Windows On The World – ფრედერიკ ბეგბედერი- ციტატები

Posted on Updated on

windows-on-the-world1

“როგორ შეიძლება გავიგოთ რა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში? ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გამოვიგონოთ…”

ფრედერიკ ბეგბედერი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი ქართველ მკითხველის თავისი გახმაურებული “99 ფრანკის” წყალობით დაუახლოვდა. თუმცა ამ წიგნის გარდა მისი შემოქმედება რამდენიმე ნოველას და ესეს ითვლის. ერთ-ერთი ამ ნოველათაგანია Windows on The World ანუ ფანჯრები მსოფლიოზე. წიგნი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე მოგვითხრობს ორი მთავარი გმირის მეშვეობით. წიგნზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და არც მისდამი ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ, რადგან ამ პოსტის მთავარი თემა ეს არ არის. 99 ფრანკის მსგავსად “ფანჯრები მსოფლიოზე” სავსეა უამრავი საინტერესო და დამაფიქრებელი ავტორისეული აზრებითა და გამონათქვამებით.  ამ პოსტში ჩემს ფავორიტებს შემოგთავაზებთ(ციტატების შერჩევისას პროვოკაციულობა მთავარ კომპონენტად არ მიმიჩნევია)

  • მონპარნასის კოშკიდან ხედი მართლაც უზადოა, იმიტომ, რომ მთელ პარიზში ეს ერთადერთი ადგილია, საიდანაც მონპარნასის კოშკი არ ჩანს. (პლაგიატი :) 
  • აი, რა გვასწავლა მსოფლიო სავაჭრო ცენტრმა: ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია.
  • კაპიტალისტური უტოპია ისეთივე სიგიჟე იყო, როგორიც კომუნისტური, ოღონდ ერთი განსხვავებით: მასში ძალადობა უფრო დამალული იყო. სწორედ მომგებიანი იმიჯის გამო გაიმარჯვა დასავლეთმა ცივ ომში. რუსეთსა და ამერიკაში ხალხი ერთნაირად შიმშილობდა, უბრალოდ, ამერიკაში ადამიანებს უფლება ჰქონდათ შიმშილობა აერჩიათ.
  • რომელი ზმნა გამოხატავს თვითმფრინავის შენობაში შევარდნას? თვითმფრინავი დაჯდაო ვერ იტყვი, იმიტომ რომ დასაჯდომად მას მიწა სჭირდება. ინგლისურადაც to land თავისთავად ბორბლებქვეშ მიწას გულისხმობს. მე გთავაზობთ სიტყვას “დაშენობდა”.
  • საფრანგეთში რევოლუცია ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა ყმებს რომ ტელევიზორები ჰქონოდათ, რომლის საშუალებითაც მეფეებისა და დედოფლების ცხოვრებას ნახავდნენ.
  • ბაბილონის გოდოლი გლობალიზაციის პირველი მცდელობა იყო. და თუ ჩვენ იმ მილიონობით ამერიკელის ლოგიკას გავიზიარებთ, რომლებსაც “დაბადების წიგნი” ყველაფრის საწყისად მიაჩნიათ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღმერთი გლობალიზაციის წინააღმდეგია.
  • ჰემინგუეის უნდა ვუმადლოდეთ, რომ მწერლობა კარგი საბაბი გახდა მარტო დალევისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მეგობარ გოგონასთან ხარ ნაჩხუბარი.
  • როცა შენობები ქრებიან, მათ შესახებ დაწერილი წიგნები რჩებიან. აი, რატომ დაწერა სიკვდილის წინ ჰემინგუეიმ პარიზზე. მან იცოდა: შენობებზე უფრო გამძლე წიგნებია.
  • ტერორიზმი არავის ატერორებს, იგი მხოლოდ თავისუფლების სურვილს ამძაფრებს.
  • 11 სექტემბერს ორი დიამეტრალურად განსხვავებული შედეგი მოჰყვა: თანაგრძნობა ქვეყნის შიგნით და ულმობლობა მის ფარგლებს გარეთ.
  • სამი რამ ცვლის ჰორიზონტს: ღრუბლები, ტერაქტები და სავაჭრო მარკები.
  • აშშ-ის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის თან მსოფლიოს პატრონია და თან ვეღარც პატრონობს მას.
  • მას შემდეგ, რაც ხელოვნებას ნარცისიზმის სენი შეეყარა, ყველას ერთმანეთის შურს.
  • სათამაშოები ამერიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ყოველდღე Disney- ს  ან  Toys’ R Us-ის მაღაზია იხსნება. ეს ის ადგილებია, სადაც მშობლები სულ უფრო და უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, რათა დანაშაული გამოისყიდონ; სადაც ბავშვები საჩუქრებში ეფლობიან, რათა რეალობას გაექცნენ და სადაც შვილები და მშობლები ერთმანეთს გაურბიან.
  • სინამდვილეში, საპროტესტო აქციების ახალგაზრდა მონაწილეები, რომლებიც მსოფლიო ლიდერთა სამიტების ჩატარებას უშლიან ხელს, გლობალიზაციის წინააღმდეგნი კი არ არიან, არამედ კაპიტალისტური სისტემის სწრაფი გავრცელებისა, რადგან იგი ყველაფერს რაც გზაზე ხვდება, ანადგურებს და მიწასთან ასწორებს: ხალხსაც და ქვეყანასაც.
  • ამ ერთიან სივრცეში, რომელსაც ჩვენი პლანეტა ჰქვია, ჩვენი მოვალეობაა ჩავერიოთ იმაშიც კი, რაც ერთი შეხედვით ჩვენ არ გვეხება. ეს არ არის უტოპია, ეს რეალობაა. იმისთვის, რომ მომავლის გამოწვევებს ვუპასუხით, მსოფლიოს მოქალაქენი უნდა გავხდეთ.
  • ევროპის კავშირი კოსოვოში დასამარდა, როცა ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად ამერიკის ჩარევა გახდა საჭირო.
  • ჩვენი დროის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკა გლობალურია, პოლიტიკა კი- არა.
  • თაობას ქმნის ასაკობრივი კლასი, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზეც იმოქმედა ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარმა ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა მოვლენამ.
  • ნუთუ კომფორტის, სამომხმარებლო საზოგადოებისა და ფულის,როგორც ერთადერთი ხსნის რელიგია სამუდამოდ დასამარდა 2001 წელს ნიუ-იორკში?
  • დემოკრატიაში ცხოვრების ერთადერთი უპირატესობა მისი კრიტიკის საშუალებაა. მხოლოდ ამით განსხვავდება იგი დიქტატურისაგან.
  • დემოკრატიამ მაშინაც კი, თუ მას უტევენ, ემუქრებიან და აბუჩად იგდებენ, უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილია. ამისათის კი მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს: ყველას მისცეს მისი გაკრიტიკების უფლება.
  • უვარგისი მწერლებისთვის ბოროტება უფრო ძლიერი წყაროა შთაგონების, ენერგიის, დიაპაზონისა და მრავალფეროვნებისთვის, ვიდრე- სიკეთე.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s