☑ Show Password: ლაშა ბუღაძის “LUCRECIA515”

Posted on Updated on

1607108_10151914299519211_1023678089_n
ფოტო: https://www.facebook.com/bakursulakauripublishing

მითხარი შენი პაროლი და გეტყვი ვინ ხარ შენ!  თუმცა არა, გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია…

სანდროს ყავს ცოლი-ქეთი და  შვილი-ნიკუშა. თუმცა ეს ორი “ფაქტორი” ხელს არ უშლის დაუკავშირდეს, შეხვდეს და სექსუალური ფანტაზიები რეალობად აქციოს ვინმე სოფიოსთან, ლელასთან, თიკოსთან, ვიკასთან…  მოკლედ, სანდრო თანამედროვე დონ ჟუანია, კლასიკურისგან ბევრად განსხვავებული.

მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება როდესაც  ანას შეხვდება. მათი ურთიერთობა დაიწყო ფრაზით “ჩაი ხომ არ დაგველია?”, გაგრძელდა მთავარი გმირის არასრულფასოვნების კომპლექსის არაერთი გამოვლინებით  და სადღაც ბოლოსკენ სანდროს შარვალჩახდილი სიდედრიც კი ჩაერთო საქმეში.

 სანდროს, ქეთისა და ანას სახით ტრადიციული სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება  თამაშის საკმაოდ არატრადიციული წესებით. საქმე იქამდე მიდის, რომ ქეთი სანდროს ელექტრონულ ფოსტას გატეხავს (რაც საკმაოდ ძვირი უჯდება, ამ ფრაზის ნებისმიერი გაგებით) და მეუღლის საყვარელთან იწყებს მიწერ-მოწერას. უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩენილი სანდრო ახლა უკვე საკუთარი ნებით აძლევს ანას თავის პაროლს და სამივენი ფრიად საინტერესო თამაშში ერთვებიან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ისინი სანდროს ინბოქსში მარტონი არ არიან და ერთგვარ ონლაინ ორგიასაც კი აწყობენ მიწერ-მოწერის სახით.

ვუაიერიზმი ძირითადან გულისხმობს ადამიანთა ფარულად თვალთვალს და ამით სექსუალური კმაყოფილების მიღებას. მისი ერთ-ერთი ფორმა ორმხრივი აქტია, როცა მაყურებელს თან ახლავს მზერის ობიექტი, რომელმაც იცის რომ მას უყურებენ და ამით სიამოვნებას იღებს. სწორედ ამ მდგომარეობაშია  ლაშა ბუღაძის ახალი რომანის მთავარი გმირი. მან იცის, რომ მის ყველა წერილს კითხულობენ. ისიც იცის, რომ საყვარელი და ცოლი ერთმანეთს სწორედ მისი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკავშირდებიან, სანდროს აქტიურად განიხილავენ და რაღაც მომენტში ერთმანეთისადმი თანაგრძნობაც კი უჩნდებათ, მაგრამ  პაროლს მაინც არ ცვლის, მოვლენების განვითარებას აკვირდება და ამით თითქოს რაღაც სიამოვნებასაც იღებს.

“ლუკრეცია515” დიდი ინტერესით შევიძინე და მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი არახალი და არაერთხელ დაწერილ-ნაჩვენებ-განხილულია.  კითხვისას ბევრი საკუთარ თავს ამოიცნობს, რადგან პერსონაჟების უმეტესობა და სიუჟეტის დიდი ნაწილი სწორედ რეალური ცხოვრებიდან არის ინსპირირებული. წიგნის გამორჩეულად დიდი პლუსია ავტორის მიგნება გახადოს ერთი შეხედვით ბანალური შინაარსის მქონე წიგნი  საოცრად ინტერაქტიული და მკითხველი ერთდროულად ორ ფრონტზე შეიტყუოს-ტრადიციულ, შავით თეთრზე დაწერილ წიგნის ფურცლებსა და იგივე ფერებით გაფორმებულ, უფრო ინტიმურ ონლაინ სივრცეში.

მკითხველს დიდი ფიქრი და ტვინის მტვრევა არ გვჭირდება იმაზე თუ როგორ გავტეხოთ სანდროს მეილი- ამას ქეთისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები დანახარჯებით ვახერხებთ.  სხვის ინბოქსში ცხვირის შეყოფის პირველივე წამებიდან ჩვენც ჩვეულებრივი, გაიძვერა ვუაიერისტები ვხდებით და ნებით თუ უნებლიეთ(წიგნში დატოვებული ცარიელი გვერდების შესავსებად) ვკითხულობთ სხვის წერილებს.  საერთოდ, ვუაიერიზმს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა. ცოდვა გამხელილი ჯობიაო და, ამ შემთხვევაში, მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია🙂

“ლუკრეცია 515”  ერთგვარი “საუიქენდო” წიგნია. აი, შაბათ დღეს რომ დაიწყებ, თუ ძალიან სწრაფად კითხვა გიყვარს იმ დღესვე რო დაამთავრებ, თუ არა და კვირისთვის უკვე ბოლოში რომ ჩახვალ და ორშაბათ საღამოს რომ  ბოლო გვერდს გადაფურცლავ (ეს დატვირთული აბიტურიენტის შემთხვევაში).   არ ვთვლი, რომ “ლუკრეცია” დიდი მხატვრული ღირებულების მქონე რომანია.  ამის ამბიცია, ალბათ, არც ავტორს უნდა ჰქონდეს იმ მარტივი მიზეზით რომ  საფუძველი უბრალოდ არ აქვს.   ეს არის წიგნი, რომლის საშუალებით  თანამედროვე დონ ჟუანის შეფარული კომპლექსებით სავსე ტრაგიკომიკური ისტორიის ნაწილი ხდები, ამ ისტორიის გმირებს მიჰყვები და კარგად ერთობი.

პ.ს. აბიტურიენტობის გადამკიდე ყველა ნაწარმოებში, კითხვისას, განსაკუთრებული მონდომებით ვეძებ გამორჩეულ, აზრიან და უნივერსალურ ფრაზებს რომელთა გამოყენებაც შემდეგ თემაში შემეძლება, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ქართული ლიტერატურის გამოცდაზე თხზულების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ციტატის ან რაიმე მაგალითის მოხმობაა. ამ რომანში, ჩემთვის მოსაწონი, ასეთი ვერაფერი აღმოვაჩინე🙂

პ.პ.ს ამ რომანის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ sms დიალოგი თავისუფლად შეიძლება წარიმართოს ყოველგვარი ორი წერტილისა და დ-ს გარეშე, თანაც ისე, რომ შენი სათქმელი სრულებით გასაგები იყოს ადრესატისთვის.

10 thoughts on “☑ Show Password: ლაშა ბუღაძის “LUCRECIA515”

    Gijpoeta said:
    July 24, 2014 at 13:24

    მე კი ვერაფრით დავუდე გული ამ წიგნს. 26 გვერდამდე მივედი და დავხურე წიგნი, ჩემში უკმაყოფილების გრძნობამ დაისადგურა :დ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა, რადგან ძაან უინტერესოდ მომეჩვენა იმ წამს და ისიც კი ვინანე, რომ ვიყიდე. ამ პოსტით კი დამაინტერესა, მაგრამ რამდენად წავიკითხავ ეგ სხვა საქმეა :))

      Mystic D responded:
      July 25, 2014 at 17:11

      რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია წაიკითხავ თუ არა, მაგრამ მე მაინც გირჩევ წაიკითხო. როგორც პოსტში აღვნიშნე, გამორჩეულად ღრმა აზრის მქონე რომანი არ არის, მაგრამ აქვს რაღაც პლუსები და ერთხელ წაკითხვად ნამდვილად ღირს.

        Gijpoeta said:
        July 25, 2014 at 17:49

        მესმის. წავიკითხავ როცა დრო მოვა. სულ ახლახანს დავამთავრე სტივენ კინგის წელიწადის დრონი და სხვას ვერაფერს ვეღარ დავუდე ჯერ გული. ისევ სტივენ კინგი “მშია” :დ ხვალ მისი ახალი რომანები უნდა შევიძინო. მართლა გენიალურად წერს და სწორედ სტივენია ჩემი შთაგონების წყარო. იმდენად შემაყვარა ეს ჟანრი და საერთოდ მისი ლიტერატურა რომ მეც ჰორრორში მოვსინჯე ბედი და ცუდად არ გამომდის😀 ხო, პოსტზე აღვნიშნე კიდეც რომ დამაინტრიგებლად და დამაინტერესებლად გიწერია უბრალოდ ეს სამი დღეა რა წიგნიც არ ავიღე ვერცერთი გავაგრძელე. ალბათ სტივენ კინგისეული სენი შემეყარა და ამიტომ😉

        Mystic D responded:
        July 25, 2014 at 20:42

        კინგის “მიზერი” და “მწვანე გზა” მაქვს სახლში და ჯერ ვერ მოვახერხე დაგემოვნება. როგორც ვიცი ძალიან მაგარია. კინგის წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმები არის საოცრება და წიგნი რა იქნება ხო წარმომიდგენია.

        Gijpoeta said:
        July 25, 2014 at 22:16

        მაგის ყველა წაკითხული მაქვს გარდა ახლებისა. კი ძალიან მაგარია ორივე, და არა მარტო ეგ ორი. ყველა ძალიან მომწონს. ვაფრენ რა მაგარი იდეები მოსდის თავში :დ თან სულმოუთქმელად იკითხება ისე რომ გავიწყდება რეალობა და მის წიგნებში იკარგები. ძალიან მაგარია ^_^

        Gijpoeta said:
        July 25, 2014 at 22:19

        მიზერი, მწვანე გზა, უიმედოთა ქალაქი, ბნელი კოშკი, უძილობა, წელიწადის დრონი, და ბუა მოვიდა ჩემს საყვარელ წიგნებად იქცნენ და მთლიანად გარდაქმნა მართლა ჩემი გონება როგორც ეს მას სურდა.❤ მაგრად წერს ძალიან. წასაკითხი ნისლი, ჯოილანდი და მრ მერსედესი დამრჩა ჯერ რაც ქართულადაა😉

        nuca said:
        July 3, 2016 at 19:01

        emaili mitxarit sandrosi ro wavikitxo wigni )))))

    აქ ამ წიგნის გამო შემოვედი . საინტერესოდ გიწერია , ვნახოთ თუ გამიმართლებს მოლოდინს❤

      Mystic D responded:
      January 27, 2015 at 20:44

      კითხვას რომ მორჩები, თუ არ დაგეზარება გამიზიარე შთაბეჭდილებები🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s