MTVის პროდუქტია-ესეიგი მაგარია?!

Posted on Updated on

ქართული ტელევიზიების ზღვარსგადასული თავხედობის ამბავი თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს. როცა გგონია, რომ ამაზე უარესს ვერაფერს გააკეთებენ და ეს არის მათი თავხედობის პიკი, აუცილებლად მოიმოქმედებნ რაღაც ისეთს რაც კიდევ უფრო გაგიფუჭებთ მათზე წარმოდგენას.

ზაფხულის პერიოდი ზოგადად ტელევიზიებისთვის ნაკლებად აქტიური და ერთფეროვანი პერიოდია, მაგრამ არა ჩამკვდარი. ქართული ტელევიზიების დიდ ნაწილისათვის ნაკლებად აქტიურობა ხშირად დროებით მარილზე გასვლასთან ასოცირდება. ზოგიერთ მათგანს  ყოფნის თავხედობა და თავს გვაჩვენებს თითქოს ზაფხულის განმავლობაშიც კი არ ღალატობს თავის მაყურებელს და უამრავ საინტერესო პროექტს გვთავაზობს.

ჩემი კრიტიკის მთავარი ობიექტი რუსთავი 2 გახლავთ, რომელიც აგერ უკვე მეორე თუ მესამე კვირაა უაღრესი სიამაყითა და სიხარულით გვამცნობს, რომ  MTV-ის ჩვენთვის საჩუქრები აქვს და ეთერში გავა ისეთი უახლესი(ვისთვის როგორ) პროექტები როგორიცაა „გამიმარიაჟე მანქანა“(Pimp My Ride (2004-2007); “ლაგუნა ბიჩი” (Laguna Beach(2004-2006);  “გამოჭერილები”(busted (2008) და  “თავქარიანები” Jackass(2000-2002).  ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ „ძალიან მაგარი“ და „უახლესი“ პროექტების ჩვენებისთვის  რუსთავი 2-ს სრულიად საქართველომ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

რატომ ვარ უკმაყოფილო:

  • ის რომ ყველა ეს პროექტი „ემთივის“ პროდუქტია, არ ნიშნავს იმას, რომ კარგია და დღევანდელი ქართველი მაყურებლის მოთხოვნებს პასუხობს(თუნდაც თინეიჯერებისას).
  • ყველა ზემოთ ნახსენები პროექტი არის 2000-2008 წლების და მათ არანაირად არ შეიძლება ვუწოდოთ უახლესი.
  • Laguna Beach არის სრული უაზრობა, თუმცა საეთერო ბადის შესავსებ ნაგვად გამოდგება.
  • Pimp My Ride შარშან ზაფხულში (და არამარტო) რუსთავი 2-მა დაგვაზეპირებინა და ახლა გამეორება ცოდნის დედაა პრინციპით იგივე სეზონს იმეორებს.

თუ რუსთავი 2-ს მართლა უნდა, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს, მაშინ ეთერში რაიმე ახალი და  კარგი საკუთარი პროექტი გაუშვას. მე პირადად ემთივის ახალ პროექტებზეც არ ვიტყოდი უარს😉

16 thoughts on “MTVის პროდუქტია-ესეიგი მაგარია?!

    Ibi said:
    July 23, 2012 at 15:02

    დღითიდღე მიხარია, რომ ტელევიზორს დღეში ნახევარ საათზე მეტს არ ვუყურებ. ეს ნახევარი საათიც მაქსიმუმ…
    ყველა ქართული ტელევიზია ნაგავია

      Mystic D responded:
      July 23, 2012 at 15:06

      გეთანხმები, რომ ყველა მათგანი ნაგავია, მაგრამ დღეში ნახევარი საათი ჩემთვის წარმოუდგენელია🙂 მე გაცილებით მეტ დროს ვატარებ ტელევიზორის წინ და ამიტომაც მაწუხებს ეს საკითხი.

        Ibi said:
        July 23, 2012 at 15:37

        მე მიხარია, რომ დავანებე თავი
        უკვე ქართველი “სელებრითები” ვინ არიან, ისინიც აღარ ვიცი წესიერად და მიხარია :დ

    Zivzivadze Tekla said:
    July 23, 2012 at 15:35

    Ertad Erti rasaac me vuyureb es ariis “Comedy Show” sxva dros teleevizori chartuli ar maaqvs:D amitoom eg problema ar mawuxebs:D utexiat kiseri:D

    ვაიბი said:
    July 24, 2012 at 00:48

    arada miyvars rustavi2😀

      Mystic D responded:
      July 24, 2012 at 01:04

      ემთივის საჩუქრებიც? :დ

        ვაიბი said:
        July 24, 2012 at 01:07

        არა ახლა ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. არ ვიცი რა ამბავია, მაგრამ რუსთავი 2 ის Comedy Show-ს შემოქმედებით ჯგუფზე ვაფრენ, წლებია გვაცინებენ❤ ძალიან მიყვარან, პოსტის მიძღვნაც მინდოდა მაგრამ დამეზარა რათქმაუნდა😀

    Jaba said:
    July 24, 2012 at 10:49

    აგერ უკვე რამდენი ხანია უტეხად გვაბოლებს რუსთავი 2..🙂

    Gio Giorgi said:
    July 24, 2012 at 11:08

    რაც მე მახსოვს რუსთავი 2 სულ ასე იყო. Mtv-ის ძველ გადაცემებს უშვებდა, მაგრამ ხალხი უყურებდა. ამ პოსტში ნახსენებ გადაცემებსაც დარწმუნებული ვარ ბევრი ნახავს. შეიძლება მათ შორის მეც ვიყო😉

    marishcaa said:
    July 24, 2012 at 20:45

    ესე გრანდიოზულად მაინც ნუღარ უკეთებენ რეკლამას,ძალიან გამაღიზიანებელია მაგრამ,რახან აჩვენებენ ალბათ აქვს რეიტინგი და უყურებს ხალხი

    პარანოიდი said:
    July 26, 2012 at 17:18

    უარესიც შეიძლებოდა, მაგალიტად იმდემა რომ ცეკვავენ ვარსკვლავების საწყისი ეტაპი გაიმეორე 7ჯერ ის :)))
    პრინციპში ამათ როგორ ვერ მოიფიქრეს ჯეოსტარის პრიკოლების გამეორება მიკვირს :DDD

      Mystic D responded:
      July 26, 2012 at 19:33

      ვერ მოიფიქრეს და დაანებე თავი რას ახსენებ😀 იმედია აქ არ შემოვლენ და პრიკოლების გამეორების იდეას არ აიტაცებენ :დ

    amelie said:
    November 8, 2012 at 15:35

    რა ქნან ნორმალური ფანტაზია შრომის უნარი და ფინანსები არ გააჩნიათ და…..

      Mystic D responded:
      November 8, 2012 at 15:37

      ხო, მარა ჩვენ ნუღა გვაბოლებენ მაშინ

        amelie said:
        November 8, 2012 at 15:49

        მასე ფული აღარ ექნებათ მერე და ურჩევნიათ ჩვენ გვაბოლონ ვიდრე ფული არ ქონდეთ

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s