გოგონა გარეუბნიდან თუ დიდი გაუგებრობა იმედისაგან ?!

Posted on Updated on

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წლის გაზაფხულზე ტელეკომპანია იმედმა ამერიკული სატელევიზიო სერიალის “უშნო ბეტის(Ugly Betty)” ქართული ანალოგი შემოგვთავაზა. როდესაც იმედის არხზე ახალი სატელევიზიო პროექტის ანონსი გავიდა, მაშინვე დავინტერესდი და მოუთმენლად ველოდი პირველ სერიას-ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც. სერიალის სახელწოდება რატომღაც თავიდანვე არ მომეწონა. არცერთ სერიაში არ ყოფილა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ თამუნა (ქართველი უშნო ბეტი)გარეუბანში ცხოვრობდა, ამას მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე თუ გავიგებდით. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სერიალმა ყველა დაგვაინტერესა და რაღაც დოზით ჩაგვითრია კიდეც. მაგრამ, გავიდა დრო და გოგონა გარეუბნიდან-ის მთავარი გმირი თამუნა ცოტა გვერდზე “ჩააჩოჩეს” და მთავარ როლში ანჩო(რუსუდან მაყაშვილი) მოგვევლინა. ანჩოს გმირის წინა პლანზე წამოწევა მომგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდა სერიალისთვის, რადგან ამ გმირს სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ, მალევა გამოუჩნდა უამრავი თაყვანისმცემელი. მისმა ფრაზებმა მთელი საქართველო მოიარა და ყველას პირზე ეკერა.

მე-5 სეზონის მსვლელობისას აშკარა გახდა, რომ სერიალი უწინდებურად რეიტინგული აღარ იყო და საზოგადოებისათვის ცოტა მოსაბეზრებელიც კი გახდა. საჭირო იყო ისტორიის ლოგიკური დასასრული, რადგან არ შეიძლებოდა ეს პროექტი უსასრულოდ გაგრძელებულიყო. მაგრამ, ნაცვლად ლოგიკური დასასრულისა მივიღეთ სრულიად ალოგიკური გაგრძელება – გოგონა გარეუბნიდან MED-ER.

როგორც ჟურნალ “რეტინგთან” საუბრისას ღამის შოუს სტუდიის პროდიუსერმა ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, წინა სეზონის წარუმატებლობა მთავარი გოგონას სიუჟეტის ამოწურვამ გამოიწვია და ყველაფრის შეცვლა გახდა საჭირო. “სერიალის “გოგონა გარეუბნიდან” წინა სეზონებში სცენარისტებს ძალიან გვიჭირდა სიუჟეტის მოფიქრება, მიუხედავად იმისა, რომ “ტელევიზიონშჩიკები” ვართ და კარგად ვიცით შიდა სამზარეულოს ამბები”- განაცხადა მან.

აშკარაა,სერიალის შემქმნელებმა მოქმედება კლინიკაში იმიტომ გადაიტანეს, რომ ზოგადად კლინიკის თემა ამერიკულ ტელესივრცეში საკმაოდ აქტუალურია: ექიმი ჰაუსი, გრეის ანატომია და სხვა. თუმცა ამ ცვლილებამ ვერ გაამართლა. ამ სეზონში თითქმის ყველაფერი თავდაყირა დადგა და განახლებული სერიალი კი არა დიდი გაუგებრობა დაიწყო. წინა სეზონებში სერიალის შინაარსი ცოტათი მაინც თუ ამართლებდა პროექტის სათაურს(გოგონა გარეუბნიდან), ახლა საერთოდ აღარ შეეფერება მას. არაპროფესიონალი მსახიობები(რომლებსაც არაპროფესიონალიზმი საგრძნობლად ეტყობათ) და ხელოვნური დიალოგები ამ სეზონში ჭარბადაა. ასევე ჭარბად და შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი არის ანჩოს “მაიმუნობები”, რომლებიც ისეთი სასაცილო აღარ არის როგორიც ადრე იყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამერიკაში Ugly Betty 2006-2010 წლებში გადიოდა და სულ 4 სეზონს ითვლის. ხოლო “გოგონა გერეუბნიდან”-ის შემქმნელებმა კი 2010-2012 წლებში ანუ სულ 2 წლის განმავლობაში, უკვე 5 სეზონის გადაღება და გაშვება მოახერხეს. დაჩქარებული ტემპით მუშაობამ როგორც ჩანს სერიალის ხარისხზე და რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა. სერიალისათვის წელიწადში 2-3 სეზონი ამერიკულ ტელესივრცეში წარმოუდგენელი შემთხვევაა რადგან იქ არსებობს ალტერნატიული ტელე-შოუები, რომლებიც ამა თუ იმ სერიალს სეზონიდან სეზონამდე ჩაანაცვლებს. დროის ამ პერიოდს კი, რომელიც ჩვეულებრივ 4-6 თვე გრძელდება,სერიალის შემქმნელები თავიანთი პროექტის გაუმჯობესაბასა და განვითარებას ახმარენ, რათა ახალი სეზონი წინაზე რეიტინგული გამოუვიდეთ. როგორც ჩანს ასეთი ალტერნატიული პროექტი იმედს არ გააჩნდა, რამაც სერიალის სეზონებს შორის პაუზა მინიმუმამდე დაიყვანა და მის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა.

Advertisements

12 thoughts on “გოგონა გარეუბნიდან თუ დიდი გაუგებრობა იმედისაგან ?!

    ninoketiladze said:
    March 7, 2012, 19:51

    მოდი ცოტაც მოვიცადოთ შაკო და უფრო საინტერესო გაგრძელებას დაველოდოთ,რადგან ჯერ კიდევ ჰყავს ამ სერიალს ერთგული მაყურებლები და ამიტომაც ვერ ვიტყვით ,რომ არალოგიკურმა გაგრძელებამ ეს სერიალი “გააფუჭა”,თუმცა მეც ვთვლი,რომ წინა სეზონებმა ხალხი უფრო დააინტერესა,რაც ამჟამინდელს არ გამოუდის,თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის…

      Mystic D responded:
      March 7, 2012, 21:35

      უკვე 3 თუ 4 სერია გავიდა და ამ სეზონის ბედ-იღბალი მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია. ასე რომ, მე პირადად არ მგონია ყველაფერი წინ იყოს.

    ninoketiladze said:
    March 7, 2012, 22:42

    ჩემი აზრით 3-4 სერია ჯერჯერობით არაფერს წყვეტს,მომავალი გვიჩვენებს:D

    M.K. said:
    March 8, 2012, 22:50

    მე პირადად კარგად ვერთობი ამ ახალი სეზონით. ერთადერთი გაუგებრობა სათაურია და მგონი კარგი იქნება, თუ რომელიმე პერსონაჟს (მაგალითად, იმ ექთანს ხაშურიდან) მიაწერენ გარეუბნელობას, ცოტა მეტ როლს დაუთმობენ სერიალში და სათაურიც გამართლებული იქნება მერე (imho)

    Luka Floyd said:
    March 9, 2012, 22:05

    ახალ შუა ქალაქზეც მაგას ამბობდნენ ჩაუვარდებათ სეზონიო მარა მე აი ძველი შუა ქალაქელების ბოლო სეზონს ეს მირჩევნია ათასჯერ , იმიტომ რო ისინი უკვე 6 წელი თამაშობდნენ და უკვე ყველანაირი სცენარი ქონდათ ნათამაშები

    L.K said:
    March 11, 2012, 23:32

    Me piradad bolo seria dzalian momewona, didi xania ase ar mixalisia… Dzalian momwons axali sezoni da moutmenlad veli shemdeg seriebss : )))) axali msaxiobebic momwons : ))

    Kristi said:
    March 13, 2012, 23:39

    ragacebshi getanxmebi tumca es sezoni momwons da mgonia rom ufro da ufro gamoswordeba 🙂

    tami said:
    April 14, 2012, 21:22

    oh rogor getanxmebi?tavidanmsiamovnbda yurebs, shemdeg ki chaabandzes rogorc yoveltvis

      Mystic D responded:
      April 15, 2012, 02:56

      ხო, მეც ვფიქრობ, რომ ჩააბანძეს. თუმცა, როგორც კომენტარებიდან ჩანს ბევრი არ გვეთანხმება 🙂

        tami said:
        April 15, 2012, 09:11

        ვისაც მოსწონს უყუროს მერე…:)

        Mystic D responded:
        April 15, 2012, 14:23

        🙂 🙂 🙂

    mari said:
    October 14, 2012, 21:51

    me axali upro momcons dzveli daan mosackeni iyo ukve erti da igivve yvelaperi meore siaxle uketesia chemi azrit

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s