სამი I

Posted on Updated on

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია. რამდენჯერმე კი გამიჩნდა სურვილი მაგრამ შემეზარა.

ახლა კი გადავწყვიტე ჩემ თავზე დამეწერა, იმაზე რაც გუშინ მოხდა.

გუშინ თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 65-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დაჯილდოებასავით . ასე ვუწოდებ რადგან დიპლომების გადაცემა სწორედ გუშინ იყო. გარდა ამისა იყო სადილი და საზეიმო დახურვასავით რომელშიც “ნიკოლ შოუ” მონაწილეობდა (თუმცა მე არცერთს არ დავსწრებივარ) .  ისე, არ მეგონა იქ კიდევ თუ მომიწევდა თემების მოყოლა, კითხვებს მოველოდი მაგრამ…      მე სამი თემა მქონდა წარდგენილი (ინგლისური, გერმანული, გეოგრაფია) და სამივემ პირველი ხარისხი აიღო. მართლა არ მოველოდი მაგრამ…   ამიტომაც ქვია ამ პოსტს სამი I . სხვათაშორის ერთი დიპლომის დაკარგვის საშიშროებაც კი დადგა მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა🙂 ტრადიციული, დიპლომით ხელში სურათის გადაღებისგან თავი შევიკავე.🙂 აი ისინიც

სამი I

დიპლომების აღების მერე , მე და ჩემი ამხანაგი , (რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა) რუსთაველში შევედით და “ფორსაჟი 5”-ს ვუყურეთ.  მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა (ისე უფრო მეტს  დავწერდი მარტო კინოს შეფასებაზე რომ იყოს ეს პოსტი) და მგონი ამ მეხუთე ნაწილით უნდა დაასრულონ. ორსაათიანი ექშენის შემდეგ სახლში წამოვედიით🙂    

მოკლედ, ასეთი იყო გუშინდელი დღე  თბილისში. მომიწევს ახალი კატეგორია – მე  ან ჩემზე დავამატო.

11 thoughts on “სამი I

    netochka3 said:
    May 16, 2011 at 17:41

    გილოცავ გამარჯვებას!-

      shakod responded:
      May 16, 2011 at 18:31

      მადლობა :*

    Mallorie said:
    May 17, 2011 at 13:05

    გილოცავ, გილოცავ..
    იქნებ, უფრო კონრეტულად დაწერო იმ თემების შესახებ, რომელიც გატანილი გქონდა კონფერენციაზე.

      shakod responded:
      May 17, 2011 at 19:19

      მადლობა🙂 . სახელწოდებები გაინტერესებს?

        Mallorie said:
        May 19, 2011 at 17:33

        კი, სახელწოდებები.

    niniTo said:
    May 17, 2011 at 21:59

    გილოცავ: )
    მე წელს ძაან ვიზარმაცე, 1 თემა გავუშვი და ისიც მე2 : (

      shakod responded:
      May 18, 2011 at 11:40

      მადლობა🙂 რომელ საგანში გქონდა?

        niniTo said:
        May 18, 2011 at 13:59

        ისტორია – ციხეგოჯზე:))
        შენ რა თემები გქონდა?

        shakod responded:
        May 18, 2011 at 17:46

        ინგლისურში-ევროკავშირის ისტორია, გერმანული-უფლისციხე და გეოგრაფია შავი ზღვა და ბისეკი. ისე გეოგრაფიაში ნამდვილად არ მოველოდი მაგრამ…🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s