2001 წლის 11 სექტემბერი

Posted on Updated on

ვინმე თუ შემეკითხება, რამ მოახდინა ჩემზე გამორჩეული შთაბეჭდილება ბავშვობაში, რამდენიმე ფაქტს და მოვლენას გავიხსენებ. მათ შორის აუცილებლად იქნება დღე, რომელიც ამ დრომდე რჩება თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ თარიღად. ეს არის 9/11 ანუ  2001 წლის 11 სექტემბერი.  ეს თარიღი ალბათ არც თუ ისე ბევრ რამეს გახსენებთ, უფრო სწორად კი შეიძლება მხოლოდ ის ერთადერთი ამბავი გაგახსენდეთ, რომელმაც მსოფლიო შეძრა. მათ შორის მეც, ამ მსოფლიოს ერთი პატარა ნაწილაკი. 

ის კადრები ძალიან ღრმად დარჩა ჩემს მეხსიერებაში და ალბათ არც არასოდეს წაიშლება იქედან.  მაშინ მხოლოდ 5 წლის ვიყავი, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ზუსტად იმდროინდელი კადრები მახსოვს და არა წლების შემდეგ დალექილი მასალა.

სასოწარკვეთილი ადამიანების ყურება, რომლებიც გაუაზრლებლად(ან იქნებ სრულიად გააზრებულადაც)  ხტებოდნენ უზარმაზარი შენობის ფანჯრებიდან გულში რაღაც გრძნობას მიღვიძებდა. ზუსტად არ ვიცი რა გრძნობა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს 5 წლის ბავშვისთვის:  სევდა? სიბრალული? ინტერესი? – ჩემი აზრით უფრო ინტერესი, რადგან მაშინ ალბათ ვერ ვიაზრებდი რას ხედავდა ჩემი თვალები. თუმცა კი წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ქვეცნობიერში.

როდესაც წამოვიზარდე და იგივე კადრები ვნახე, ჩემს გრძნობას სახელი დაერქვა. ეს იყო სევდა, სიბრალული და ინტერესი ერთდროულად. ინტერესი იმისა, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი და რა ახსნა შეიძლება ჰქონოდა ამას. დღეს ვიცი, რომ ამას ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს და ისიც ვიცი, რომ შესაძლებელია ცხოვრების ბოლომდე ვერ გავიგო სიმართლე, ვერ გავიგო ის თუ რა მოხდა სინამდვილეში.

რას ვიზამდი მე რომ ერთ-ერთ შენობაში ვყოფილიყავი? – არ ვიცი. წარმოდგენაც კი მიჭირს იმ ყველაფრის რასაც იქ მყოფები განიცდიდნენ. ალბათ ყველას სასოწარკვეთა დაეუფლა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინათ. ზოგი ბედს შეეგუა და სიკვდილს უმოქმედოდ ელოდა, ზოგმა კი სიკვდილთან შებრძოლება სცადა და ფანჯრიდან გადახტომითა და სხვა მსგავსი საქციელით გადაწყვიტა თავის შველა.

როდესაც ვფიქრობ რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ამ ტერაქტის შედეგად, რამდენი მსგავსი შემთხვევა მომხდარა მსოფლიოში და შესაძლოა მომავალშიც მოხდეს, თავს დაუცველად ვგრძნობ და გული მწყდება იმაზე, რომ დედამიწაზე არსებობენ ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს სჩადიან და ადამიანები რომლებიც ამ ყველაფრის რეალურ სახეს სულ სხვაგვარად ფუთავენ და საზოგადოებას ისე აწვდიან.  ეს საზოგადოება კი სრულ სიმართლეს სავარაუდოდ ვერასდროს გაიგებს…

რაც შეეხება გრაუნდ ზეროს,  ახლა იქ რამდენიმე ახალი კოშკი დგას, რომლებმაც ძველები „ჩაანაცვლეს“ და ახალ მსოფლიო სავაჭრო სივრცეს ქმნიან. იქვეა ხსოვნის მემორიალი რომელზეც დაღუპულთა სახელებია უკვდავყოფილი. 

რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ თითოეულმა ასეთმა შემთხვევამ ყველას, თითოეულ ადამიანს დედამიწაზე უნდა გააგებინოს მშვიდობის ფასი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავაფასოთ როგორც საკუთარი ისე სხვისი სიცოცხლე და იქნებ ამით მაინც ავიცილოთ თავიდან ამდენი უბედურება…

პ.ს  პოსტში სპეციალურად არ გამოვიყენე ტერაქტის ამსახველი ფოტოები, რადგან მინდა ის შენობები ისეთი მახსოვდეს როგორიც მაგალითად „მარტო სახლშის“ მეორე ნაწილში იყო, კევინ მაკკალისტერი რომ გადაჰყურებდა მთელ ნიუ-იორკს : )  ხო, ამერიკული ფილმები იმ მოვლენებს შორისაა რომლებმაც ბავშვობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს : )

5 thoughts on “2001 წლის 11 სექტემბერი

    გეგა დადიანი said:
    September 11, 2012 at 01:38

    არაფერი ისე არ ხდება, რომ ვიღაცას არ აწყობდეს. თითოეულმა ჩვენგანმა როგორც არ უნდა დააფასოს მშვიდობა და ტაკლი-კუკლი და ლამაზი თვალები და მშიერი ბავშვები. თუ “იმას”, ვინც “იქ” ზის, ეგ აწყობს, აუცილებლად მოხდება :)) და ხალხი დაიხოცება, და კიდე მემორიალებს დადგამენ..🙂 თვალცრემლიანები რეჩებს წაიკითხავენ…🙂

      Mystic D responded:
      September 11, 2012 at 02:19

      ხოდა სწორედ მაგაზე მწყდება გული ვიღაცის სურვილზე რომ არის დამოკიდებული უდანაშაულო ხალხის დახოცვა.
      მშვიდობის დაფასება და ა.შ რა თქმა უნდა გამოსავალი არ არის, მაგრამ მდგომარეობის შემამსუბუქებელი საშუალება შეიძლება იყოს.

    SpeeCHLeSS said:
    September 11, 2012 at 20:30

    რა შეუმსუბუქებს იმ დაღუპული ხალხის ნათესავებს ტკივილს?? ვერც ვერანაირი კონპენსაცია და მემორიალები… ჩემთვის ეს შემამსუბუქებელ საშუალებას არ წარმოადგენს …

      Mystic D responded:
      September 11, 2012 at 20:38

      ხო, მეც მასე ვფიქრობ.

    Mj fan said:
    September 11, 2012 at 21:51

    mec maxsovs es teraqti. zustad ar maxosvs ramdeni wlis viqnebodi, magram patara viyavi.
    dzalian shemecoda is adamianebi vinc iq iyvnen😦

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s