ილუმინატი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე

Posted on Updated on

    ილუმინატების ორდენი გახლავთ საიდუმლო ორგანიზაცია,რომელიც 1776 წლის 1-ლ მაისს დაარსდა ადამ ვაიშაუპტის მიერ და 5 წევრისგან შედგებოდა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით ეს ორგანიზაცია მე-18 საუკუნის ბოლოდან უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ადამიანებს სჯერათ, რომ ის კვლავ არსებობს, უფრო დიდი მასშტაბებისაა და საკმაოდ აქტიურადაც მუშაობს. ამის დამამტკიცებელი ბევრი ფაქტი არსებობს.

ორგანიზაციის ძირითად მიზანს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა წარმოადგენს. მიზნის მიღწევას კი ისეთი გზებით ცდილობენ, როგორიცაა მაგალითად ყოველგვარი ორგანიზებული მმართველობისა და სარწმუნოენის ლიკვიდაცია.

ილუმინატებს ბევრი მასონებთან აიგივებს თუმცა ეს არასწორია, რადგან მათ შორის არც თუ ისე უმნიშვნელო იდეოლოგიური განსხვავებებია. ასეა თუ ისე ხალხს მათზე ისეთივე უარყოფითი წარმოდგენა აქვს, როგორც მასონებსა და სხვა მსგავს მოძრაობასა თუ ორგანიზაციებზე.  ილუმინატების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა Annuit cœptis-ამერიკული 1 დოლარიანის უკანა მხარეს გამოსახული ეგვიპტური პირამიდა ჰოროსის თვალით. პირამიდის გამომხატველ სიმბოლიკებს  დაინახავთ პოპულარული მომღერლების ვიდეო კლიპებსა თუ კონცერტებზე, ცნობილი ადამიანების ფოტოებზე, მაღალი რანგის პოლიტიკოსთა შეხვედრებსა და… ლონდონის ოლიმპიადაზე…

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის მოქმედების ერთ-ერთი ცენტრი ახალი ოლიმპიური სტადიონია. შენობის ექსტერიერი დატვირთულია სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციებით, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო განათების(პროჟექტორის) კონსტრუქციებია, რომლებიც მთელ სტადიონს აკრავს ირგვლივ.  პროჟექტორი სამკუთხედი ფორმისაა და მის ზედა ნაწილში(სამკუთხედის ზედა კუთხეში) განათებაა დამონტაჟებული. ანუ  კონსტრუქცია ზუსტად იმეორებს ილუმანტის სიმბოლოს–პირამიდას ჰოროსის თვალით.  თვალსაჩინეობისათვის იხილეთ სურათი.


აღსანიშნავია, რომ სტადიონის თავდაპირველი, 2008 წლის პროექტი მსგავსი დიზაინის პროჟექტორებს არ შეიცავდა.


განხილვის საგანი გახდა ოლიმპიადის  კიდევ ერთი სიმბოლო- Olympic Mascots ანუ ოლიმპიური თილისმა, რომელსაც ბრიტანელი უენლოკი და მანდევილი(პერსონაჟები) წარმოადგენენ. საქმე იმაშია, რომ მათ მხოლოდ ერთი თვალი აქვთ, რაც სავარაუდოდ  დაკავშირებულია ჰოროსის თვალთან.  ოლიმპიადის ისტორიაში არ მოიძებნება თილისმა, რომელსაც მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა.



ამბობენ, რომ ილუმინატები მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას მართავენ. ალბათ გამონაკლისი არც ლონდონის ოლიმპიადაა.   ბიონსე, ჯეი–ზი, რიანა, კენიე უესტი, ბარაკ ობამა, ელიზაბეთ II,  დეივიდ კამერონი, ჯორჯ ბუში ეს იმ ყველასათვის ცნობილი  პიროვნებების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ილუმინატის წარმომადგენლები არიან,  თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს…

პ.ს. თუ არ დაგეზარებათ უყურეთ ამ საათი და 15 წუთიან ვიდეოს, რომელშიც ეს თემა გაშლილად არის გადმოცემული და ყველა წვრილმანია ახსნილი 

2 thoughts on “ილუმინატი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე

    tantaling said:
    August 10, 2012 at 10:53

    შემიყვარდა შენი ბლოგი :დ

      Mystic D responded:
      August 10, 2012 at 19:23

      მერე მაგას რა სჯობს?! :დ

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s