მისტერ რექსი- ვითომ საყვარელი ავანტიურისტი

Posted on Updated on

1471087_10200634778226991_229168121_n

ფოტო: მისტერ რალფი. 

*ღია წერილი “Mystic Grill-ს” მოაწოდა თავად მისტერ რალფმა და ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გამოგზავნილ ტექსტს.

მოგესალმებით მეგობრებო!
მოგეხსენებათ, ბოლო დროს ქართულ ტელე თუ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად შუქდება ვინმე მისტერ რექსის საქმიანობა. იგი თავს თქვენს ძვირფას მეგობრად ასაღებს და იაფასიანი მარკეტინგული მაქინაციებით ცდილობს თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას. ამ ღია წერილით, მინდა თვალი აგიხილოთ და დაგანახოთ თუ რამხელა შეცდომას უშვებთ მაშინ, როცა ფიქრობთ რომ ის მართლაც ისეთია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ასევე შევეცდები დაგარწმუნოთ გაცილებით უკეთესი ალტერნატივის არსებობაში.

551366_1390738754501127_1690963099_n

ზემოთ ნახსენები არსება არ ერიდება საჯაროდ შეურაცხყოს მედიცინის მუშაკები, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ ერთობ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროფესიის წარმომადგენლები. იგი იწუნებს მათ დამწერლობას და აფასებს როგორც გაუგებარს.

მისტერ რექსი ამას არ სჯერდება და ასევე საჯაროდ შეურაცხყოფს და აპამპულებს კატებს, ამ ერთობ საყვარელ და სათნო ცხოველებს. იყენებს რა მათ არაადეკვატურ ცდებში, ქმნის მათი ცხრავე სიცოცხლისათვის საშიშ გარემოს და ამ ყველაფერს ხელის აუკანკალებლად აკეთებს.

ხალხის ბრმა სიყვარულით თავგასული, თავს უფლებას აძლევს და  ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სინოპტიკოსების კომპეტენტურობას, აუგად მოიხსენიებს მეზობლის იმპრესიონისტ ბავშვს, გვახარბებს ბებიამისის რეცეპტით გამომცხვარ ნამცხვრებს და  ზამთრის ცივ ამინდში თბილ ბუხართან მასთან ერთად წამოგორებას გვანდომებს(!!)

და ბოლოს.. ის ყველას თვალწინ, დაუფარავად სვამს რძეს, რაც ჩვენთვის, ძაღლისებრთათვის სრულიად მიუღებელია. რატომ უნდა დალიო რძე, როცა გვაქვს ეროვნული სიმდიდრე ღვინო?!

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვის რაში გჭირდებათ გაფეტიშებული მისტერ რექსი როცა გყავართ მე- მისტერ რალფი!

აბა, დაფიქრდით, ვინ უფრო უკეთ იზრუნებს თქვენი ან თუნდაც თქვენი მანქანის დაზღვევაზე– მოშინაურებული, ათას ეზოში გადამხტარი მისტერ რექსი, თუ მე- მგელი, მტაცებელი, ტყეში გაზრდილი მაგრამ მაინც ყველაზე კულტურული მისტერ რალფი?! მე ვიცნობ როგორც ძაღლურ ისე მგლურ ცხოვრებას და გეუბნებით, თუ ცხოვრებაში “ვოლკი” არ იქნები, ძალიან დაიჩაგრები!!

pizap.com13876286415171რექსი თავს იწონებს ოქსფორდის დიპლომით..  მე თუ თსუ დავამთავრე რითი ვარ მასზე ნაკლები?!

ასე რომ, კარგად დაფიქრდით სანამ მისტერ რექსს მიანდობთ ვინმეს ან რამის დაზღვევას… იცოდეთ, რომ არსებობს ბევრად უკეთესი ალტერნატივა-მისტერ რალფი: დაზღვევა რომელსაც ჰყავხარ ^_^

აქ კი მინდა პირადი ფოტოალბომიდან გაგიზიაროთ რამდენიმე ფოტო, რომლებსაც პირველად სწორედ ამ ბლოგის საშუალებით იხილავს საზოგადოება.

ჩემთან ვენახში...
ჩემთან ვენახში…
ვიყო პირველი ეს ჩემი მოწოდებაა!
ვიყო პირველი ეს ჩემი მოწოდებაა!
მა გეერლზზზ
მა გერლზზზ
ეს ჩემს გვერდით რომ ზის ჩემი ყოფილია. დაზღვევის საკითხზე მოგვივიდა უთანხმოება..
ეს ჩემს გვერდით რომ ზის ჩემი ყოფილია. დაზღვევის საკითხზე მოგვივიდა უთანხმოება..
ეს წუთები არასოდეს დამავიწყდება <3
ეს წუთები არასოდეს დამავიწყდება❤

11 thoughts on “მისტერ რექსი- ვითომ საყვარელი ავანტიურისტი

    SpeeCHLeSS said:
    December 27, 2013 at 21:10

    თუ ცხოვრებაში “ვოლკი” არ იქნები, ძალიან დაიჩაგრები!! :დდდდდ

      Mystic D responded:
      December 27, 2013 at 21:13

      ეთანხმები ხო?

        SpeeCHLeSS said:
        December 27, 2013 at 21:16

        აბსოლუტურად :)))

    healthylifege said:
    January 9, 2014 at 23:02

    ძირს მოშინაურებული დაზღვევა!
    გაუმარჯოს ვოლკურ დაზღვევას! 🙂

    Giorgius said:
    January 10, 2014 at 03:27

    rogori dabogmilia mr. ralfi😀

      Mystic D responded:
      January 10, 2014 at 21:44

      როგორ გეკადრებათ, არანაირი ბოღმა! მხოლოდ და მხოლოდ კეთილი განზრახვა და ხალხზე ზრუნვა🙂

    tbrr1 said:
    January 18, 2014 at 14:50

    მომეწონა პოსტი! :3 მე ვირჩევ მისტერ რალფს !

      Mystic D responded:
      January 18, 2014 at 18:46

      ასეთი კარგი არჩევანის გაკეთებისათვის შენ საჩუქრად გადმოგეცემა სადაზღვევო პაკეტი “ვოლკური დაზღვევა ბლოგერებს”😀

        tbrr1 said:
        January 18, 2014 at 18:48

        დიდი პატივია.. გმადლობთ, როდის შემეძლება აღება? :დ

        Mystic D responded:
        January 18, 2014 at 18:58

        თქვენს კითხვაზე ჩვენმა სისტემამ ერორი ამოაგდო. კიდევ სცადეთ…
        :დდ

        tbrr1 said:
        January 18, 2014 at 21:55

        ჰაჰაჰა :დდ

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s