პიერ სარკოზი aka MOSEY ქუთაისში

Posted on Updated on

13 ივლისს ქუთაისში დიდი დღე გათენდა! ამ დღეს საქართველოში და კერძოდ ქუთაისში საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვაჟი, პიერ სარკოზი ჩამოვიდა.  ლეგენდის თანახმად ქუთაისი მან თავისი სურვილით შეარჩია და თქვა, რომ სწორედ ამ ქალაქში უნდა დაეკრა.

8 საათზე დაგეგმილი ივენთი თავის დროზე კი დაიწყო , მაგრამ…

 საღამოს მთავარი გმირი არადა არ ჩანდა. მის მოსვლამდე ხალხს დიჯეის ამპლუა მორგებული რეპერი ძვალი ართობდა და კარგადაც გამოსდიოდა თავისი საქმე. თუმცა არც მე და არც იმ ხალხის უმეტესობა ვინც იქ იდგა ძვალისთვის არ მივსულვართ მონ პლაზირზე და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო  გვეზარებოდა ძვალის დაკრულზე ცეკვა.  საბოლოოდ,  ორგანიზატორების მიერ გაკეთებული რამდენიმე დაპირების შემდეგ, რომ პიერი მალე გამოჩნდებოდა სცენაზე, ღამის 12 საათსა და რაღაც წუთებზე ის მართლაც გამოჩნდა და რამდენიმე წუთში დაიწყო თავისი შემოქმედების ჩვენთვის გაზიარება. ხალხიც განახლებული ენერგიით შეუდგა ცეკვას. ისე გამოვიდა, რომ ქუთაისისთვის 13 კი არა 14 ივლისი ყოფილა დიდი დღე.

კარგი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ძვალისაგან განსხვავებით თანამედროვე ჰიტების ცოტაოდენ გამიქსვაზე მეტი გააკეთა- საკუთარი კომპოზიციები შეასრულა.  მის, როგორც დიჯეის დონეს მე ვერ შევაფასებ, რადგან ამ საქმეში არაკომპეტენტური ვარ, მაგრამ ჩემებური შეფასებით საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალია.  ჩემებური შეფასების კომპონენტებს საიდუმლოდ დავტოვებ🙂

წინა დღით ივენთის ორგანიზატორმა Event Georgia-მ ფეისბუქზე გააკეთა განცხადება, რომლის თანამხადაც ხსენებულ საღამოზე 18 წლამდე ახალგაზრდები არ დაიშვებოდნენ. ამ განცხადებამ ჩემი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა სულ ტყუილად (შეიძლება ითქვას დამტროლეს), რადგან არანაირი ეიჯ კონტროლი იქ არ ყოფილა. რაც შეეხება განცხადებას, შემიძლია ვთქვა, რომ კარგი პიარი იყო მეტი ხალხის მისაზიდად.

ამ საღამოს შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ წლევანდელ ზაფხულს (და არამარტო) ქუთაისში საკმაოდ საინტერესო საღამოები გაიმართება. საინტერესო ყველანაირად და ყველასთვის.  მსოფლიო დონის ვარსკვლავებს(?!) აქ არ ველოდები (თბილისელები გუშინდელის გამოც გულზე გასკდნენ), მაგრამ აშკარაა, რომ ნელ-ნელა წინ მივიწევთ.😉

7 thoughts on “პიერ სარკოზი aka MOSEY ქუთაისში

    ელექტრა said:
    July 15, 2012 at 14:05

    მართლაც მაგარი იყო!!! ძალიან კარგი დრო გავატარე🙂 ასე გააგრძელონ.. მსოფლიო დონის ვარსკვლავების რა მოგახსენო,მაგრამ საინტერესო საღამოები მართლაც იქნება🙂

    rigiti said:
    July 15, 2012 at 14:25
      Mystic D responded:
      July 15, 2012 at 16:51

      რამდენი დაჯდა არ ვიცი, მაგრამ რაც იყო კარგი იყო🙂

    just freee said:
    July 15, 2012 at 16:32

    ki ar vicodi axlaa magi mee :D:D madlobt cnobistviiss :**:D:D:D…..

      Mystic D responded:
      July 15, 2012 at 16:51

      არაფრის გენაცვალე😀

    anip9 said:
    July 15, 2012 at 20:33

    ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არადა კაი ყოფილა :((

    gio said:
    July 16, 2012 at 01:02

    magari iyo dzan

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s