ნიჭიერი – ახალი სეზონის I გადაცემა

Posted on Updated on

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დღევანდელ ნიჭიერზე საუბარი პირდაპირ შენიშვნებით უნდა დავიწყო.

1)   ვინ დაადგინა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პროექტებიდან ქართული „ნიჭიერი“ ყველაზე წარმატებულია?

2)    როდემდე უნდა გვაბოლებდეს რუსთავი 2 იმით, რომ „ნიჭიერის“ ერთ გადაცემაში მხოლოდ ერთი დღის კასტინგის ჩანაწერებს უშვებენ? ის, რაც დღევანდელ გადაცემაში ვნახეთ, იყო ნაკრები ყველა თუ არა რამდენიმე კასტინგის მაინც.

იგივე ჟიური, იგივე წამყვანები… ნუთუ მონაწილეებისგანაც არ უნდა ველოდოთ რაიმე ახალს?

საბედნიეროდ, ჩემი ვარაუდი რომ ახალს ვერაფერს ვნახავდი არ გამართლდა. დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის ყურებისას მსგავსი შეგრძნება დამრჩა: „ეს ხომ უკვე ნანახი მაქვს…“  . მაგრამ ბოლო ნაწილმა მთლიანად შემაცვლევინა აზრი. დღეს ბევრი ახალი, ორიგინალური და კრეატიული ნომერი ვნახეთ და იმედია შემდეგ გადაცემებშიც ასე იქნება.

რაც შეეხება მონაწილეებს, შევეცდები  ყველაზე გამორჩეულებზე გავამახვილო ყურადღება.

 1-ლი მონაწილე – სერგო ჩხეიძე(პაპა):  არ ვიცი ამ ადამიანის ცეკვა რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება, მაგრამ მონდომებით დამუშავებული ილეთები და გამჭოლი მზერა მართლაც შთამბეჭდავი იყო🙂.

თხილამურებიანი ტიპი საერთოდ რა შუაში იყო? :დ 

გიორგი წერეთელი– პირველი ნიჭიერი დღევანდელ გადაცემაში. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ჟიურის  ასეთი აღფრთოვანება  მაშინ როცა ასეთი ნიჭი საქართველოში( და არა მარტო) არც ისე ცოტაა.

 

სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტები – რა იყო ეს? თამაში, გართობა თუ რაიმე სხვა. ზუსტად არ ვიცი ,მაგრამ ეს რომ ნიჭი არ ყოფილა მგონი ყველასათვის ნათელია.  ასე ქართველებს რომ ეცეკვათ ჟიური არცერთ „კის“ არ იტყოდა.

თსუ ART –  დღევანდელ გადაცემაში პირველი ნომერია, რომელიც მე პირადად მომეწონა.  მთლიანად ვეთანხმები სოფო ნიჟარაძის შეფასებას. ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი კრეატიული ნომრები „ნიჭიერში“  მრავლად იქნება.

Black Star(s)–  ისეთი ქორეოგრაფის ხელში კიდე კარგად იცეკვეს ამ ბავშვებმა. ცოტა არ იყოს შემეცოდნენ… ვინ იცის რა მოხდებოდა ნიჭიერს მიღმა…🙂

ნიკ მალფოი–  ჯადოქარი თუ მარტო ქარი?(თიკა) :დ  ამ ბიჭის ფსევდო გვარსა და ჰაერში დაკიდებულ ფურცელზე თქვენც ჰარი პოტერი გაგახსენდათ? ამ ადამიანის ბოლო ორი ფოკუსით ნამდვილად გაოცებული დავრჩი და ალბათ არა მარტო მე. სწორედ ამიტომ ნამდვილად იმსახურებდა მეორე ტურში გადასვლას.

სულ სხვანაირი ჰარი პოტერი–  აი სად უნდა გაგვჩენოდა პირდაპირი ასოციაცია ჯოან როულინგის გახმაურებულ ნაწარმოებთან და მის მთავარ გმირთან, მაგრამ ამ მონაწილეს ჩაცმულობის გარდა ჰარი პოტერის არაფერი ჰქონდა. თუმცა რაც ჰქონდა იმას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ნიჭი.

ჟონგლიორი ცოლ-ქმარი –  ეტყობოდათ რომ კარგი ადამიანები და მოსიყვარულე ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით,რომ “ნიჭიერში” ეს საკმარისი არ არის.

პატარა პრინცესა–  საყვარელი, საწყალი, საცოდავი… მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ გადაცემაში ხშირად გაჟღერებული მსგავსი სიტყვებისა, ამ ბავშვმა ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მართალია მის ასაკში თითქმის ყველა ბავშვს შეუძლია ლექსის ლამაზად თქმა მაგრამ ამ ბავშვს ჰქონდა არტისტული ნიჭი  რომლის საშუალებითაც შეძლო ხალხის გულების მოგება. სწორედ ამიტომ მე ვემხრობი მის შემდეგ ტურში გადაყვანას.:)

ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გადაცემა შედგა! იყო ბევრი საინტერესო თუ უბრალოდ სასაცილო მომენტი. თუმცა, ერთი რომელიმე  ფავორიტი მონაწილე, მე პირადად, ამ გადაცემიდან არ მყავს. ისღა დაგვრჩენია მომავალ ორშაბათს და სხვა ნიჭიერებს დაველოდოთ :))))

6 thoughts on “ნიჭიერი – ახალი სეზონის I გადაცემა

    temko said:
    March 20, 2012 at 22:47

    ჩემი აზრით პირველ გადაცემას “უნიჭოების კონკურსი უნდა ერქვას” რადგან სპეციალურა დ ჰქონდათ ამოკრეფილი ისეთი მომენტები საერთოდ კაცმა რომ არ უნდა გაუშვას.
    დუტას ცინიზმს ვერ ვიტან,ყველას დასცინის და ამცირებს. ან იმ ხალხს პატრონი არ ჰყავს თავს რომ იდებილებენ მთელი საქართველოს წინაშე?

      Mystic D responded:
      March 21, 2012 at 00:27

      რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებს სპეციალურად უშვებენ რადგან ხალხში ასეთი სანახაობები პოპულარობით სარგებლობს- ჩვენ ხომ გვიყვარს სხვების დაცინვა. რაც შეეხება მონაწილეებს, ალბათ მათი სურვილია, რომ ასეთი გზით გახდნენ პოპულარულები.

    kinogurmani said:
    March 22, 2012 at 15:28

    ყველაზე წარმატებული მართლა საქართველოშია… რატო? იმიტო რო არ არი სხვა საინტერესო რამ… არაფერი არ არი რო გადართო და გული გადააყოლო!😦 მართლა ყველა ელოდებოდა მაგიტო… თორე ისე დიდი არაფერი შოუ არ არი😀

      Mystic D responded:
      March 22, 2012 at 15:41

      ხო, ისე ეგეც მართალია. მაგრამ, დაზუსტებით მაინც ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ ქართული “ნიჭიერი” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული “ნიჭიერებიდან” ყველაზე წარმატებულია. მე რა ვიცი, იქნებ სხვა ქვეყნებშიც არ არი ბევრი გულის გადასაყოლებელი სატელევიზიო პროგრამები და ხალხი იქაც ჩვენსავით ელოდება “ნიჭიერს” ?!🙂

        kinogurmani said:
        March 22, 2012 at 16:58

        ჩემი აზრით ერთი ისიცაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა თავის ნაცნობის დანახვას ელოდება🙂 თან დიდი ტელესივრცე ნამდვილად არ გვაქვს და კონკურენცია დაბალია ასე რომ გვინდა თუ არ გვინდა ყველა გადაცემის ერთხელ ყურება მაინც გვიწევს🙂

    […] რაც შეეხება მონაწილეებს, შევეცდები  ყველაზე გამორჩეულებზე გავამახვილო ყურადღება. 1-ლი მონაწილე – სერგო ჩხეიძე(პაპა):  არ ვიცი ამ ადამიანის ცეკვა რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება, მაგრამ მონდომებით დამუშავებული ილეთები და გამჭოლი მზერა მართლაც შთამბეჭდავი იყო  . განაგრძე კითხვა […]

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s