WTF? – Awards 2011

Posted on Updated on

WTF?- AWARDS 2011

წელს WTF დაჯილდოება პირველად ტარდება და ალბათ ყოველწლიურ სახეს მიიღებს. 13 ნომინაციაში გამარჯვებულ პიროვნებებსა თუ მოვლენებს ამ პოსტში გაეცნობით. პოსტის ბოლოს თქვენ ნახავთ პრიზს რომელსაც ისინი მიიღებენ. დაჯილდოებას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია WTF. ლიცენზიის ნომერი 19260596.

1. წლის ყელში ამოსული სახე

მიუხედავად იმ ფაქტორისა რომ რამდენიმე სერიოზული კონკურენტი ნამდვილად ყავდა, დავით არჩვაძემ შეძლო და ყველა მათგანი ჩამოიშორა. შედეგიც სახეზეა, მან გაიმარჯვა ნომინაციაში- წლის ყელში ამოსული სახე.ის ყველგან იყო ტელევიზია, პრესა, რადიო, ინტერნეტშიც კი შეამოაღწია. რუსთავი 2 და იმედი კი ამ ადამიანის ყველაზე აქტიური გამშუქებლები არიან. დავით არჩვაძე შეუცვლელი ატრიბუტია ისეთი გადაცემებისთვია როგორიცაა პროფილი და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ.

2.  წლის მკერდმოგლეჯილი

3. წლის სნაიპერი

ვის, ვის უნდა გაემარჯვა ამ ნომინაციაში თუ არა ამ ადამიანს. ადამიანს რომელიც საუკეთესოდ უსწორდება თავის მოწინააღმდეგეს. მას ვერავინ შეედრება ჩანგლის სროლაში. საყვარელი სამიზნე- ადამიანის არტერია. საყვარელი ფერი- ყვითელი. რა თქმა უნდა ეს გახლავთ ლალი მოროშკინა. ის ნამდვილად უკონკურენტო იყო ამ ნომინაციაში. ვულოცავთ ლალის გამარჯვებას :*

 

4. წლის მსხვერპლი

შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა ალბათ არავისთვის არ იქნება გასაკვირი. ნომინაცია წლის მსხვერპლი… და გამარჯვებულია… თაკო ფხაკაძე. ვულოცავთ მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას :*

5. წლის დედა

LICIA RONZULLI (ლიცია რონზული)-იტალიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროპარლამენტში. ლიციას მისი შვილი ყოველთვის თან დაჰყავს და გამონაკლისი არც ევროპარლამენტის სხდომებია.

6. წლის წიგნი

რამდენიმე თვის წინ ამ წიგნმა მთელი ქართული ბლოგოსფერო დაიპყრო. ბლოგერი არ დარჩენილა ვისაც ამ ნაწარმოებზე არ დაუწერია პოსტი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მხრიდან ნამდვილად კარგი მარკეტინგული ნაბიჯი იყო პიარის გასაკეთებლად. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე ცნობადი და წაკითხვადი წიგნია. წიგნმა გაიმარჯვა ნომინაციაში წლის წიგნი.

7. წლის ჩავარდნა

რენი ჰარლინის ბოლო ნამუშევარს არც დიდმა პიარმა უშველა და არც პომპეზურმა პრემიერამ. აგვისტოს 5 დღე როგორც ფილმი ჩავარდა. ეს უნდა ყოფილიყო ნამუშევარი, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა რუსეთ-საქართველოს ომის რეალური სურათი. თუმცა აშკარაა რომ ფილმი წარუმატებელი გამოდგა. ერთი-ორი საშუალო ჰოლივუდური დაბომბვა, სროლის უგემოვნო სცენები და სუსტი სცენარი ცხადყოფს რომ რეჟისორმა უგულოდ, მოვალეობის შესრულების მიზნით გადაიიღო ეს ფილმი.

8. წლის სკანდალი: იხ. ნომინაცია #2

9. წლის ტროლი ჟურნალისტი

არსებობენ ჟურნალისტები და არსებობს ნოდარ მელაძე. ჩვენ გვახსოვს მისი არაამქვეყნიურად აღსაღტკინებელი სიუჟეტები და ახლა უკვე გვაქვს ბედნიერება ვიხილოთ მისი გადაცემა, რომელიც ისეთივე ცხელია როგორც ადუღებული წყალი. სამწუხაროდ ორივე მათგანი რამდენიმე წუთში გაციებას იწყებს და მერე უკვე ადუღებულის კიარა ანადუღარის სახელს ატარებს.

10.  წლის ეპატაჟურობა

ის ყველას აოცებს თავისი ეპატაჟურობით. მას შეუძლია ერთი შეხედვით მონუსხოს ყველა და ყველაფერი. ეს ქალბატონი გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი წერის მანერით. იგი სოც.ქსელების ნამდვილი დედოფალია. მის სიტყვებსა და გამოთქმებზე დღევანდელი სოც.თაობა იზრდება. ნომინაციაში წლის ეპატაჟურობა გაიმარჯვა… მარინა შიუკაშვილმა.

11. წლის FASHION მოვლენა: fashion house  ქუთაისი

12. წლის დეზინფორმატორი


იმედი გვაქვს, რომ ამ ორ დეზინფორმატორს ერთმანეთში ჩხუბი არ მოუვათ, რადგან ორივენი უპირობო ლიდერები არიან. მათ მხოლოდ რამდენიმე ხმით ჩამორჩება ტელეკომპანია იმედი. გამოკითხული საზოგადოება ერთხმად აღიარებდა, რომ ჩიტი და რუსთავი 2 შეუდარებელნი არიან თავიანთ საქმეში. ერთ-ერთი გამოკითხული: “ამ ნომინაციაში მე რა თქმა უნდა რუსთავი 2-ს დავასახელებ. ეს ხომ ის ადგილია სადაც ახალი ამბები კეთდება. ვფიქრობ ის ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.”

13. წლის ადამიანი

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახლახან გამოჩნდა, მისი სახელი ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებს არ ტოვებს. მასზე ლაპარაკობენ სოფელსა თუ ქალაქში, მთასა თუ ბარში. მან გამოაღვიძა ჩაძინებული ქართული პოლოტიკა, სადაც ყოველთვის ის ერთადერთი იმარჯვებდა.მართალია,ჩვენ არ ვიცით პროდასავლელია იგი თუ პროჭორვილილი, მაგრამ თამამად შეიძლება ვთქვათ რომ ის ნამდვილად არის წლის ადამიანი.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთ საჩუქრად გადაეცემათ ორიგინალური საჩუქარი, რომელიც სპეციალურად ჩვენი დაჯილდოებისათვის დამზადდა… 

One thought on “WTF? – Awards 2011

    Ibi said:
    December 27, 2011 at 22:23

    კარგი იყო ))

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s