ზაფხული და ბანაკები

Posted on Updated on

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის საკმაოდ აქტიური და სასიამოვნოდ დატვირთული გამოდგა. წელს პირველად ვიყავი ბანაკში და საბოლოო ჯამში ზედიზედ ორ ბანაკში აღმოვჩნდი. პირველი, სამოქალაქო განათლების ბანაკი 2012 იყო, რომელიც ბაზალეთში მდებარე თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობდა. მეორე კი ანაკლიის ბანაკი “პატრიოტი” გახლავთ.

პირველი, უფრო საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და გაამართლა კიდეც როგორც სახელწოდება ასევე ის მოლოდინები რომლებიც მე მქონდა იქ წასვლამდე. იქედან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი სახლში და კარგა ხანი იქაური შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი მოქცეული🙂

რაც შეეხება “პატრიოტს” აქ საქმე უფრო რთულადაა… ბანაკის დევიზია: “პატრიოტი-ჩემი აქტიური დასვენება”. მინდა გითხრათ, რომ დასვენების გარდა იქ ყველაფერი გავაკეთე. ხშირად ირგვლივ ისეთი მოწყენილობა ჩამოვარდებოდა, რომ სულაც ვერ ვიფიქრებდი თუ ბანაკში ვიყავი.  მთელი 7 დღის განმავლობაში ზღვაში მხოლოდ ერთხელ ჩავედით და ერთხელაც აუზში(რომელთან მდებარე აკვაპარკი რატომღაც არასოდეს მუშაობდა). კი, მართალია ხშირად წვიმდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ასევე ხშირად უმჯობესდებოდა ამინდი და იყო შემთხვევები, როცა ზღვა არც ისე ბობოქრობდა, ბანაობაც შეიძლებოდა და სანაპიროზე გარუჯვაც, ადმინისტრაციას რომ ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე. ჩემი უკმაყოფილების მიზეზიც სწორედ ეს არის- ნაკლები მონდომება როგორც ადმინისტრაციის ისე ლიდერების მხრიდან არა მხოლოდ ზღვის საკითხში, არამედ იმაშიც, რომ ბავშვებს დრო უფრო საინტერესოდ გაგვეტარებინა, ერთმანეთს დავახლოებოდით და უმეტესობას არ ეძახა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სახლში.

ანაკლია

საბოლოო ჯამში ორივე ბანაკიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გავიგე როგორი მრავალფეროვანი ადამიანები არსებობენ(ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ამხელა მასშტაბებს თუ აღწევდა არ მეგონა).  ბანაკში ათასი ხასიათის ადამიანს შეხვდები, რომელთაც ინდივიდუალურად უნდა მიუდგე თუ მათთან ურთიერთობა გინდა. ეს კი ხშირად ძალიან რთული და დამღლელი პროცესია..

ძალიან ბევრჯერ გამიგია როგორ ამბობენ ხოლმე ბანაკის ბოლო დღეს თუ რამდენი მეგობარი შეიძინეს განვლილი დღეების განმავლობაში და როგორ წყდებათ მათზე გული.  ჩემთვის პირადად, წარმოუდგენელია 6 დღეში ადამიანმა მეგობარი შეიძინოს, ხაზს ვუსვამ,  მეგობარი და არა ვთქვათ კარგი ნაცნობი. როდესაც  ბანაკის ბოლო დღეს  გუნდურ შეკრებაზე ეს ჩემი აზრი გამოვთვი, ბევრმა ლამის იქვე ჩამქოლა რასაა რომ ლაპარაკობო :V

ყველას გირჩევთ, რომ ერთხელ მაინც გამოსცადოთ და მოხვდეთ ამ ტიპის ბანაკში. ეს იქნება ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ადამიანებთან ურთიერთობისა და საკუთარ თავში ახალი თვისებებისა და პრობლემების აღმოჩენისა. : ) : )

ბაზალეთი

 

12 thoughts on “ზაფხული და ბანაკები

    რკო said:
    August 19, 2012 at 11:47

    იცი, ანაკლიიდან, რომ მოვდიოდით ავტობუსში გავიცანი ადამიანი და მასთან თავს იმაზეუკეთ ვგრძნობ ვიდრე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან, რომელთაც 4 წელია ვიცნობ ^_^
    ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს… ერთ დღეში დავმეგობრდით თანაც ძალიან კარგად…

    რაც შეეხება ადმინისტრაციას და ლიდერებს ისინი მაქსიმალურად აკეთებდნენ ველაფერს მონაწილეების გართობისთვის და რაც მთავარია უსაფრთხოდ ყოფნისთვის…

      Mystic D responded:
      August 19, 2012 at 12:22

      ძალიან მიხარია თუ მართლა ასე გაგიმართლა და საუკეთესო მეგობარი შეიძინე : )
      პოსტში ჩემი ინდივიდუალური აზრი წერია როგორც მეგობრის შეძენაზე, ასევე ადმინისტრაციასა და ლიდერებზე. გასაკვირი არაა რომ შენ სხვა შეხედულება გაქვს და მე სხვა ; ) ბოლო ნაკადში იყავი შეენც?

        რკო said:
        August 19, 2012 at 22:03

        ara wels 11 ivliss vikavi meramdene iko ar vici😀

        lasha gorgoshadze said:
        August 26, 2012 at 14:13

        ლევან ჩალაური ჩემი უმაგრესი ლიდერია და ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ

    Keti Meipariani said:
    August 19, 2012 at 20:42

    shako shen bazaletze meore nakadshi iyavi xo?😀 mec iq viyavi😀 da kidev iq iyo 80 bavshvi, sheudzlebelia yvela gaicno da damegobrde yvelastan, magram piradad me imdeni kargi adamianis garemocvashi agmovchndi rom 6 dgeshi kargi megobrebi tu ara, am 6 dgit karg megobrobas chaeyara safidzveli :*

      Mystic D responded:
      August 19, 2012 at 20:59

      არა, მე მესამეში ვიყავი😉 თუმცა ნაკადს რა მნიშვნელობა აქვს სიტუაცია სამივეზე ერთნაირად კარგი იყო მგონი🙂 მეგობრობის საფუძველი ჩემს შემთხვევაშიც ჩაიყარა, მაგრამ მე ისეთ ადამიანებზე ვსაუბრობ რომლებსაც 6 დღის გაცნობილი ადამიანი უკვე კარგ მეგობრად მიაჩნიათ, როცა შეიძლება აღმოჩნდეს რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.

    Keti Meipariani said:
    August 19, 2012 at 21:43

    ki migixvdii :)) ara, mec mesameshi viyavi😀 maxsovxar taaan D

      Mystic D responded:
      August 20, 2012 at 00:22

      კარგია, რომ ამ საკითხზე ერთ აზრზე ვართ😉 ისიც კარგია რომ გახსოვარ :)))

    giorgi said:
    August 20, 2012 at 15:50

    ყველას მოგესალმებით.
    მიხარია, რომ არსებობს მსგავსი ბლოგები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია თავისუფლად გავავრცელოთ ინფორმაცია და დავაფიქსიროთ ჩვენი ნააზრევი. ასევე, მისასალმებელია ის, რომ აქტიურობთ და განიხილავთ ამა თუ იმ საჭირბოროტო თემას.

    რაც შეეხება ბანაკებს. ზოგადად, საუკეთესო ადგილია ახალი მეგობრებისა თუ ნაცნობების შესაძენად. ზოგს არ შეუძლია 6 დღეში დამეგობრება, ზოგს – შეუძლია, ზოგს 10 დღე სჭირდება, ზოგს – 10 წელი და ა.შ. ასე რომ, ეს ყველასათვის ინდივიდუალურია და ამაზე კამათს ვერავის დაუწყებ.

    პატრიოტული ბანაკის იდეა ზუსტად იმ ნაცნობ-მეგობრობაზე და ახალგაზრდების სწრაფად დამეგობრებასა და დაახლოებაზეა დაფუძნებული, რომელსაც ანაკლიაში ჩასული არაერთი მოზარდი ხედავს. ვისაც ნაცნობ-მეგობრების შეძენა არ სურს, ან არ ძალუცს (სხვადასხვა მიზეზების გამო), ის, ზოგადად, ვერ ხედავს ბანაკის იდეას, იქ ჩასვლის აზრს და შესაბამისად, უჩნდება პროტესტის გრძნობა, თუმცა ხშირად არასწორი მიმართულებით (ხაზგასმა იმაზე, რომ ბანაკი მოსაწყენია, არ ვარგა ლიდერები, ბანაკის ადმინისტრაცია და ა.შ. სწორედაც რომ პროტესტის არასწორი მიმართულებაა). მსგავსი სიტუაცია ექმნება არაერთ ახალგაზრდას, განსაკუთრებით, იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომელშიც ანაკლიის ბანაკის მონაწილეები იმყოფებიან (15-20 წელი).

    წლევანდელი ანაკლიის ბანაკის ძირითად პროგრამულ მიმართულებას არაფორმალური განათლება წარმოადგენს. მონაწილეებს ყოველ ნაკადზე ეკითხებათ ტრენინგები და ლექციები არაერთ საინტერესო თემაზე. გარდა ამისა ბანაკის პროგრამა დატვირთულია უამრავი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით (მათ შორის უამრავი თამაშიც კი შეიცავს შემეცნებით ელემენტებს). მონაწილეებს ეძლევათ თავისუფალი დროც იმისათვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და შეძლონ დაახლოვება. აღნიშნული თავისუფალი დრო განისაზღვრება დღეში არაუმეტეს 2-3 საათისა (რაც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად საკმარისია ახალგაზრდების სწრაფად დაახლოებისა და გარემოში ადაპტაციისათვის).

    საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს იმაზე, რომ ბანაკში ახალგაზრდების უმეტესობა არ ჩადის მხოლოდ ზღვაში და აკვა-პარკში საბანაოდ და ეს არ წარმოადგენს მათ პირველად მიზანს. გარდა ამისა, მე რამდენადაც ვიცი, ზღვაზე საბანაოდ განკუნთვნილია ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი დრო და აღნიშნული დროის განმავლობაში სანაპირო ზოლს აკონტროლებენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მათივე მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ზღვაზე გასვლა მაშინ, როდესაც უამინდობა და ღელვაა (მონაწილეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით). ბანაკის არცერთი ლიდერი და ადმინისტრაციის წევრი არ წარმოადგენს სამაშველო სამსახურს, შესაბამისად, აქ ლიდერების და მენეჯმენტ ჯგუფის მონდომება-არმონდომებაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, ზღვაზე გასვლის ნაცვლად საპროგრამო ბადეში (უამინდობის დროს) ჩასმულია ე.წ. indoor აქტივობები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზღვით ვერსარგებლობისაგან გამოწვეული იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ არაერთი მონაწილისათვის არანაირ აქტივობას აღარ აქვს სახალისო ხასიათი და ხშირია უკმაყოფილება ზოგადად, ნებისმიერი (არასწორი) მიმართულებით.

    ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი და საშუალება, მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ახალგაზრდულ ბანაკში და დაისვენონ აქტიურად, რასაც ხელს უწყობს “პატრიოტის” მსგავსი სხვა არაერთი პროექტი.

    სიკეთე გქონოდეთ🙂

      Mystic D responded:
      August 20, 2012 at 16:49

      მადლობა გამოხმაურებისათვის! ; )

    just freee said:
    August 20, 2012 at 16:29

    oohh yvelaperi daswrebaze rogor aris raa!! :DD …. bazaleti namdvilad ar vici momaval wels mishveben maq,magram anaklias rac sheexebaa yvelapershi getanxmebi absoluturad. megobrebis shedzenaze kide bolomde mag azrze var kargi nacnobobit sheidzleba xalxma megobroba gaagrdzelos magraam 6 dgeshi ukve megobris shedzena namdvilad mcdari shexedulebaa!!

      Mystic D responded:
      August 20, 2012 at 16:53

      არ იცოდი ყველაფერი დასწრებაზე რო იყოო? :დ
      კარგია, რომ მეთანხმები და ერთ აზრზე ვართ ; )

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s