გოგონა დრაკონის ტატუთი

Posted on Updated on

ამ წიგნს პირველად ინტერნეტში გადავაწყდი და მაშინვე დამაინტერესა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ რომელიმე ამერიკული საიტიდან მისი გამოწერა დიდ პრობლემად შემექმნებოდა.  მოკლედ, იმ აზრზე დავრჩი რომ კიდევ დიდხანს ვერ წავიკითხავდი. მაგრაამ…………………………მოხდა სასწაული და ორი კვირის წინ elva.ge-ზე აღმოვაჩინე ქართულად ნათარგმნი ჩემი საოცნებო წიგნი, რომელიც თურმე სულაკაურის გამომცემლობას გამოეცა. ერთი კვირის შემდეგ შევიძინე…

შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკი ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი… ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება…

მართლაც რომ წარმოუდგენელი შედეგით სრულდება…  ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივი  რომელიც ოდესმე წამიკითხავს. თუმცა ეს სულ ასეა: ყველა ახალი წიგნი რომელსაც წაიკითხავ წინაზე უკეთესი გგონია, როცა სინამდვილეში წინა წიგნმაც არანაკლებ დაგაინტერესა და ჩაგითრია.  ამ წიგნის ყველა პერსონაჟი რაღაცით გაწონებს და გაყვარებს თავს. ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი გოგონაა დრაკონის ტატუთი რომელმაც ჩემში დიდი სიმპათია გამოიწვია თავისი უხეში ხასიათითა და “სიგიჟით” .

შეხვედრაზე გოგონა შავი მაისურით გამოცხადდა, რომელზეც ეშვებიანი უცხოპლანეტელი იყო გამოსახული და ქვეშ ეწერა: I am also an alien . დაფლეთილნაწიბურებიანი შავი კაბა და გაცვეთილი, ვიწრო ტყავის ქურთუკი ეცვა, წელზე ტყავისავე ქამარი შემოერტყა. “დოკ მარტენის” მძიმე ჩეგმებით მობრაგუნდა. ჰორიზონტალურზოლებიანი , გრძელი წითელ-მწვანე წინდებიც მოუჩანდა. ისეთი მაკიაჟი გაეკეთებინა, იფიქრებდით, დალტონიკიაო…

მოკლედ ასეთი “გიჟი” იყო  გოგონა დრაკონის ტატუთი მაგრამ ამ ყველაფრის უკან იმალება ცოტათი თავისებური, უნიჭიერესი გოგონა ფოტოგრაფიული მეხსიერებით, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოვლენების განვითარებაში.

დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

წიგნის კითხვისას საოცრად მომინდა შვედეთში ყოფნა . სტოკჰოლმი, ჰედესტატი და კუნძული ჰედები. როგორც ვიკიპედიამ მითხრა ჰედესტატის გარდა წიგნში ნახსენები ყველა ქალაქი თუ სოფელი რეალურია. თუმცა როდესაც ჰედები დავგუგლე გერმანიის კუნძული ამომიგდო.

წიგნის ავტორი, სტიგ ლარსონი  15 წლის ასაკში გახდა თვითმხილველი ახალგაზრდა  გოგონას გაუპატიურებისა. მან მისი დახმარება ვერაფრით შეძლო და ეს საკუთარ თავს ვერასოდეს აპატია. გოგონას ლიზბეთი ერქვა, როგორც მისი წიგნის გმირს–გოგონას დრაკონის ტატუთი, რომელიც ასევე გახდა გაუპატიურების მსხვერპლი. ლარსონის წიგნებში ქალებზე ძალადობის თემას ხშირად შეხვდებით.


“გოგონა დრაკონის ტატუთი” (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”) პირველი წიგნია ე.წ “მილენიუმის ტრილოგიისა” , რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო- ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.

ველოდები ტრილოგიის სხვა წიგნების გამოცემასაც! ასე რომ გამომცემლობას ვთხოვ იჩქაროოს!!!!!!🙂

10 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი

    anip9 said:
    July 20, 2011 at 20:43

    დამაინტერესა….. აუცილებლად წავიკითხავ ))

    სოფო said:
    July 20, 2011 at 23:53

    მაინტერესებს მეც. ფილმიც ალბათ ამ წიგნის მიხედვითაა გადაღებული არა? ახლა ამერიკულ რიმეიქს იღებენ.

    tatatatuli said:
    July 21, 2011 at 13:05

    საინტერესოა, ძალიან მომინდა წაკითხვა.

    როდე said:
    August 8, 2011 at 17:32

    დამაინტერესა, მით უმეტეს, სკანდინავიელია. აუცილებლად წავიკითხავ.

    Mari Buadze said:
    August 9, 2011 at 02:23

    exla vkitxulob … dzalian momwons <3<3

    Ekka Vanidze said:
    April 4, 2015 at 22:55

    udzalianmagresii wignia ! chemircchevaa waikitxot ! filmsac vuyure magram wigni sulsxvaa ! waikitxet auucileblad❤ ^_^

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s