ზაფხული ყველას როდი უყვარს !!!

Posted on Updated on

დადგა ნანატრი ზაფხული (დიახ, სწორედ ახლა დადგა, რადგან მისი შესაფერისი ამინდები სულ რამდენიმე დღეა რაც არის) . ზაფხული ადამიანთა უმეტესობისათვის წელიწადის საუკეთესო დროა . თინეიჯერებისათვის : თავისუფლება (3 თვე სკოლის გარეშე), დასვენება, მზე, ზღვა და ჯეოსელი . ჯეოსელი სიტყვამ მოიტანა თორე ისე ნებისმიერ მობილურ ოპერატორს შეუძლია მისი ადგილის დაკავება და + ინტერნეტი. დიდებისათვის (მშობლებისათვის) : დასვენება,(ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამსახურიდან და არა შვილებიდან) + გადასახადების შემცირება (ზაფხულში გათბობის ჩართვა ლოგიკურად აღარ გვიწევს). თუმცა სწორედ აქ გამოჩნდება ხოლმე საფულის კიდევ ერთი მტერი – კონდიციონერი (თუ რა თქმა უნდა მისი შეძენის საშუალება გაქვთ).  მაგრამ საერთო ჯამში წელიწადის ეს დრო მაინც ყველას უყვარს…

ყველას ჩემს გარდა!  არა არც ძალიან  მძულს ! კი, კარგია  მეგობრები, გართობა, დასვენება , მზე, ზღვა და ჯეოსელი მაგრამ ჩემთვის მაგალითად, ზაფხული ძალიან მოსაბეზრებელია.  წელიწადის ამ დროს მაქვს უამრავი თავისუფალი დრო და ხშირად დღე ისე გადის რომ ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ. ვიღვიძებ 1-2 საათზე და ვიძინებ ღამის 2-3 საათზე.  სკოლის პერიოდი ( ზაფხულის 3 თვის გამოკლებით წელიწადის დანარჩენი ნაწილი ჩემთვის ასე აღიქმება) უფრო აქტიურია, ვხვდები უფრო მეტ ხალხს და საერთოდაც უფრო აზრიანად ვცხოვრობ🙂.   ზაფხულის ცხელ, აუტანელ დღეს კი შემოდგომის ან გაზაფხულის მზიანი მაგრამ ამავე დროს გრილი დღე მირჩევნია. ზამთარში შეგცივდება- უფრო მეტს ჩაიცმევ, რაღაცას მოახერხებ რომ გათბე. ზაფხულში კი მაქსიმუმ მაისური გაიძრო და ისე იარო მაგრამ მაინც რომ გცხელა ?! თან კიდევ ეს კოღოები… თქვენთან არვიცი და ჩემთან მრავლად არიან🙂

თუმცა, არც ასეთ სანაპიროზე ნებივრობაზე ვიტყოდი უარს ზაფხულის ერთ მშვენიერ აუტანლად ცხელ დღეს🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s