ცოტა შეცვლილი ფორმატით და საინტერესო დეტალებით- “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” ბრუნდება!

Posted on Updated on

როგორც იცით, “ნანუკას შოუ” მას შემდეგ დაიხურა, რაც ტელეკომპანია “იმედი” კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. ამ ფაქტმა საკმაო რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც აისახა ფეისბუქის კედლის სტატუსებზე,  ჟურნალებსა და გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ა.შ.  ბოლოდროინდელი მოვლენების  ზედმეტად გავრცობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას შოუ”  ცოტა შეცვლილი ფორმატით იანვრიდან ისევ გავა ეთერში. ამის შესახებ ტელეწამყვანმა თავის კედელზე დაწერა: “იანვარში ბრუნდება ნანუკას შოუ! ცოტა შეცვლილი ფორმატით მაგრამ დამიჯერეთ საინტერესო დეტალებით! დიდი მადლობა ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა ამდენი ხანი! ყველას გულწრფელი მადლობა ! საკმაოდ მძიმე დღეების გადატანაში ძალიან დამეხმარა თქვენი თანადგომა!”

ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება თუ რომელ არხზე შედგება შოუს დაბრუნება. თუმცა რაღაც დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. თავიდანვე გამოვრიცხავ იმედს, მაესტროს, მე-9 არხს, კავკასიას(:დ) და საზოგადოებრივ მაუწყებელს.  ჩემი მოკრძალებული აზრით ორი სავარაუდო ვარიანტი არსებობს. პირველი ვარიანტი რუსთავი 2-ია, სადაც, გადასვლის შემთხვევაში, ჟორჟოლიანს მაია ასათიანთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ მოუწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. არამგონია ნანუკას აწყობდეს რუსთავი 2-ზე გადასვლა თუ გავითვალისწიენებთ იმ ფაქტს, რომ არხზე კვირის ყველა დღის პრაიმ-თაიმი უკვე დაკავებულია. და პირიქით, არამგონია რუსთავი-2-ს აწყობდეს ნანუკას შესახლება. პირველ რიგში საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო ჟორჟოლიანისა და მისი მეუღლის მიმართ. მეორე და ყველაზე მთავარი, ნანუკას შოუს შენახვა იმედისთვის ძალიან მძიმე ტვირთს წარმოადგენდა იგივე ელის რუსთავი 2-საც ნანუკას იქ გადაბარგების შემთხვევაში.

მეორე სავარაუდო(მაგრამ უფრო რეალური) ვარიანტი არის ახალი ტელევიზია, ყოფილი “საქართველო”. “საქართველოს” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები “სამოქალაქო განათლების ფონდს” გადაეცა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლი და ჟურნალ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია. ტელევიზიის დამფინანსებელი კი “თავისუფალი უნივერსიტეტის” მფლობელი კახა ბენდუქიძე გახლავთ. არხის სავარაუდო ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება. ამ ვარიანტის საფუძვლიანობას, გარდა ზემოთ ნახსენები ცნობილი და ნანუკასთვის ახლობელი სახელებისა, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ  ახალი ტელევიზია, ოფიციალური განცხადებით,  ეთერში იანვრის შუა რიცხვებიდან გავა.  ანუ ნანუკას შოუს დაბრუნების და ახალი ტელევიზიის ეთერში გასვლის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა.

დანარჩენი თავად განსაჯეთ.

სულ ეს იყო რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა😉

9 thoughts on “ცოტა შეცვლილი ფორმატით და საინტერესო დეტალებით- “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” ბრუნდება!

    amelie said:
    November 8, 2012 at 15:20

    vameee miyvars me es gogo da ra vqnaaaa?

      Mystic D responded:
      November 8, 2012 at 15:33

      რა ქნა და უყურე იანვრიდან : )

        amelie said:
        November 8, 2012 at 15:36

        ერთადერთი ნორმალურად საყურებელი გადაცემა იყო აბა რას ვიზამ……

    ▲ Natsy said:
    November 8, 2012 at 16:54

    მიხარია.

    kisoki said:
    November 8, 2012 at 18:21

    არ მომწონს ეგ ქალი😐
    ძვლივს მშორდა და ახლა კიდევ ბრუნდება :((

      mariamigabriadze said:
      November 8, 2012 at 21:15

      getaxmebit,bevri rameee akliiiia😀

        kisoki said:
        November 9, 2012 at 15:26

        ნიჭი მაგას არააქ ჟურნალისტობის, გარეგნობა მაგას არააქ, ხმა მაგას არააქ (ყროყინებს), საინტეესო სტუმრები მაგას არ ყავდა. რა მოსწონთ მაის ვერ ვხვდები

    SpeeCHLeSS said:
    November 8, 2012 at 20:49

    ყოველ შემთხვევაში მე მომწონდა შოუ და მივესალმები მის დაბრუნებას ნებისმიერ არხზე🙂

    gogota said:
    December 5, 2012 at 16:04

    reportiori upro kargia vidre telewamyvani🙂 magram vgijdebi metqi egre ar var magram vuyurebdi ? magram sxva ra gzaa roca magaze uketesi ar aris?:D

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s