21-ში ყველანი ჩემთან-ჯოჯოხეთში!

Posted on Updated on

“მინდა სამოთხეში კი არა, ჯოჯოხეთში მოვხვდე, იქ პაპებისა და ჰერცოგების საზოგადოებით დავტკბები, მაშინ ,როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღატაკები, ბერები და მოციქულები იქნებიან.” – ნიკოლო მაკიაველი

მოკლედ, პირდაპირ გეტყვით –  დაივიწყეთ ყველა სურვილი, ოცნება და გეგმა  რომელიც 2013 წლისთვის გქონიათ, რადგან ყველანაირი უბედურება რაც კი 21 დეკემბრის შესახებ ოდესმე გსმენიათ და გაგიგიათ სიმართლეა! თავის სანუგეშებლად ის ფაქტიღა დაგრჩენიათ, რომ ამ დღეს თქვენთან ერთად მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დაიღუპება(ნუ უდიდესი ნაწილი მაინც). ასე რომ თქვენ მარტო არ ხართ!

პრინციპში, რა გიკვირთ, მგონი უკვე საკმაო დრო გავიდა რაც ამ ქვეყანაზე ადამიანი არსებობს. დინოზავრები გადაშენდნენ და ჩვენ რა, წითელი კვერცხები ვართ?! ხოდა ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დედამიწის ერთი გადატრიალება და უალა.. აღარ ვარსებობთ.  ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ(!)

ასეა თუ ისე, ეს გარდაუვალია. არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ჯობია დარჩენილი დრო (რომელიც ძალიან მცირეა) იმის გაკეთებაში გამოიყენოთ, რასაც აქამდე ვერ (ან არ) ბედავდით. ან დაჯექით, კომპიუტერში გადმოიწერეთ 21 დეკემბრის მოვლენების თემატიკის ფილმები(თუ ვერ აარჩევთ მე მითხარით და დაგეხმარებით) და თავის გადარჩენის გზები დაამუღამეთ.

წარმატებებს გისურვებთ! შევხვდებით ჩემთან- ჯოჯოხეთში.

10 thoughts on “21-ში ყველანი ჩემთან-ჯოჯოხეთში!

    SpeeCHLeSS said:
    December 20, 2012 at 00:43

    😀

    SpeeCHLeSS said:
    December 20, 2012 at 00:46

    ჯერ ერთი პირდაპირ 21–ში არ მოხვდები ჯოჯოხეთში მართლაც რომ მოხდეს რამე და ნუ აშინებ ხალხს! ეს უფლის გადასაწყვეტია და ასეთ შემთხვევაში გთხოვ ნუ გათვლი წინასწარ ნურაფერს 🙂

      Mystic D responded:
      December 20, 2012 at 00:53

      ნუ შენ თუ მთხოვ მაშინ კაი მასე ვიზამ :დ
      მარა ეს ყველაფერი მართლა მოხდება და საჭიროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ!

        SpeeCHLeSS said:
        December 20, 2012 at 20:28

        კიდევ ერთხელ გეტყვი რაც არ იცი ნუ ამბობ 🙂

    Mari Kikvadze said:
    December 20, 2012 at 01:23

    gakliatqva 😀

      Mystic D responded:
      December 20, 2012 at 13:02

      ერთი დღეც და ნახავ თუ მაკლია!

    filosopi said:
    December 20, 2012 at 20:27

    რასაც არაფერი ეშველება წინასწარ ნუ ინერვიულებთ 🙂 “თავის გადარჩენის გზები დაამუღამეთ.”-მომეწონა 😀

      Mystic D responded:
      December 20, 2012 at 21:19

      სანერვიულო რა არის, ჯობია სიმართლეს შევეგუოთ, მითუმეტეს რომ რამდენიმე საათიღა დარჩა აღსასრულამდე 🙂

        filosopi said:
        December 22, 2012 at 17:48

        გადავრჩიიიით : )

        Mystic D responded:
        December 22, 2012 at 19:56

        ამ ეტაპზე კი გადავრჩით, მაგრამ ყველაფერი წინაა :))

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s