Aston Classical

Posted on Updated on

Aston- ეს არის 2009 წელს ჩამოყალიბებული ავსტრალიური ბენდი, რომელიც  კლასიკურ ჟანრში მოღვაწეობს. მათი ძირითადი მიმართულება ცნობილი თანამედროვე და ასევე კლასიკად ქცეული ჰიტების არანჟირების შეცვლა და მათთვის კლასიკური სახის მიცემაა. ეს საქმე ჯგუფს ძალიან კარგად გამოსდის და სწორედ ამიტომ მათი მუსიკალური ხედვა ყველასათვის ადვილად გასაგები ხდება. ბენდმა კლასიკურ სტილში დაამუშავა ისეთი სიმღერები როგორიცაა: ლეიდი გაგას “Telephone”, “Born This Way”; ბიონსეს “Halo”; ქოლდფლეის “Viva La Vida” და სხვა. საზოგადოებისათვის ყველაზე ცნობილ და საყვარელ სიმღერებს, მათ სრულიად განსხვავებული არანჟირებისა და ვირტუოზი მუსიკოსების დახმარებით ახალი სიცოცხლე აჩუქეს.

ჯგუფი 6 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი 23-24 წლისაა. მათ ერთმანეთი სიდნეის მუსიკალურ კონსერვატორიაში გაიცნეს ( რომელიც ყველაზე ცნობილი მუსიკალური სასწავლებელია ავსტრალიაში) და საერთო ენა მალევე გამონახეს.

2010 მათი წარმატების წელი გამოდგა.  Aston გამოდიოდა სხვადასხვა ტელე-შოუებში და მალევე მოიპოვა ხალხის სიმპათია. ერთხელაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა Daniel Luscombe-მა გადაწყვიტა ლეიდი გაგას “Telephone”-ის თავიანთი ვერსია YouTube-ზე აეტვირთა. საიტზე განთავსებიდან ორი კვირის განმავლობაში სიმღერა 700 000-ზე მეტმა მნახველმა მოისმინა. ამის შემდეგ მათი ნამუშევარი ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა Perez Hilton-მა თავის ბლოგზე დაპოსტა, რითაც Aston ამერიკელ მსმენელებსაც გააცნო. საბოლოო ჯამში Aston-ის “Telephone” ავსტრალიის წლის ყველაზე ნახვადი ვიდეო გახდა YouTube-ზე და მისი დახმარებით ჯგუფმა მთელ მსოფლიოში გაიჩინა თაყვანისმცემლები.

2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი – Aston. ალბომში შესულია 13 ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერის კლასიკური ვერსია.

Aston-მა შეძლო და მოახერხა ახალგაზრდების დაინტერესება კლასიკური მუსიკით.თინეიჯერები რომლებიც უსმენენ ლეიდი გაგას, რიანას, ადელს და სხვა თანამედროვე მომღერლებს, დაინტერესდნენ თავიანთი საყვარელი სიმღერების კლასიკური ვერსიებითაც და როგორც მათი შეფასებებით და კომენტარებით ვიგებთ, აღფრთოვანებულნი არიან Aston-ის შემოქმედებით. მეორეს მხრივ მოხდა ის, რომ უფროსი თაობა, რომელსაც სძულს “დედა მონსტრი” და მისთანები, კლასიკური ვერსიების დახმარებით უფრო ახლოს იცნობს თანამედროვე მომღერლების შემოქმედებას.

Aston-ის ბოლო ნამუშევარი, რომელიც მსმენელზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, არის “The Monster Symphony”, სადაც ლეიდი გაგას 5 სიმღერის კლასიკური ვერსიის ფონზე შექმნილია მხატვრული სიუჟეტი. მუსიკისა და სიუჟეტის არაჩვეულებრივი კომბინაცია, ამ ვიდეოს ერთდროულად სასიამოვნო მოსასმენსა და საინტერესო საყურებელს ხდის.

Aston on   Facebook ;  Twitter;

Official Site: astonmusic.bandcamp.com

3 thoughts on “Aston Classical

    Nin said:
    January 19, 2012 at 21:03

    dzalian momewona! gansxvavebuli da originaluria❤

    Ani Fxakadze said:
    January 19, 2012 at 22:49

    namdvilad ar vicodi amati arsebobis shesaxeb . dzalian magrebi arian !!! :))))

    Keti said:
    January 20, 2012 at 21:50

    WoW ! dzalian magaria !

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s