!!!იყიდება!!! ცნობილი სახლები პოპულარული ფილმებიდან ( I ნაწილი)

Posted on Updated on

ოდესმე გიოცნებიათ გეცხოვრათ სახლში, რომელიც თქვენს საყვარელ ფილმში ნახეთ? თუ კი, მაშინ გიხაროდეთ, თქვენ მოგეცათ შანსი ოცნება აიხდინოთ და შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ახალ სახლში გადასასვლელად მოემზადოთ. მერე რა თუ ის ამერიკაში ან სხვა რომელიმე შორეულ ქვეყანაში მდებარეობს?! თუ მისი შეძენის ფული გაქვთ ე.ი. ტრანსპორტირების ხარჯებსაც ადვილად დაფარავთ🙂

ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი, იქნებ გასაყიდი სახლების ჩამონათვალში თქვენს საოცნებო სახლსაც წააწყდეთ, თანაც თქვენთვის  სასურველ ფასად.

  1. The Twilight: New Moon

ამ სახლში საცხოვრებლად დიდი გამბედაობაა საჭირო, თუ რა თქმა უნდა „ბინდი“ ნანახი გაქვთ და თუ ვამპირებს არ სწყალობთ. ერთ-ერთ საიტზე გასაყიდად გამოტანილმა ცნობილმა სახლმა მალევე მიიქცია ხალხის ყურადღება და პირველ კვირაში 180 000-მდე  მნახველი ჰყავდა, მაგრამ მომავალი მფლობელს მაინც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა.  უძრავი ქონების ბაზარზე გამოტანიდან 2 წლის შემდეგ სახლი გაიყიდა, თუმცა თავდაპირველ ფასთან შედარებით საკმაოდ იაფად- 2.48 მილიონ დოლარად.  

2. Godfather

სახლი, სადაც კონი კორლეონეს ქორწილის სცენაა გადაღებული, 2010 წლის დეკემბერში უძრავი ქონების ბაზარზე გამოიტანეს გასაყიდად. თავდაპირველი ფასი 2.9 მილიონი დოლარი იყო. შემდეგ რამდენჯერმე შემცირდა და ახლა 2.675მლნ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ფასის დაწევისა, სახლის შეძენის მსურველი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

     3. Godfather (2)

ბევერლი ჰილზზე მდებარე ამ სახლში გადაღებულია სცენა, რომელშიც ჯეკ უოლცი თავის საძინებელში იღვიძებს და საწოლში ცხენის თავი ხვდება. ძნელი დასადგენია სახლში მდებარე 29 საძინებლიდან რომელშია გადაღებული ფილმის ეს მონაკვეთი. სახლი გასაყიდად 2007 წელს გამოიტანეს და იმ დროისათვის ყველაზე მაღალი ფასი -165$მლნ დაადეს. გასული წლის სექტემბერში კი მფლობელებმა 60$მლნ უბრალოდ ჩამოაჭრეს ამ თანხას, რადგან მყიდველი არადა არ გამოჩნდა. თუმცა ამ მცდელობას შედეგი არ მოუტანია. სახლი ისევ იყიდება, ამჯერად  მისი ფასი 95$ მილიონია. 

     4.  Ferris Bueller’s Day Off

ვისაც 80იანი წლების ეს ყველაზე პოპულარული ახალგაზრდული  ფილმი აქვს ნანახი, მას აუცილებლად დაამახსოვრდებოდა ავტოფარეხი -ლითონისა და მინის კონსტრუქცია, რომლის მინებსაც 1981 წლის ფერარი 250GT-ს „დახმარებით“ ამსხვრევენ მთავარი გმირი და მისი მეგობრები. ფილმში სახლთან დაკავშირებით მეტი არც არაფერი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ამ ავტოფარეხს არაჩვეულებრივი სახლიც მოყვება. თავდაპირველმა ფასმა (2.3$მლნ) არ გაამართლა და სახლი ბაზრიდან ამოიღეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მფლობელები ისევ აპირებენ სახლის გასაყიდად გამოტანას. ამჯერად ახალი ფასით- 1.65$მლნ.

საცხოვრებელი სახლი (რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნე ფილმში საერთოდ არ ჩანს) 3000 კვ.მ. ფართობისაა და მთლიანად თანამედროვე სტილშია აგებული.  

    5. The Home Alone

სახლი, რომელშიც კევინ მაკკალისტერი უმოწყალოდ უსწორდებოდა მძარცველებს🙂 .  რომელი ნორმალური ბავშვის ოცნება არ არის ამ სახლში ცხოვრება?!  რა თქმა უნდა ვისაც „მარტო სახლში“ 1, 2  ნანახი აქვს.  სხვათაშორის არა მხოლოდ ბავშვის, ზრდასრული ადამიანებიც არ იტყოდნენ უარს. იშვიათი შემთხვევაა- ეს სახლი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ფილმში, რომელიც საშობაო კლასიკადაა ქცეული. სულ ერთი თვეა, რაც სახლი გასაყიდად გამოიტანეს.

სახლის ფართობი 4,250კვ.მ.   ფილმის გადაღებები ძირითადად პირველ სართულზე და სახლის გარეთ მიმდინარეობდა 6 თვის  განმავლობაში. ალბათ ყველას გახსოვთ სახლის სხვენი, რომელშიც კევინის საძინებელი იყო განთავსებული. სახლს სხვენი მართლაც აქვს, მაგრამ სამწუხაროდ არა ისეთი როგორსაც ფილმში ვხვდებით.

თუ გაქვთ სურვილი აისრულოთ ბავშვობის ოცნება, გაამზადეთ 2.4 მილიონი ამერიკული დოლარი და მოემზადეთ ახალ, თუმცა კარგად ნაცნობ სახლში გადასასვლელად . 

   6. Sleepless in Seattle

გამოუსწორებელ რომანტიკოსებს შანსი მოგეცათ თქვენი რომანტიული(თუგინდ სასიყვარულო) ბუდე მოიწყოთ. 1993 წლის გახმაურებულ რომანტიულ კომედიის მთავარი გმირი სემ ბოლდუინი (ტომ ჰენკსი) ცოლის გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟიშვილთან ერთად სიეტლში, ტბაზე მდებარე სახლში გადადის საცხოვრებლად.

სულ რაღაც 2.5$მლნ და ეს სახლი თქვენი გახდება. ტბა Union-ზე მოტივტივე სახლში 4 საძინებელი და 2 სააბაზანოა. ფანჯრებიდან კი არაჩვეულებრივი ხედი იშლება- ერთ მხრიდან ქალაქზე, ხოლო მეორე მხრიდან ტბაზე. 

აბა, რას ფიქრობთ?  უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება?  თუ ჩამოთვლილი სახლებიდან რომელიმეს ყიდვა გადაწყვიტეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მაგრამ თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ, მაშინ დაელოდეთ შემდეგ პოსტს ამავე თამაზე🙂


One thought on “!!!იყიდება!!! ცნობილი სახლები პოპულარული ფილმებიდან ( I ნაწილი)

    თაკოლადი said:
    April 12, 2012 at 23:05

    Godfather -is saxli sauketesoa :))

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s