Lady GaGa – Judas (კლიპი)

Posted on Updated on

ამ პოსტში უკვე ვისაუბრე ლეიდი გაგას სიმღერა Judas შესახებ.  დღეს კი, ჩვენი დროით დაახლოებით 00:00 საათზე შედგა ამ სიმღერის ვიდეო კლიპის პრემიერა. კლიპში გაგა მარიამ მაგდალინელს ასახიერებს. ვიდეოში გაცოცხლებულია რელიგიური ეპიზოდები, ოღონდ რათქმაუნდა ისე როგორც ეს გაგას ახასიათებს. ალბათ დემათანხმებით, რომ მისი ყოველი მომდევნო კლიპი უფრო და უფრო პროვოკაციულია . აშკარაა, რომ გაგა პოპის დედოფლის, მადონას კვალს მიჰყვება და მისგან ძალიან ბევრ რამეს იღებს. თუნდაც რელიგიური თემებით პროვოცირება, რომლითაც გაგა ნამდვილად აალაპარაკებს ხალხს და მისი პოპულარულობაც უფრო გაიზრდება. რაც შეეხება კლიპს, მიუხედავად გაგას ასეთი ათეისტური დამოკიდებულებისა რელიგიისადმი, რაც მე ძალიან არ მომწონს, არ შემიძლია არ ავღნიშნო კლიპის რეჟისურის მაღალი ხარისხი და უმაგრესი ქორეოგრაფია და ასევე განსხვავებულობა რომლითაც გაგა ყველა სხვა მომღერლისგან გამოირჩევა. როგორც ცნობილია ვიდეო კლიპის რეჟისორი თავად გაგა გახლავთ მის მეგობარ, ქორეოგრაფ ლორიენ გიფსონთან ერთად.                                                                                                                  

7 thoughts on “Lady GaGa – Judas (კლიპი)

    აქსიომა said:
    May 7, 2011 at 00:30

    ეგ კლიპი გუშინ მოვჩხრიკე იუთუბეზე და მიუხედავად ჩემი ადამიანური ინტერესისა, ბოლომდე პროტესტის ნიშნად არ ვუყურე! საბოლოოდ შემძულდა მაგ ადამიანის საქციელი და შემეცოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი! მონსტრები და ეშმაკები კიდე ჰო, მაგრამ ქრისტეზე უკვე შეგნებულად ილაშქრებს და რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია იმას დასცინის.
    ვინც ვერ ხვდება წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გაშარჟება რომ მოენდომებინა რას იზავდით? უფალზე საყვარელი არის ვინმე მართლმადიდებლისთვის?
    არც ფანატიზმით ვარ შეპყრობილი და ვერც ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ვერ გავხდები მკრეხელობის შეგნებული თანაზიარი. როგორმე მაგისი მახინჯი სიმღერების გარეშეც გადავაგორებ ამ ზაფხულს :)))))

      shakod responded:
      May 7, 2011 at 07:23

      ისეთი არგუმენტები გაქვს ვერაფერს ვეღარ გპასუხობ🙂 შენ მადონაც არ გეყვარება მაშინ, მასაც აქვს კლიპი (like a prayer) სადაც რელიგიას “ცუდად” ეხება.

    Mr. Nomad said:
    May 8, 2011 at 10:53

    ზუსტად ახლა მოვუსმინე ამ სიმღერას და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ლედი გაგას ყველა სიმღერა ერთსადა იმავე მუსიკაზეა აწყობილი. ეს სიმღერა ძალიან ჰგავს Bad Romance -ს დასაწყისს.

    მისი ყველა სიმღერა მარტო იმიტომაა დასამახსოვრებელი, რომ ინტრიგითაა სავსე, თორე ისე დიდ ვერაფერი მომღერალია. კარგად რომ დააკვირდეთ, ისიც ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მადონა 80-90იანებში, :))

    shakod responded:
    May 8, 2011 at 11:36

    judas მართლაც ძალიან გავს Bad Romance-ს მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი სიმღერები ინტრიგითაა დასამახსოვრებელი , გაგას აქვს არაჩვეულებრივი ხმა რომლითაც ბევრ სხვა თანამედროვე მომღერალს ჯობია. რაც შეეხება მადონას მიბაძვას- 100%-ით გეთანხმები.🙂

    anip9 said:
    May 9, 2011 at 16:40

    ეჰ რავიცი, რავიცი ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგია ეს მაიმუნი🙂

    Devi said:
    May 19, 2011 at 23:23

    არასერიოზული კლიპია, ქასთი ახურებს მგონი..

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s