არდადეგები, აღდგომა და შემოქმედებითი კრიზისი

Posted on Updated on

არდადეგები – ჩვეულებრივ ეს არის დროის ის პერიოდი, როცა აკეთებ იმას რაც გინდა და როცა გინდა(შეძლებისდაგვარად), არ დადიხარ სკოლაში(უნივერსიტეტში, სამსახურში), გაქვს უამრავი თავისუფალი დრო და შესაძლებლობა უფრო დიდი დრო დაუთმო შენს ჰობს. ჩემს შემთხვევაში რამდენიმე სხვა გატაცებასთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბლოგიც.  სკოლის პერიოდში შეძლებისდაგვარად ვწერ რაღაცებს და სულ მგონია, რომ არდადეგებზე უფრო ხშირად  დავწერ და ზოგადად უფრო მეტ რაღაცას გავაკეთებ მაგრამ, ყოველთვის მწარედ ვცდები – ყველაფერი პირიქით ხდება.

1 კვირაა სახლში ვარ (ანუ სკოლაში არ დავდივარ) და ეს არის პირველი პოსტი, რომელსაც ამ დროის განმავლობაში  ვწერ. ნაცვლად იმისა, რომ არდადეგების პერიოდში დრო რაციონალურად გამოვიყენო, მასზე კონტროლს საერთოდ ვკარგავ.   ეს მხოლოდ “უპოსტობით” არ გამოიხატება . ჩვეულებრივ ვიძინებ 2-ზე და ვიღვიძებ 12 საათზე, რაც დამერწმუნებით და საშინელებაა!!! როდესაც გავიღვიძებ და დილა მგონია სინამდვილეში შუადღეა და დღეც თვალის დახამხამებაში გადის. საერთოდაც მგონია, რომ ამ ბოლო დროს დრო ჩვეულებრივზე სწრაფად გადის, რაც არ ვიცი რას დავუკავშირო- დედამიწის მისივე ღერძიდან გადახრას თუ რაიმე სხვას🙂  მოკლედ, არდადეგები შემოქმედებითად მღუპავს!  კითხვას გულს ვერ ვუდებ, ვერც წერას… (თუმცა არ მეზარება სხვა ბლოგების კითხვა:)) რა თქმა უნდა შემოქმედებითი კრიზისი უარყოფით გავლენას  არ ახდენს ჩემს დამოკიდებულებაზე კომპიუტერის მიმართ, პირიქით მასთან ურთიერთობის სურვილს უფრო მიმძაფრებს. ამ ურთიერთობას დიდი ვერაფერი სარგებელი მოაქვს (გავიხსენოთ “უპოსტობა”).   ერთკვირიანმა დასვენებამ ეს მიქნა და წარმოიდგინეთ საზაფხულო რას მიზამს :დ   

სააღდგომო არდადეგები სამშაბათს მთავრდება და ალბათ გამიჭირდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ტვინი უფრო ამუშავდება და შემოქმედებითი კრიზისიც სადღაც წავა (იმედია)🙂

იქნებ ვინმემ მასწავლოთ როგორ გამოვიყენო დრო რაციონალურად თორე ვიღუპებიიიიიიიიიი :დ:დ

ხო, მართლა, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა! 

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s