დისკრიმინაციის “პალიტრისეული” ვარიანტი

Posted on Updated on

              გამომცემლობა პალიტრა L ლიტერატურული პროექტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შეიძლება ითქვას ერთგვარი რევოლუციაც კი მოახდინა ქართული წიგნის სამყაროში. სწორედ ამ გამომცემლობის წამოწყებაა ჟურნალ-გაზეთებთან ერთად წიგნების დაბალ ფასში გავრცელება.  “პალიტრა ლ”-ს ეკუთვნის ისეთი ლიტ. პროექტები როგორიცაა: “ქართული პროზის საგანძური”,  “50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, “ჩემი რჩეული” და სხვა.

პალიტრა L  ასევე გამოსცემს ინდივიდუალურ წიგნებსაც(ჟურნალ-გაზეთების გარეშე) ძირითადად უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართულ თარგმანებს: რომანები, ზღაპრები და სხვა.   ასეთი ტიპის წიგნებს ეკუთვნის გამომცემლობის ორი ახალი პროდუქტი, რომლებიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი: “ამბები ბიჭებისთვის” და “ამბები გოგონებისთვის”.

ჟურნალ “რეიტინგში” დაბეჭდილი რეკლამა

ვნახოთ წიგნების გამომცემლობისეული აღწერა:

ამბები ბიჭებისთვის– წარმოგიდგენთ სახელოვანი მწერლების-რობერტ ლუის სტივენსონის, სერ ართურ კონან დოილის, ჰენრი რაიდერჰაგარდისა და სხვათა გახმაურებული ნაწარმოებების კრებულს. წიგნში ყმაწვილები გაეცნობიან საინტერესო, საშიშ, თავბრუდამხვევ თავგადასავლებს. ეს არის სამყარო, სადაც მოღალატეები ისჯებიან, განძი პატრონს პოულობს, ბოროტებას სიკეთეა მარცხებს.

ამბები გოგონებისთვის– “ამბები გოგონებისთვის” კლასიკური საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო მოთხრობების კრებულია. აქ გაიცნობ მსოფლიოში ცნობილი მწერლების-შარლოტა ბრონტეს, ჯორჯ ელიოტის, ლუის კეროლის, კენეტ გრეჰემისა და სხვათა ნაწარმოებებს; შეხვდები მრავალი თაობის საყვარელ ლიტერატურულ გმირებს.

ამ აღწერის ნახვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა: რატომ უნდა იყოს სქესის მიხედვით დაყოფილი ის წიგნები, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი?   სასარგებლოა კი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისათვის ამ ტიპის დისკრიმინაცია? იმ საზოგადოებისათვის, რომლისთვისაც მუდმივ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობა და გენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია:   მშობელი მის მე-3 კლასელ ვაჟიშვილს(იგივე შეიძლება მოხდეს გოგონას შემთხვევაშიც ოღონდ პირიქით) ყიდულობს წიგნს სახელად “ამბები ბიჭებისთვის”. ბავშვი აცნობიერებს, რომ ეს წიგნი მხოლოდ ბიჭებისთვისაა და გოგოებს მასთან არაფერი ესაქმებათ. მშობლების დაუფიქრებელი და გამომცემლობის სრულიად გამიზნული საქციელით ბავშვის ქვეცნობიერში ყალიბდება ზემოთნახსენები სტერეოტიპი- მამაკაცისგან მამაკაცურობის მოლოდინი, ქალისგან – ქალურობის.   მსგავსი სტერეოტიპის მაგალითია ქალი “კუხნაში”, რადგან “კუხნა” ქალის საქმეა და მას სწორედ იქ ყოფნა ევალება.

სწორედ ამ ტიპის ბავშვური სიტუაციებით იწყება ის ყველაფერი, რასაც მომავალში გენდერთან დაკავშირებული საკითხების პრობლემატურობასთან მივყავართ.

გარდა ამისა, შეიძლება კიდევ ერთ უკიდურესობამდე მივიდეთ: თუ მშობლები გააგრძელებენ მამრობითი სქესის ბავშვისთვის მსგავსი წიგნების მიწოდებას, სავსებით შესაძლებელია ამ ბავშვმა საკმაოდ გვიან შეიტყოს  „გოგონების მწერლების“ არსებობა, ისევე როგორც გოგონებმა „ბიჭების მწერლებისა”.

საბედნიეროდ, დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს პროდუქტის ღირებულებაში- ორივე წიგნის ფასი 18.99 ლარია.

5 thoughts on “დისკრიმინაციის “პალიტრისეული” ვარიანტი

    SpeeCHLeSS said:
    September 18, 2012 at 18:17

    სხვათა შორის არ ვიცოდი ამის შესახებ და ძალიანაც გამიკვირდა🙂 აბსოლიტურად გეთანხმები,რომ ამის ასე დაყოფა არ შეიძლება😐

    მოლი ბლუმი said:
    October 28, 2012 at 01:44

    ბოლო ფრაზაზე გემრიელად გამეცინა :))

    tami said:
    November 8, 2012 at 13:43

    ვაპირებდი ყიდვას მაგამ რომ დავფიქრდი გადავიფიქრე. რა სულელური წამოწყებაა მართლაც

      Mystic D responded:
      November 8, 2012 at 14:50

      კარგი გადაწყვეტილება მიგიღია.

    Keti Zurashvili said:
    October 9, 2016 at 17:21

    რა კარგია, რომ ამ პრობლემაზე დაწერე ბლოგი ^_^ “ამბები ბიჭებისთვის” მქონდა ნანახი და ძალიან გამიკვირდა, რატომ გამოსცემენ ასეთ დისკრიმინაციულ წიგნებს 😦😦

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s