ქართველი მოდის ბლოგერები

Posted on Updated on

დღესდღეობით ბლოგინგი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია.  ზუსტად არ ვიცი საქართველოში როდის გაკეთდა პირველი ბლოგი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ეს პირველად 1994 წელს ამერიკაში მოხდა და მას ონლაინ დღიურის სახე ჰქონდა. მას შემდეგ ბლოგინგმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. დროთა განმავლობაში ბლოგს სხვადასხვა თემატიკა გამოუჩნდა და დღესდღეობით მისი 2 ძირითადი ტიპი არსებობს:  1. პირადი 2. თემატური.  პირადი ბლოგის ავტორი საკუთარი ცხოვრების შესახებ წერს და ასევე საკუთარ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხზე. მას შეუძლია ნებისმიერ თემაზე დაწეროს პოსტი. რაც შეეხება თემატური ბლოგის ავტორს, იგი ერთ კონკრეტულ თემას უტრიალებს და სწორედ მის შესახებ წერს პოსტებს. ბლოგის ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ქართული ტერმინით- მოდის( მოდური) ბლოგები, ხოლო ინგლისურად fashion ბლოგები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბლოგები ძალიან სწრაფად მრავლდება მაინც ცოტაა ბლოგერი, რომელიც მოდაზე წერს.  თუმცა არსებულ ბლოგებზე დაკვირვებითაც  შეიძლება ჩამოვყალიბდეთ და ქართველი მოდის ბლოგერების რამდენიმე საერთო ჩვეულება გამოვარჩიოთ.  1. მათი უმეტესობა Blogger.com-ის პლატფორმაზე წერს. 2. ამდენივე მათგანი წერს ინგლისურად.  3.  მიუხედავად პოპულარობისა ვერცერთი მათგანი ვერ დაიკვეხნის კომენტარების რაოდენობით.

ძირითადად მათი პოსტების შინაარსი შემდეგია: ქართველი და მსოფლიო დიზაინერების ახალი კოლექციების გარჩევა/შეფასება;  ფოტო მასალა სხვადასხვა მოდური ღონისძიებებიდან; საკუთარი ლუქები(ანუ სხვადასხვა ჩაცმულობა). საერთოდ, მოდის ბლოგერები სიტყვაძუნწები არიან და მკითხველის მისაზიდად მათი ძირითადი იარაღი  ფოტომასალა გახლავთ, რაც მათი ბლოგის თემატიკიდან გამომდინარეობს.

ქვემოთ მოყვანილი 5 ბლოგერი ჩემი აზრით ყველაზე გამორჩეულები არიან ვიზიტორების რაოდენობის, წერის სტილის და ბლოგერობის არსის ცოდნის მიხედვით🙂 .

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნატუკა ქარქაშაძე ევროპაში აღიარებული ბლოგერი და დიზაინერია . ამის დასამტკიცებლად უბრალოდ გადადით ამ გვერდზე და ყველაფერი ნათელი გახდება🙂

ნინო ელიავა რაღაც დროის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ბლოგის საშუალებით სწორედ იქედან უზიარებდა მკითხველს თავის სათქმელს მოდაზე.

გიორგი სარიშვილი-ვაზოვსკი, როგორც მე ვიცი, ერთადერთი ქართველი მამაკაცი მოდის ბლოგერია და საკმაოდ წარმატებულიც.

რაც შეეხება ანანო დოლაბერიძესა და ნინუცა ივარდავას, სიმართლე გითხრათ, მათზე ბევრი არაფერი ვიცი, რადგან ახლახან აღმოვაჩინე.  თუმცა თუ მათი ბლოგების ვიზიტორთა რაოდენობას დავუჯერებთ, ისინიც არანაკლებ წარმატებული ბლოგერები არიან.

1.  ანანო დოლაბერიძე –  Anobano’s Blog 

http://anobanooo.blogspot.com/

2. ნატუკა ქარქაშაძეWardrobe Mistress

http://wardrobemistress.blogspot.com/

3. გიორგი სარიშვილი-ვაზოვსკი Police in Fashion

http://policeinfashion.blogspot.com/

4. ნინუცა ივარდავაCafe des artistes 

http://boldbrightneonblue.blogspot.com/

5. ნინო ელიავაTrivial Insanity

http://www.trivialinsanity.com/

14 thoughts on “ქართველი მოდის ბლოგერები

    ელექტრა said:
    July 9, 2012 at 14:42

    სამწუხაროდ არცერთის ბლოგს არ ვიცნობდი აქამდე… მაგრამ გამიკვირდა,რომ ბოლო ბლოგერის გარდა დანარჩენები მართლაც ვერ დაიკვეხნიან კომენტარებით. მიუხედავად იმისა,რომ მომეწონა მათი პოსტები,აშკარააა რომ,არ ჰყავთ ბევრი მკითხველი🙂

      Mystic D responded:
      July 9, 2012 at 15:44

      ვიზიტორების რაოდენობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან და ამიტომ შეიძლება ყავთ ბევრი მკითხველი, მაგრამ ზარმაცები არიან🙂

    ანჩო ♥ said:
    July 9, 2012 at 15:44

    ნატუკა კარგი გოგოა, ძალიან მომწონს და ვსტუმრობ ხოლმე მის ბლოგს

    mettichara said:
    July 9, 2012 at 18:45

    araChveulebrivi blogiaqvs titoeul matgans magram inglisurad wera ra metichrobaa ver gavige:D:D

      Mystic D responded:
      July 9, 2012 at 22:25

      მეტიჩარა მეტიჩრობაზე ლაპარაკობს?🙂 ) რადგან ევროპული საზოგადოებაც კითხულობს იმიტომ წერენ ინგლისურად. ალბათ : )

        mettichara said:
        July 10, 2012 at 00:01

        au kai ra ,evropul sazogadoebas ar aklia blogerebi, me rom momwons ucxouri viswavle da vkitxulob xoda ketili inebon imatmac.nu yovelshemtxvevashi em mase ar vizamdi:D metichara

    zichii said:
    July 10, 2012 at 17:49

    taa.ge? oO

      Mystic D responded:
      July 10, 2012 at 18:55

      ეგ ბლოგი მე არ ვიცოდი :X ამიტომაც არ არის აქ. თუმცა გადავხედე და ამათზე არანაკლებ საინტერესოა🙂

    გიორგი said:
    July 11, 2012 at 01:33

    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არცერთს არ ვკითხულობ :))))

    ▲ Natsy said:
    August 11, 2012 at 22:35

    ფუ ამათ ქართველი ბლოგერები ჰქვიათ?
    ქართულად წერონ მაინც, სირცხვილია ://////

    Butterfly said:
    October 6, 2012 at 23:51

    ქართველი მოდის ბლოგერები?? o.O თუ ქართული ??? რავიცი ვიჭედები გრამატიკაში და :დ:დ

      Mystic D responded:
      October 6, 2012 at 23:56

      ბევრი ვიფიქრე მაგ საკითხზე და მგონია, რომ როგორც მიწერია ისეა სწორი, რადგან მოდის ბლოგერი ორი სიტყვისაგან შემდგარი ერთი მნიშვნელობის მქონე ტერმინია და მისი გახლეჩვა ვფიქრობ არასწორი იქნებოდა🙂

    კრისტი said:
    January 15, 2013 at 00:32

    Taa.ge გამოგრჩათ :)))) ვაი მოდის ბლოგერიიიი :)))))

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s