დედამიწის საათი 2012

Posted on Updated on

ამავე ღონისძიებაზე ჩემი შარშანდელი პოსტები Earth Hour დედამიწის საათი  & მე დავეხმარე დედამიწას!

ციტატა შარშანდელი პოსტიდან:

აქცია “დედამიწის საათი” ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება.

“დედამიწის საათმა” 2007 წელს აიღო სტარტი ქალაქ სიდნეიში, როცა 2.2 მილიონამდე ადამიანმა და 2000-ზე მეტმა კომპანიამ ერთი საათით სინათლე გამორთეს თავიანთ სახლებსა თუ ოფისებში , რათა მხარი დაეჭირათ აქციისათვის რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.             ერთი წლის შემდეგ დედამიწის საათი გახდა გლობალური მოძრაობა რომელშიც 35 ქვეყნის 50 მილიონამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ამ ერთი საათის განმვალობაში ისეთი ცნობილი ღირშესანიშნაობები  ” ჩაბნელდა” როგორიცაა: ტორონტოს სი-ენის კოშკი , ოქროს კარიბჭის ხიდი, რომის კოლოსეუმი და სხვა.
აქციაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ქვეყანა და მოსახლეობა ერთვებოდა.
ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათ დღეს მილიონობით ადამიანი თუ კომპანია უერთდება ამ აქციას და რთავს ელექტროენერგიას სახლებსა თუ ოფისებში.  გარდა რიგითი ადამიანებისა აქციაში ერთვება ყველა ქვეყნის დიდი ქალაქები სადაც “აბნელებენ” მთავარ მოედნებსა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს.                                                                                                                                 სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება ამ აქციას.

ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხე წელია “დედამიწის საათი” აღინიშნება. დღეს საღამოს 20:30-დან 21:30 საათამდე საკვანძო შენობებზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შუქი ჩაქრება.   მე კი წელს მეორედ ავღნიშნავ. თქვენც ჩაერთეთ ამ აქციაში, ჩააბნელეთ თქვენი სახლები, გამორთეთ ყველა ელექტროხელსაწყო და აჩუქეთ დედამიწას 1 საათი ელექტროენერგიის გარეშე (+ელ.ენერგიის ეკონომიაც გამოგივათ)🙂

ამ აქციას ბევრი ინტერნეტ საიტი უერთდება მათ შორისაა YouTube-იც : 

როდესაც რაიმე ვიდეოს ჩართავთ, მარცხნივ ზედა კუთხეში გამოჩნდება ჩამრთველ-გამომრთველი, მასზე დაკლიკებით თქვენ შეგიძლიათ Youtube ჩააბნელოთ და ისე განაგრძოთ ყურება. აი როგორ სახეს მიიღებს ის

6 thoughts on “დედამიწის საათი 2012

    marishkalia said:
    March 31, 2012 at 13:36

    mec vapireb!😀

      Mystic D responded:
      March 31, 2012 at 14:05

      ძალიან კარგი!🙂

    kinogurmani said:
    March 31, 2012 at 14:10

    😀 მეც ჩავაბნელებ სახლს🙂
    იქნებ ეშველოს ჩენ საწყალ პლანეტას რამე😀

      Mystic D responded:
      March 31, 2012 at 14:20

      ცდა ბედის მონახევრეაო და რა იცი რა ხდება :დ:დ

    lika said:
    March 31, 2012 at 19:09

    უი ეს დღეს თუ იყო არ ვიცოდი . არ ვიცი ეს დედამიწას რაიმეთი თუ დაეხმარება, მაგრამ მეც ჩავაქრობ დღეს შუქს🙂

    anip9 said:
    March 31, 2012 at 19:52

    Reblogged this on anippp and commented:
    dedamiwis saati 2012

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s