ვინ არის ★ვარსკვლავი★ ?

Posted on Updated on

დამთავრდა…

ღირსეული გამარჯვებულიც გამოვლინდა- ასეთი რამ თურმე ჯერ კიდევ ხდება ქართულ ტელესივრცეში.

საკმაოდ მალე გავიდა ეს დრო. ისე მალე, რომ მის შესახებ ერთი პოსტის დაწერაც კი ვერ მოვასწარი.

სამაგიეროდ ახლა ვწერ. ოღონდ ვწერ არა მხოლოდ კონკრეტულად გადაცემაზე არამედ ზოგადსაკაცობრიო თემაზე…

და მაინც,

ვინ არის ვარსკვლავი?

ამ  საკითხზე ბოლო პერიოდში,  “ცეკვავენ ვარსკვლავების” ნახვის შემდეგ დავფიქრდი.  ბევრი დაიწერა იმაზე, რომ გადაცემაში, სადაც უნდა ეცეკვათ ამ უკანასკნელის ნაცვლად დადიოდნენ ან სულაც იდგნენ, მაგრამ მე ცეკვას არ შევეხები. მე ვეხები სტატუსს, რომელსაც გადაცემის სახელიდან გამომდინარე თითოეული მისი მონაწილე ატარებს.  ნუთუ პროექტის 9 მონაწილიდან ყველა ვარსკვლავი იყო?!  მე არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ იყო ასე. და საერთოდაც ვინ არის ვარსკვლავი? ჩემი აზრით ვარსკვლავი, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, რომელსაც გააჩნია რაღაც დამსახურება მის საქმიანობაში, აქვს ასე თუ ისე ხანგრძლივი კარიერა და იმსახურებს ხალხის პატივისცემას. ის ვიღაცას უყვარს და აფასებენ ვიღაცას კი სძულს და ლანძღავენ- ეს ვარსკვლავის ცხოვრების დამახასიათებელი ფაქტორია.  ზემოთ ხსენებული გადაცემის მონაწილეებიდან  ვარსკვლავად მიმაჩნია: ლელა წურწუმია, კრისტი ყიფშიძე, ქრისტინე იმედაძე აჩიკო მეფარიძე და ასე თუ ისე კახაბერ ცისკარიძე.  მე ვარსკვლავად ვერ ჩავთვლი 1-2 წლის წინ გამოჩენილ სამორი ბალდეს და დიჯეობით გავარსკვლავებულ ლევან როსტოშვილს.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მათთვის ვარსკვლავის წოდება ცოტა უხერხულიცაა, ისევე როგორც ნუკი კოშკელიშვილისა და თიკო სადუნიშვილისთვის. ეს ადამიანები ისეთივე ვარსკვლავები არიან როგორც კიაშა სიმპსონია ბიონსეს ქორეოგრაფი :დ  მე მათ უბრალოდ სელებრითებად მივიჩნევ. ისე, საჭიროა ამ სიტყვის ქართული ეკვივალენტის გამოძებნა, რადგან უბრალოდ ცნობადი სახე რომ ვუწოდოთ ცოტა უხეშად გამოგვივა.

მოკლედ, ყველას თავისი აზრი გააჩნია მაგრამ სანამ რამეს იტყვით კარგად დაფიქრდით. ლელა წურწუმია- მომღერალი, რომელიც აღარც კი მახსოვს რამდენი წელია ქართულ ესტრადაზე მღერის და იყო დრო მის სიმღერებზე მთელი საქართველო ცეკვავდა და ბევრმა ზეპირადაც იცოდა. სხვათა შორის პოპულარობა არც ახლა აკლია.   კრისტი ყიფშიძე- ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელი, რომელიც ბევრი მისი თანამედროვე მოდელებისგან განსხვავებით დღემდე პოდიუმზე დგას და კვლავ წარმატებით მოღვაწეობს. აჩი მეფარიძის სიმღერები ნამდვილი ჰიტები იყო და სამწუხაროდ ეს ბევრს დაავიწყდა და ახლა ვარსკვლავობას ისეთებს აბრალებენ  ამ წოდებასთან ახლოსაც რომ ვერ მივლენ.

პროექტის რამდენიმე “ვარსკვლავ” მონაწილეს კი ვეტყოდი, რომ როდესაც მიდიხარ გადაცემაში სახელწოდებით “ცეკვავენ ვარსკვლავები” ესე იგი გაქვს ამბიცია იყო და გიწოდონ ვარსკვლავი და მოგვიანებით გაკეთებული ვითომ თავმდაბლური განცხადებები სრულიად ზედმეტია.

თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არის ვარსკვლავი?

18 thoughts on “ვინ არის ★ვარსკვლავი★ ?

    just freee said:
    May 10, 2012 at 18:40

    chemtvis piradad wurwumiaze da ase shemdeg meti varskvlavi samori balde da levan rostoshvili brdzandebaa !!! ….. aranairad ar vagiareeb gansakutrebit lelas varskvlavad daa arc arasodes iyo chemtvis is varskvlavi!!…….me namdvilad 16 wlis gaxlavart daa es sheidzleba asakobriv ambavtaan iyos ragac kavshirshi ,rodesac ase dajinebit vambob sakutar azrs lelasa da misnairebze,magram damerwmunet arc uprosebi ariaan winaagmdegi cheemi shexedulebebisa,radgaan rogorc chemtvis ise chemi dedistvis ,mamistvis da uprosi megobrebistvis gaxlavt QALBATONI lela wurwumia varskvlavi dges arc yopila mattvis ase arasodes da mitumetes arc iqneba!…)))

      Mystic D responded:
      May 10, 2012 at 18:56

      რა თქმა უნდა ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია და მე შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეთანხმები. შენ შეიძლება ასე არ ფიქრობ, მაგრამ ლელა ზოგადად არის ვარსკვლავი თავისი წარმატებული კარიერით. შენ უბრალოდ არ მოგწონს და ეს რა თქმა უნდა შენი ნებაა :)))

    just freee said:
    May 10, 2012 at 19:04

    ramnishvneloba aqvs zogads? chemtvis arc zogadad ar gaxlavt varskvlavi lela da zogadi varskvlavi rogoriaa?:D:D racarunda iyos ver vazogadeb didi bodishi magram…. rasakvirveliaa yvelas sakutari azri gagvachniaa: ))

      Mystic D responded:
      May 10, 2012 at 19:13

      ზოგადად ვარსკვლავში ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც სხვა ვარსკვლავურ თვისებებთან ერთად არის ძალიან პოპულარული, მიუხედავად იმისა მას გულშემატკივრები უფრო მეტი ყავს თუ ჰეითერები. ლელას შემთხვევაში რაც არ უნდა ბევრი მოძულე ყავდეს ის მაინც ვარსკვლავია. შენსავით ბევრს არ უყვარს ლელა და მისი ამ შოუში მონაწილეობითაც ბევრი გაღიზიანდა, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ლელა წურწუმია “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო.

    just freee said:
    May 10, 2012 at 19:27

    vaimee me ar vanicheeb varskvlavis statuss wurwumiaans da ratoo medzaladebi?:D:D shen sheni azri gagachndes da racarundaa brwyinavdes iss araqvs magas chemtvis didi mnishvnelobaa !!!…….amitom nugaa shemomedavebi daa shen shens azrze darchi me kide chemsaze viqnebi!! ………gemovnebashii davaa didi apsurdiaa amitom agar girs am mxriv zedmeti garjaa: )

      Mystic D responded:
      May 10, 2012 at 19:39

      კი ბატონო, იყოს შენთვის როსტო ვარსკვლავი და ჩემთვის ლელა😀 ისე კი, რომ იცოდე ყველაზე მეტს სწორედ გემოვნებაზე დაობენ🙂

    just freee said:
    May 10, 2012 at 20:36

    nu bevri iset ragacas aketebs rasac ar unda aketebdes magram ras vizamt: ))……….daobeen tumca cheshmariti saqcieli eg araris ar unda idaon!!

      Mystic D responded:
      May 10, 2012 at 20:40

      კარგი, იყოს ნება შენი :))))))

    კახი said:
    May 10, 2012 at 20:47

    საქართველოში ნამდვილი ვარსკვლავები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ პოპულარული ადამიანები🙂

      Mystic D responded:
      May 10, 2012 at 20:54

      სხვათა შორის ბევრი ამბობს იგივეს და ვერ გამიგია რატომ? რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გვყავდეს ვარსკვლავები და სხვა პოპულარული ადამიანებისგან კიდევ უფრო გამორჩეულ ადამიანს ვარსკვლავი ვუწოდოთ? ჩემი აზრით საქართველოსაც ჰყავს თავისი ნამდვილი ვარსკვლავები :)))

        კახი said:
        May 10, 2012 at 21:12

        ვარსკვლავია ადამიანი რომელიც რაიმე ღირებულს ქმნის და ამ ღირებულის მიმდევარი უამრავი ადამიანი ყავს – ე.წ Fანი. ვისაც უდაოდ უწოდებენ ნიჭიერს და ა.შ და ასეთს საქართველოში იცნობ ვინმეს?? არსებობს ცნობილები (პოპულარულები) და არსებობენ ვარსკვლავები.

        Mystic D responded:
        May 10, 2012 at 21:57

        იყო დრო ლელა წურწუმიას უამრავი ფანი ყავდა :დ ნუ კაი დავანებოთ თავი ლელას. არ ვუსმენ, მაგრამ ნანი ბრეგვაძე მე ვარსკვლავად მიმაჩნია. დამცინეთ და ჩამქოლეთ თუ გინდათ :დ მსახიობებში კახი კავსაძე(კიდევ რამდენიმე) ვარსკვლავად მიმაჩნია და ვფიქრობ ხალხსაც ძალიან უყვარს. ასე ნელ-ნელა ჩამოვიდეთ ქვედა თაობებში🙂 აუცილებელი ხომ არაა ისეთი ფანები ყავდეს ლეიდი გაგას რომ ყავს და თავზე რომ იმხობენ ყველაფერს? :დ

        კახი said:
        May 10, 2012 at 23:22

        რადგან “ცეკვავენ ვარსკვლავების” თემას დასტრიალებდი პოსტში მე უფრო ახალ თაობაზე მქონდა საუბარი თორემ ასე ახლო წარსულში თუ გავედით უამრავი ვარსკვლავია რომელიც მართლა იმსახურებს ამ წოდებას🙂

        Mystic D responded:
        May 10, 2012 at 23:27

        საქართველოში ნამდვილი ვარსკვლავები არ არსებობენო რომ თქვი მეც მიტო გავსცდი მერე “ცეკვავენ ვარსკვლავების” თემას😀

    ნანა said:
    May 12, 2012 at 10:39

    შოუს დაწყებამდე ამ კითხვას სხვა პასუხი ექნებოდა, ახლა კი უკვე სამორი არცერთ აქ ვარსკვლავად მოხსენიებულ პიროვნებას არ ჩამოუვარდება არანაირი ისევ და ისევ აქ დასახელებული თვალსაზრისით.

      Mystic D responded:
      May 12, 2012 at 16:06

      ცეკვით ნამდვილად არ ჩამოუვარდება და ჯობნის კიდეც, მაგრამ აი სხვა მხრივ არამგონია სამორი ბალდე ჩემს მიერ დასახელებულ ვარსკვლავებს უტოლდებოდეს. თუმცა, რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია ვინ იქნება შენთვის ვარსკვლავი და ვინ არა.

    barbara said:
    June 8, 2012 at 13:33

    ლელას დრო წავიდა და მემგონი ამას თვითონაც უნდა ხვდებოდეს მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის

    ჩემი ახრით ბევრია ვარსკვლავი ვაინც მანდ არ იყო(მაგ.სოფო ნიჟრაძე) და ბევრია ვინც იყო და ვარსკვლავი არ არის(მაგ.როსტო)

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s