ოსამა ბინ ლადენი ცოცხალია ?!

Posted on Updated on

 გადავწყვიტე ერთი პატარა პოსტი მეც მივუძღვნა ამ დიდი ადამიანის სიკვდილს 

ოსამა ბინ ლადენის , მსოფლიოს #1 ტერორისტის სიკვდილზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. მიუხედავად ყველაფრისა საქმე ადამიანის სიკვდილს ეხებოდა, მაგრამ ამერიკელი ხალხი ამ ფაქტს დიდი ზეიმით შეხვდა. თუმცა ეს გასაკვირი არც იყო. ისიც კი თქვეს, სამეფო ქორწილის შემდეგ ეს იყო პირველი მოვლენა რომელმაც ხალხი ასე გააერთიანაო.

მაგრამ მე პირადად ძალიან ბევრი შეკითხვა გამიჩნდა ამ ადამიანის სიკვდილის თაობაზე. ეს შეკითხვები კი , დამადასტურებელი ფაქტების არარსებობამ და მისი გვამის მიმალვამ გამოიწვია. მიმალვამ იმიტომ რომ არავინ არ იცის სად არის ახლა ბინ ლადენის ნეშტი. იგი სადღაც ზღვაშია. როდის მერეა რომ ამერიკული სპეცსამსახური ტრადიციებს მკაცრად იცავს და ყველა მოკლულ ადამიანს ადათ-წესების მიხედვით ასაფლავებს? თან მითუმეტეს მსოფლიოს #1 ტერორისტს. ამას გარდა ამერიკის მთავრობამ გადაიფიქრა იმ ფოტოების გამოქვეყნება რომელზეც მოკლული ბინ ლადენია გამოსახული .  თუ არ ვცდები მანამდე იყო ნათქვამი ,რომ ეს მასალა გამოქვეყნდებოდა.                                                                                                                                მაგრამ , ბინ ლადენი ცოცხალი და თავისუფალი რომ იყოს ამერიკის მთავრობა ასეთ ტყუილს იტყოდა ?!                                                                                                                                 მე მაინც მგონია, რომ ოსამა ცოცხალია და არა მკვდარი. იგი ამერიკელებმა (ცოტა ზოგადი ნათქვამია მაგრამ მაინც) დაიჭირეს მაგრამ არ მოუკლავთ. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი სხვა ტერორისტების დაშინების საშუალებაა.               აი ეს იყო ჩემი აზრი იმაზე რაც უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა მთავარ ნიუსად გვევლინება ტელევიზიასა და სხვა საინფორმაციოს საშუალებებში.

კიდევ მინდა გითხრათ რომ ინტერნეტში გავრცელებული ეს სურათი არ შეესაბამება სიმართლეს .

   კარგად დაკვრივების გარეშეც შეატყობთ, რომ ამ სურათზე, ვიღაც კაცის სახეზე მიერთებული თუ მიდგმულია ბინ ლადენის სახის ქვედა ნაწილი  წვერებითურთ🙂   თუმცა როდესაც ეს სურათი ტელევიზიით ვნახე ნამდვილი მეგონა.

4 thoughts on “ოსამა ბინ ლადენი ცოცხალია ?!

    cinikosi said:
    May 6, 2011 at 12:08

    mec vfiqrob rom ar momkvdara😀

    ebrala said:
    May 11, 2011 at 18:38

    es surati chveulebrivi adamianis mieraa gaketebuli fotoshopit magram es is surati araa romelic televizorshi gvanaxes🙂 es ubralod intrigani adamianis mieraa gavrcelebuli rom xalxs advilad sheemchnia adamianis naxelavi. tu tqven iset saitebshi modzebnit am fotos rogoricaa BBC naxavt ro absoluturad sxvaa

      shakod responded:
      May 11, 2011 at 21:09

      მოკლული ბინ ლადენის ნამდვილი სურათი არსად არ დევს იმ მარტივი მიზეზით რომ საერთოდ არ გამოუქვეყნებიათ მათ შორის არც BBC-ზე.

    ketusi said:
    May 15, 2011 at 18:28

    დადგმული სპექტაკლია.ეს სურათი კი უნიჭოდ ნახლაფორთალია ფოტოშოპში.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s