ტურაშვილი დოდოს მოლოდინში

Posted on Updated on

IMG_20130123_223815ამ ივენთის შესახებ ჩემმა ერთ–ერთმა მეგობარმა შემატყობინა და მაშინვე დაუფიქრებლად  დავაჭირე “Going”-ს.

აბა რად უნდოდა დაფიქრება იმას, რომ ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი მწერლის საჯარო ლექციაზე უნდა წავსულიყავი  ჩემივე ქალაქის უნივერსიტეტში. ასეთი შეხვედრები ჩემთვის ცოტა უცხოა და გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართველი მწერალია. ადამიანისთვის, რომლის გამოც გადაცემა “შუადღეს” ვუყურებდი ორშაბათობით. (ახლა პარასკეობით არის და ეს ცვლილება ცოტა არ მომეწონა:)

დღეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობაში“.

ლექცია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, დათოს დამსახურება იყო.  მწერალმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე საუკუნის წინ შექმნილი ქართული ნაწარმოებები სულ სხვა კუთხით დაგვანახა და ლოგიკური პარალელები გაავლო დღევანდელ რეალობასთან.  ლექციის მიმდინარეობისას მწერალს არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი აპლოდისმენტებით, რადგან მისი გამოთქმული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე პუბლიკის დიდი ნაწილის მოსაზრებებს ემთხვეოდა.  ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მთავარი თემა  პარლამენტის ქუთაისში დარჩენა–არ დარჩენის საკითხი იყო.  ტურაშვილის თქმით, მას ჯერ ვერავინ ვერ დაუსახელა არგუმენტირებული მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში. იგი მომხრეა რომ საკანონმდებლო ორგანო ჩვენს ქალაქში დარჩეს და მის ამ მოსაზრებას მთელი აუდოტორია ერთსულოვნად ვიზიარებდით.

რაც შეეხება ჩემი პოსტის სათაურს, იგი დათოს ახალი წიგნის, მისი პიესების პირველი კრებულის სახელწოდებით არის ინსპირირებული.   “დოდოს მოლოდინში”  მწერლის ბოლო წიგნია და მასში მისი ძველი და ახალი პიესებია შესული. დღევანდელ ლექციას  ეს წიგნი და მისი ქუთაისური პრეზენტაცია კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა .  დოდო ქართველი ემიგრანტი ქალების განზოგადებული სახელია.  ქალების, რომლებიც საყვარელ ადამიანებს მოსწყდნენ და ცხრა მთას იქეთ ოჯახებზე  ზრუნვის მიზნით გადაიხვეწნენ. ავტორის თქმით საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ ადამიანების შრომაზე დგას და ამით სულდგმულობს. სიმბოლურია წიგნის გარეკანი. მასზე გამოსახულია ათენის აკროპოლისზე მდებარე ერეხთეიონი (ტაძარი),  კონკრეტულად კი ამ ტაძრის ის ფრაგმენტი, სადაც ქალის სახის სვეტები(კარიატიდები) საყრდენ სვეტებად არის გამოყენებული.

პოსტის სათაურში  “ტურაშვილი” ჩემს მიერ განზოგადებული სახელია(თუნდაც გვარი) იმ ადამიანებისა, რომლებიც დოდოს მოლოდინში არიან.

წიგნის კითხვა ჯერ არ დამიწყია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ტურაშვილი ამ წიგნშიც იმ ტურაშვილად დარჩება, რომელსაც აქამდე ვიცნობდი. ვფიქრობ, წიგნი მომეწონება, მიუხედავად იმისა რომ პიესები დიდად არ მიყვარს.

პ.ს.  წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი გადაჭედილი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აუდიტორიის უდიდეს ნაწილს ტურაშვილის “ძირითადი მკითხველი”– ახალგაზრდობა წარმოადგენდა.  ძალიან გამიხარდება თუ მსგავსი საჯარო ლექციები კიდევ გაიმართება.  მინდა მადლობა  ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო ამ ღონისძიების ორგანიზატორ იმპულსი 91 –ის გუნდს. მათი წარმატებული საქმიანობა  ხომ პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს  მსგავსი და სხვა სახის საინტერესო ღონისძიებების რიცხვზე.

პ.პ.ს  წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი იქვე გაიყიდა. ბევრს არ შეხვდა და გული დაწყდა. აი ჩემი🙂

IMG_20130123_223828

10 thoughts on “ტურაშვილი დოდოს მოლოდინში

    SpeeCHLeSS said:
    January 24, 2013 at 19:38

    გულწრფელად ვიტყვი,ძალიან გული დამწყდა,რომ რაღაც მიზეზების გამო ვერ შევძელი წამოსვლა🙂 იმედია მეც მიმიწვდება მომავალში ამ წიგნთან ხელი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ🙂

      Mystic D responded:
      January 24, 2013 at 19:48

      ხო, ნამდვილად გულდასაწყვეტია.
      ყველანაირად ვეცდები რომ როგორმე მიგაწვდევინო ხელი მაგ წიგნზე🙂

        SpeeCHLeSS said:
        January 24, 2013 at 19:49

        დარწმუნებული ვარ,რომ შეეცდები🙂

    just freee said:
    January 24, 2013 at 21:59

    Dzalian mindoda mec wamovsuliyavi,magram droze gvian shevityve da guli damwydaa….darwmunebuli var saintereso iqneboda ….

    Gio said:
    January 24, 2013 at 23:02

    ძალიან მაგარი ადამიანი და მწერალია დათო!🙂

    takojabauri123 said:
    January 25, 2013 at 00:23

    როგორ მიყვარს ტურაშვილი :))

    გიგა გუბელაძე said:
    January 25, 2013 at 00:34

    kai kaci magis gabrazebuli dialogi momecona rustavze😀

      Mystic D responded:
      January 25, 2013 at 00:42

      ხო, უყვარს ემოციური საუბარი :დ

    ვაიბი said:
    January 25, 2013 at 14:40

    აუ აუ რა კარგია… მეც მინდა ძა-ლი-ან…. ძალიან მიყვარს ტურაშვილი, ჯერ მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ ეგეც საკმარისია იმისთვის, რომ დაძმაკაცება მინდოდეს❤ მაგარი მასტია, ტელევიზორი არ მაქვს თორე მეც ვუყურებდი დღის შოუს :დ ტელევიზორი არ მაქვს ისე ჟღერს რო… :დ უბრალოდ გაქრა ტელევიზორი ჩემი ცხოვრებიდან, სამწუხაროდ.

      Mystic D responded:
      January 25, 2013 at 17:21

      მშურს ადამიანების რომელთა ცხოვრებაში ტელევიზორი აღარ არსებობს😐 ჩემს შემთხვევაში ეგეთი რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნია🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s