ეშმაკი ატარებს პრადას 2

Posted on Updated on

ალბათ ყველა თქვენგანს გაგიგიათ, რომ მოდის ტენდენციები განმეორებადია და თუ წელს მოდაში 20 წლის წინანდელი სტილი შემოვა, ეს არავის გაუკვირდება.  ნუთუ შეიძლება იგივე წიგნებზეც ითქვას?

20 წელი ძალიან ბევრია. ყველაფერი სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა 2003 წელს ამერიკელმა ლორენ უაისბერგერმა თავისი პირველი რომანი გამოაქვეყნა. წიგნი 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას მაშინდელ ამერიკულ ბესტსელერებს შორის და მკითხველებმა ის თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთგვარ ტრენდად აქციეს.  სწორედ ეს რომანი დაედო საფუძვლად 2006 წლის გახმაურებულ ფილმს, ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას მოდისა და კინოს სამყაროში -“ეშმაკი ატარებს პრადას”.  ფილმი, ისევე როგორც წიგნი რეალურ ისტორიაზეა აგებული. ზემოთ ნახსენები ლორენ უაისბერგერი რაღაც პერიოდის განმავლობაში თავად მუშაობდა ამერიკული “ვოგის” მთავარი რედაქტორის ანა ვინტურის ასისტენტად. სწორედ ანა ვინტურის პროტოტიპია რომანის მთავარი გმირი, ჟურნალ “Runway”-ს რედაქტორი მირანდა პრისლი.

როგორც ამერიკული გამოცემა Entertainment Weekly იუწყება, ლორენ უისბერგი რომანის გაგრძელებაზე მუშაობს და ახალ წიგნს 2013 წლის აპრილში გამოსცემს.  ნაწარმოებს Revenge wears prada: The Devil Returns -ერქმევა, რაც ქართულად, პირდაპირი თარგმანით შემდეგნაირად ჟღერს : რევანში(შურისძიება) ატარებს პრადას: ეშმაკი ბრუნდება.  

პირველი წიგნის (ასევე ფილმის) ბოლოს ანდრეას (ენე ჰეტევეი) და მირანდას (მერილს სტრიპი) გზები იყოფა. ახალ წიგნში მოვლენები ამ ფაქტიდან 8 წლის შემდეგ ვითარდება.  ენდი უკვე თვითონ არის ჟურნალის რედაქტორი- “The Plunge”- ასე ჰქვია გამოცემას, რომელიც ქორწილების შესახებ წერს. ჟურნალი მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ანდრეა თავის ყოფილ მოსისხლე მტერთან, ახლა უკვე საუკეთესო მეგობართან ემილისთან (ემილი ბლანტი) ერთად მართავს.  ენდი საკუთარი ქორწილის დაგეგმვის პროცესშია და თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა მის ამ იდილიას მალევე დაარღვევს პრადას ქუსლებზე ამხედრებული ყოფილი ბოსი- მირანდა პრისლი.

სავარაუდოდ,  2003 წელს დამკვიდრებული მოდური ტენდენცია “ეშმაკი ატარებს პრადას”  2013 წელსაც არანაკლებ აქტუალური იქნება.  რა თქმა უნდა წიგნის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ფილმსაც აუცილებლად გადაიღებენ. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან როგორც ვიცით ჰოლივუდში ძალიან უყვართ ძველ ნამუშევრებთან დაბრუნება და მათი განახლებული ვერსიისა თუ გაგრძელების გადაღება.

10 thoughts on “ეშმაკი ატარებს პრადას 2

    ელექტრა said:
    June 13, 2012 at 14:43

    რა საინტერესოაა :)) მე დაველოდები როდის გადაიღებენ ფილმს…იმედია ისევ ენ ჰეტეუეი ითამაშებს ანდრეას როლს :)))))

      Mystic D responded:
      June 13, 2012 at 14:48

      მთლიანად იგივე ქასთი თუ იქნება ძან მაგარი გამოვა : )

        ელექტრა said:
        June 13, 2012 at 20:46

        არის ამის შანსები კიი??? საერთოდ თუ გამოვა ჯერ ეგეც არაა ცნობილი და ისე მართლა მაგარი იქნება :))))

    tamojelia said:
    June 14, 2012 at 16:10

    vaimeeee neta gadaogon pilmic ..
    kargi iqneba ))

    lashaworldaworld said:
    June 15, 2012 at 15:21

    ვაიმე, მაბოდებს ამ ფილმზე და მილიარდჯერ მაქვს ნანახი. სათაური რო ვნახე გავგიჟდი❤
    ისე არ ვიცოდი წიგნი თუ იყო და ღირდ მემგონი წაკითხვა❤
    ძაან მაგარი იქნება ფილმს თუ გადაიღებენ : ))

      Mystic D responded:
      June 15, 2012 at 20:23

      კი, წაკითხვა ნამდვილად ღირს : ) თან ფილმში სრულად არ არის ნაჩვენები ის, რაც წიგნში წერია.

    lashaworld said:
    June 15, 2012 at 15:24

    Reblogged this on .

    nickkakhadze said:
    July 2, 2012 at 01:36

    ის კი ზუსტად ვიცი რო საართველოს კინოთეატრებში არ იქნება ეგ ფილმი :დ

      Mystic D responded:
      July 2, 2012 at 08:26

      საქართველოს კინოთეატრებში რატო არ უნდა იყოს? :დ

    gio said:
    December 25, 2012 at 13:16

    auu minda es kino❤

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s