კიდევ კარგი აქ დავიბადე

Posted on Updated on

ყოველთვის ვფიქრობდი: ნეტავ ამერიკაში დავბადებულიყავი, იქ ხომ ცხოვრება სხვანაირია-რა თქმა უნდა უკეთესი. ვოცნებობდი მქონოდა უფრო მეტი ვიდრე მაქვს, მქონოდა უკეთესი ცხოვრება, უკეთესს ქვეყანაში- თუნდაც ამერიკაში. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა აქ რომ “გამომგზავნა”, რადგან შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო. შეიძლებოდა აფრიკის რომელიმე უღარიბეს ქვეყანაში დავბადებულიყავი და შიმშილით მოვმკვდარიყავი ან ავღანეთში (ან რამე ასეთში) და ომისა და იარაღის მეტი არაფერი მცოდნოდა.
ასე შორს წასვლაც არ არის საჭირო. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოფელში ვიყავი 3 დღით.ჩემი შეფასებით ეს სოფელი ყველაზე რთულად საცხოვრებელია იმ სოფლებს შორის სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ამ სამ დღეში ისეთი რაღაცები ვნახე რომ ჩემი ქალაქური ცხოვრება, იქაურ ცხოვრებასთან შედარებით ზღაპრად მომეჩვენა.მაგალითისათვის, როდესაც ვხედავდი როგორ მიდიოდნენ იქაურები მაღაზიაში, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე იყო, ჩემი თავი მახსენდებოდა როცა სახლის წინ მდებარე მაღაზიაში წასვლაზე ვწუწუნებ ხოლმე.
კიდევ კარგი აქ დავიბადე – ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. საქართველო ამერიკას ბევრად ჩამოუვარდება ძალიან ბევრ რამეში და არც ქუთაისია ნიუ-იორკი მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ბევრი სხვა ქვეყანა ჩვენზე უარეს დღეშია. ასე რომ ნუღარ ვიწუწუნებთ ჩვენი დაბადების ადგილის უვარგისობაზე და ღმერთს მადლობა ვუთხრათ რომ აქ “გამოგგვგზავნა” .

6 thoughts on “კიდევ კარგი აქ დავიბადე

    Keti said:
    September 1, 2011 at 21:37

    ჩამოუვარდებაო, – ამბობ? კარგი რა! შენი ფოტო სულ სხვა რამეს ამტკიცებს: ჭყეტელა და მყვირალა ნიუ-იორკი სოლიდურ და ეგზოტიკურ ქუთაისთან პირდაპირ უგემოვნობის ნიმუშია. აი, ასე!

      Mystic D responded:
      September 1, 2011 at 22:01

      ეგ სოლიდური და ეგზოტიკური ქუთაისი (და თუგინდ “ველურულიც”) მხოლოდ გარედან ჩანს ეგეთი.ეგ უბანი მე თუ მკითხავ თავიდან არის გასაკეთებელი და ზოგ ადგილას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არც დაუმთავრებიათ მაგ ადგილების გარემონტება. აი, ასე !

    Keti said:
    September 2, 2011 at 10:34

    გარემონტების და მოვლის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არც მე ვარ – უბრალოდ, ესთეტიკური მხარე შევადარე.

    Keti said:
    September 2, 2011 at 10:35

    თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ.

      Mystic D responded:
      September 2, 2011 at 10:57

      არადა ყველაზე მეტს სწორედ გემოვნებაზე დაობენ🙂

    Sxvanairy said:
    January 21, 2012 at 17:05

    gmerto madloba rom qartveli var …dzalian miyvars da menatreba chemi saqartveloo sadac davibadee :*******

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s