5 ივნისი – ასრულებული ოცნება!

Posted on Updated on

ამ პოსტში  ერთ-ერთი წინასასიკვდილო ოცნება იყო : ჩემი ერთ-ერთი    აუსრულებელი ოცნებაა (თუმცა შეიძლება რამდენიმე წელიწადში ასრულდეს კიდეც)  ქუთაისში თუ არა თბილისში მაინც , კინოს პრემიერაზე ჩამოვიდნენ და წითელ ხალიჩაზე გაიარონ ჯულია რობერტსმა , ჯონი დეპმა, ჯენიფერ ენისტონმა და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა თუნდაც ანჯელინა ჯოლიმ . (ამ დროს მე ჰოლივუდში გავივლი წითელ ხალიჩაზე :) )                                                                                                            როგორც გაზეთ “პრაიმ თაიმი”-დან გავიგე ( ტელევიზიიდან დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია) 5 ივნისს დაგეგმილ რენი ჰარლინის ფილმ აგვისტოს 5 დღის პრემიერაზე თბილისში ჩამოვლენ ფილმის რეჟისორი , ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემრულებელი მსახიობი (ყველაზე ცნობილი სხვა დანარჩენებს შორის ) ენდი გარსია და არც მეტი არც ნაკლები მსახიობი შერონ სტოუნი. როგორც გავიგე მსახიობი დაინტერესებულა ამ ფილმით და აპირებს თბილისში ორი დღე დარჩეს. ფილმის პრემიერის შემდეგ , რომელსაც პირველად საქართველოში აჩვენებენ, შერონ სტოუნი  იმ საქველმოქმედო ვახშამსაც დაესწრება, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართება. როგორც ხედავთ ჩემი ოცნება ნელ-ნელა რეალობად იქცევა . არაუშავს, დავიწყოთ შერონ სტოუნით და მერე გავაგრძელოთ იმ ხალხით რომლებიც ჩემ ერთ-ერთ წინასასიკვდილო ოცნებაში მეწერა .🙂

                                                                                                                                                                   

       ძალიან მინდა 5 ივნისს მეც ვიდგე რუსთაველთან ვარსკვლავების მოლოდინში (აბა შიგნით მე არავინ შემიშვებს და) მაგრამ არ ღირს მაგის გამო თბილისში ჩამოსვლა! თუ კი?                                                                                                                                                                  რაც შეეხება თვითონ ფილმს, ტრეილერიდან კარგი ჩანს და მემგონი არ უნდა გაგვიცრუოს იმედები. და მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არის თუ არა ეს ფილმი მთავრობის შეკვეთილი! მთავარია, რომ ამ ყველაფრით საქართველოს კიდევ უფრო მეტი ხალხი გაიცნობს და ნელ-ნელა გავალთ მსოფლიო ასპარეზზე.                                                                                                                                                          

6 thoughts on “5 ივნისი – ასრულებული ოცნება!

    კახი said:
    June 1, 2011 at 20:42

    კი ღირს ჩამოსვლა ნამდვილად🙂 მაგარი კინოა ეტყობა აშკარად და მეც არ გამოვტოვებ 5ში🙂 და რატომ არ შეგიშვებენ კინო რუსთაველში ეგ ვერ გავიგე??

      shakod responded:
      June 1, 2011 at 20:46

      არასდროს არ ვყოფილვარ ფილმის პრემიერაზე და მე ასე ვიცი რო პრემიერებზე ცოტა “ისეთი” ხალხი შედის რა აი V.I.P .🙂 არაა ასე?

        კახი said:
        June 1, 2011 at 20:53

        არა🙂 პრემიერა ყველასთვისაა, ბილეთების შოვნა ჭირს ხოლმე პრემიერაზე უბრალოდ🙂

        shakod responded:
        June 1, 2011 at 20:57

        დარწმუნებული არ ვიყავი მაგრამ მაინც კაია რო გავიგე🙂

        shakod responded:
        June 3, 2011 at 19:42

        კურიერში მოვისმინე დღეს ,რომ იმ დარბაზში სადაც ჰოლივუდელები იქნებიან , მარტო მოწვეული სტუმრები დაესწრებიან ფილმის ჩვენებას. და ისე სხვა დარბაზებში ყველას შეუძლია ხო მაგრამ ბილეთები გაყიდულია უკვე😀🙂

    Chiamaria said:
    June 4, 2011 at 08:22

    ძალიან ძალიან ველოდები… და ეს არის ერთადერთი ფილმი რომელზე დასასწრებად ფული არ მენანება.🙂 სხვა ყველა დანარჩენზე მენანაება, იმ იდეით რომ ნეტშიც კარგად ვნახავ თქო, მაგრამ ამას აუცილებლად კინოთეატრში ვნახავ.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s