცილებით მარტივი იქნებოდა არა მარტო ბანკეტის არამედ ნებისმიერი იმ წამოწყების მოგვარება, რაც სკოლასთანაა დაკავშირებული. თუმცა, რა თქმა უნდა,  ჩვენი დანაშაულიც დიდია, რადგან სხვა მოსწავლეებიც იგივე დღეში არიან მაგრამ ბანკეტის გაკეთებას მაინც ახერხებენ, თანაც ერთობ წარმატებულადაც.

მოკლედ, ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. გრანდიოზული, ორიგინალური და ექსტრავაგანტული ბანკეტის გაკეთების ტრ**ი არ გვაქვს, სურვილი კი.

დიდი ალბათობით ჩვენი ბედი აი ესაა:

ffbok

 

ვფიქრობ, მსგავსი პრობლემები მარტო ჩვენ არ უნდა გვქონდეს. ძალიან მაინტერესებს რა მდგომარეობაა თქვენს სკოლებსა და კლასებში. ველოდები სასარგებლო რჩევებს ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. თქვენ კი, ვინც უკვე გაიარეთ ეს ეტაპი, გაგვიზიარეთ გამოცდილება, იქნებ გამოგვადგეს🙂

16 thoughts on “ბანკეტი და სხვა კატასტროფები

    Ibi said:
    April 9, 2014 at 23:05

    ზუსტად იგივეა ჩემთანაც და აღარ შემიძლია. რაღაც გადავწყვიტეთ ბოლოს, ისიც შემთხვევით ყურმოკრული რესტორანი და ისიც სმა-ჭამის მეტი არაფერი იქნება. არადა იმავე ფასად 2დღიანი ბანკეტი მინდოდა ქალაქგარეთ და არ მოუნდა ხალხს -_-
    მოკლედ, უკვე ფეხებზე მკიდია რა ;დ

      Mystic D responded:
      April 10, 2014 at 08:18

      მეც დავიკიდებდი ფეხებზე მარა არ გამოდის, მინდა კარგი ბანკეტი რომ გვქონდეს :დ მაინც იმედს ვიტოვებ რომ საბოლოოდ რაღაც ნორმალური გამოგვივა ჩვენთ და თქვენც🙂

    ჩემმა კლასმა ეროვნული გამოცდების დასრულებიდან 1 თვის შემდეგ გადაიხადა ბანკეტი,ძალიან მაგარი გამოსაშვები საღამო კულტურის სახლში და 3 დღიანი ქეიფი🙂

      Mystic D responded:
      April 10, 2014 at 22:29

      ისე, გამოცდების შემდეგ გადახდა ნამდვილად არ არის ცუდი იდეა. აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კლასელებს🙂

    marishkalia said:
    April 12, 2014 at 21:58

    ჩემთან რაღაცაზე შევთანხმდით :დ მივდივათ რესტორანში, მაგრამ ნორმალურ ფასად და არა რაღაც ასტრონიმიულ თანხად :დ უბრალოდ ზოგს არ უნდოდა და უმრავლესობამ გადავწყვიტეთ სულ არ ქონას იმათ გარეშე წავიდეთო.. ბანკეტის გამო ბევრი დათმობაა საჭირო..
    მე პირადად საერთოდ არ მინდოდა ბანკეტი და არც ვაპირებდი წასვლას, იმ ფულით დასასვენებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ არ მოხერხდა.. წარმატებები შენ ბანკეტთან დაკავშირებით! ^^

      Mystic D responded:
      April 13, 2014 at 09:08

      მადლობა🙂
      და იმ ზოგს უბრალოდ არ უნდა წამოსვლა თუ არ შეუძლიათ? რადა, ეგეთი რაღაც არ მსმენია რომ ბანკეტზე წასვლა არ უნდოდეს ვინმეს რაღაც პრობლემა თუ არ აქვს.

        marishkalia said:
        April 13, 2014 at 14:15

        არ უნდოდათ წამოსვლა🙂 ნუ ჩვენ ისეთი კლასი გვყავს, რომ ლამის მართლა არ წავიდე, მაგრამ ამის საწინააღმსეგო მიზეზი უფრო ბევრი ვიდრე სასარგებლო🙂

    Tengo Eminashvili said:
    April 14, 2014 at 20:24

    ეხხ! ჩემს კლასშიც ეს ამბავია აღარ შემიძლია უკვე ვერ გადაუწყვეტიათ რა უნდათ ალბად ჩვენც არაფერი არ გვექნება და ეგ არიის… გულდასაწყვეტია ((

      Mystic D responded:
      April 14, 2014 at 21:32

      ვა, რამდენი ვყოფილვართ. მე კიდე მეგონა მარტო ჩემს კლასში იყო ასეთი დებილი სიტუაცია🙂

    mzeoa said:
    April 16, 2014 at 13:59

    ბანკეტი 2007 წელს მქონდა, მას შემდეგ ჩემი კლასელების 80-90% არ მინახავს, არ გეგონოთ, რომ ცუდი ურთიერთობა გვქქონდა ერთმანეთთან, პირიქით ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ როდესმე გავიდოდა თვეები, წლები და ერთმანეთთან ვირტუალურ კონტაქტსაც კი ვერ მოვახერხებდით. რის გამო მოხდა ეს არ ვიცი… ბანკეტი ერთგვარი კულმინაცია იყო რის შემდეგაც თითქოს რაღაც ჩაქრა. პ.ს შეიძლება თქვენს პოსტს, მაინცდამაინც, არ შეეფერება ეს კომენტარი, მაგრამ აი, ესაა რაც უცებ ამომიტივტივდა ბანკეტთან დაკავშირებით, ლამაზ მხიარულ და დაუვიწყარ ბანკეტს გისურვებთ

      Mystic D responded:
      April 16, 2014 at 21:02

      დიდი მადლობა🙂 სწორედაც რომ პოსტისთვის შესაფერისი კომენტარია🙂

    Kate said:
    June 27, 2014 at 23:32

    შენს ფბ-ზე შევიჭყიდე და მგონი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არა?🙂
    ერთი შენიშვნა: პუნქტუაცია გამოიყენე.
    სხვა მხრივ კი, ისეთი კარგი ნაწერია, რომ ვერც კი ვიგრძენი შენი ასაკი. ყოჩაღ.
    ჩემი ბანკეტი რომ მახსენდება, ვაიმე რა საბანძეთში მქონდა. თბილისი, რესტორანი “გვირილა”. აი კოშმარი. გართობაც არა ისეთი, როგორიც მე მინდოდა. ყველა სასტავ-სასტავ დაყოფილი და იდიოტური მოკლედ. გოგოებს და ბიჭებს ცეკვა რომ გვერიდებოდა ერთმანეთთან თუ რაღაც. ნუ მოკლედ.😀

      Kate said:
      June 27, 2014 at 23:32

      შევიჭყიტე*

      Mystic D responded:
      June 28, 2014 at 11:25

      კი, საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა. ეს პოსტი საბანკეტო კრიზისის პერიოდშია დაწერილი და :დ შენი ბანკეტის შესახებ რომ წავიკითხე, მივხვდი ჩემი ძალიან მაგარი ყოფილა :დ

      პ.ს. შევეცდები პუნქტუაციას მივხედო🙂

        Kate said:
        June 28, 2014 at 12:41

        კი ნამდვილად. დღევანდელ დღეს უკვე ახალგაზრდობაც სხვანაირია. სულელური კომპლექსები არ გაქვთ. შარშან შევხვდით ერთმანეთს და საერთოდ სხვანაირად ვიყავით. ისე მოურიდებლად ვეცეკვებოდით ერთმანეთს, რომ იმ ძველი ბანკეტის არაფერი გვეცხო😀

        წარმატებები მოკლედ და აბა შენ იცი.

        Mystic D responded:
        June 28, 2014 at 15:19

        გაიხარე🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s