სოფია კოპოლა Weekend

Posted on Updated on

ასეთი ჩვეულება მაქვს- თუ ვინმე საინტერესო რეჟისორს გადავაწყდები, რომლის ფილმები ნანახი არ მაქვს, კომპიუტერში ვიწერ რამოდენიმე მათგანს და შემდეგ რომელიმე შაბათ-კვირას ან ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაში ვუყურებ. შესაბამისად ზოგჯერ weekend-ია ზოგჯერ week.

შეიძლება ითქვას სოფია კოპოლა ახლა აღმოვაჩინე. ადრე მქონდა ნანახი “მარია-ანტუანეტა” თუმცა არ მახსოვდა რომ რეჟისორი კოპოლა იყო. შესაბამისად, გადმოვწერე მისი დანარჩენი 3 ფილმი (სულ 4 აქვს) : “თვითმკვლელი ქალიშვილები” (The Virgin Suicides), “თარგმანში დაკარგულნი”(Lost in Translation) და “სადღაც” (Somewhere).  ამ შაბათ-კვირას ვერ მოვასწარი სამივე ფილმის ნახვა და  ამიტომაც სოფია კოპოლას უიქენდი სამშაბათამდე გამიგრძელდა.🙂

The Virgin Suicides

სურათი ჯეფრი ევგენიდისის რომანის მიხედვით არის გადაღებული.  ფილმში მოთხრობილია ამბავი სამაგალითო კათოლიკური ოჯახისა, სადაც მშობლების გადამეტებულ წესრიგისადმი სწრაფვას, ღვთის ავადმყოფურ შიშსა და სიყვარულს, დები ლისბონები ეწირებიან, ისინი თავს იკლავენ.

ამ ფილმმა ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დასასრულიც შესაფერისი ჰქონდა. თუმცა, ეს ამბავი რომ რეალურ ცხოვრებაში მომხდარიყო მე მაინც ვიტყოდი, მიუხედავად იმისა რომ მათი სახლი არ იყო სავსე სიყვარულით, მიუხედავად იმისა რომ გოგონები სახლში იყვნენ გამოკეტილები,  მიუხედავად ყველაფრისა მათ თავი არ უნდა მოეკლათ! უბრალოდ უნდა მოენახათ გამოსავალი თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირვებოდა. მე მაინც ვფიქრობ რომ სიკვდილი (თვითმკვლელობა) საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ფილმს ეს ყველაფერი უბრალოდ მოუხდა.

Lost in Translation

“თარგმანში დაკარგულნი” – ეს არის მოსაბეზრებელი ამბავი მოწყენილ ადამიანებზე. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. სურათში ყველა ის ემოციაა აღწერილი რომელიც მარტოსული პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი. მოქმედება ტოკიოში ვითარდება. ქალაქში, რომელიც საოცრად ერწყმის ფილმის შინაარსს და მარტოობის განცდას ამძაფრებს. ფილმი ქმრისაგან მივიწყებული ქალის და ხალხისგან მივიწყებული მსახიობის ურთიერთობაზეა რომლებიც ერთმანეთს სატუმროში გაიცნობენ. მიუხედავად იმისა რომ საათისა და 40 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე უბრალოდ მოვიწყინე, ფილმმა მაინც დადებითად დამმუხტა და დამაფიქრა კიდეც.

ფილმმა(კოპოლამ) 2004 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო სცენარისათვის.

Somewhere

კოპოლას ბოლო ფილმი ლოს-ანჯელესშია გადაღებული და ძირითადი მოვლენები ისევ სასტუმროში ვითარდება. ფილმი ამჯერადაც ისეთ ადამიანზეა რომელსაც ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისათვის მაგრამ მაინც სევდისა და მოწყენილობისგან იტანჯება . ფილმის მთავარ გმირს, ჯონი მარკოს არ აკლია პოპულარობა , ფული, ქალები მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც უბედურია. მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის ქალიშვილი (Elle Fanning) რომელთანაც მას რამდენიმე დღის გატარება მოუწევს.  ფილმი ძალიან ბევრი რამით გავს Lost in Translation-ს. ორივე საკმაოდ სევდიანი და ხშირ შემთხვევაში მოსაწყენიც კია.  მაგრამ ამავე დროს სასაცილოც არის და რაღაცნაირად თბილიც🙂 მოკლედ, მიუხედავად იმის რომ ამ ფილმში იმხელა პაუზები იყო facebook-ზე შესვლას და  notification-ების ნახვასაც კი მოასწრებდა კაცი, მაინც ვთვლი, რომ ამ კინოში არის რაღაც ისეთი რის გამოც ღირს მისი ნახვა.

ფილმა მიიღო ოქროს ლომი კანის კინო ფესტივალზე რასაც ძალიან ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი აღმოჩენით (სოფიას ვგულისხმობ), დრო ტყუილად არ დამიხარჯავს.

One thought on “სოფია კოპოლა Weekend

    anip9 said:
    July 14, 2011 at 15:17

    მე მიყვარს ამ ქალის ფილმები . რაღაც განსხვავებულია🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s