“შუა დღე” რუსთავი 2-ზე

Posted on Updated on


უკვე მეორე კვირაა რაც რუსთავი 2-ის ახალი გადაცემა “შუადღე” ეთერში გადის და დღეს უკვე მეორეჯერ ვუყურე, მაგრამ ის შენიშვნები  რაც პირველი გადაცემის ნახვის შემდეგ გამიჩნდა ისევ დამრჩა . მე პირადად ამ გადაცემის ყურებისას ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ. სიამოვნების მიღებაში ვგულისხმობ ყველაფერს სასარგებლოს და საინტერესოს რაც შეიძლება სატელევიზიო გადაცემამ მოგცეს. თამამად დავეთანხმები შალვა რამიშვილს და ამ გადაცემას “უნიჭობის ზეიმს” ვუწოდებ.  პირველად, დამაინტერესა იმიტომ, რომ ახალი იყო და ისეთ რეკლამას უკეთებდნენ იძულებული გავხდი მეყურებინა. ახლა კი მაინტერესებდა რამე თუ შეიცვალა მაგრამ – არა. წამყვანები ისევ ისეთები არიან როგორებიც იყვნენ. ერთმანეთს პირში ეჩრებიან და ზოგჯერ სტუმარსაც არ აცლიან დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. საერთოდ ვერ გამიგია, რა საჭირო იყო სტუდიაში ამდენი ხალხის წამყვანად დასმა მაშინ, როცა მხოლოდ ერთი მათგანია პროფესიონალი ამ საქმეში და ისიც სხვა მიმართულების.  არც თანაწამყვანები გვყავს მთლად პროფესიონალები!  ერთ-ერთი მათგანი გაურკვეველი პროფესიის თიკა ფაცაციაა რომელიც მიუხედავად არაპროფესიონალიზმისა მაინც ყველგანაა. თუმცა ამ უკანასკნელს ასე თუ ისე მაინც აქ რაღაც გამოცდილება ტელევიზიაში მუშაობის .  როგორც ჩანს, ჩვენი დროის საქართველოში, ადამიანს შეიძლება ტელეწამყვანობის უნარი საერთოდ არ გააჩნდეს, მაგრამ თუ გარეგნობა ხელს უწყობს და ამავე დროს “იქაც” ყავს ნაცნობები თუ ახლო ნათესავები, მისთვის შეუძლებელი არაფერია.  აქვე მინდა შალვა რამიშვილის წინადადების ციტირება მოვახდინო  რომელიც “კვირის პალიტრაში” ამოვიკითხე : “შეიძლება ლიკა ევგენიძე სასიამოვნო გარეგნობისაა, მაგრამ მას ტელევიზორთან მხოლოდ ის შეხება უნდა ქონდეს, რომ ხანდახან უყუროს ამ ყუთს”.                                    

მოკლედ, “შუადღე” კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტია ( რათქმაუნდა თუ რამეს არ შეცვლიან) რომელსაც მალე ის დიასახლისებიც  აღარ უყურებენ რომლებიც გადაცემის გასვლის პერიოდში სახლში არიან. დიასახლისები იმიტომ, რომ დროის იმ მონაკვეთში როცა “შუადღე” გადის , მოსწავლეების , სტუდენტების და საერთოდ სამსახურის და საქმის მქონე ხალხის უმეტესობა სახლში არ არიან და თუ არიან ამ გადაცემისთვის დროს არ გააცდენენ.

3 thoughts on ““შუა დღე” რუსთავი 2-ზე

    anna said:
    May 4, 2011 at 02:05

    მაინტერესებს და სახლში ვერ მოვხვდი მაგ დროს რომ ვუყურო, თუმცა დიდი იმედი არ მქონია თავიდან რომ რამე კარგი იქნებოდა

    anip9 said:
    May 9, 2011 at 17:18

    ნერვებს მიშლიან ერთმანეთს პირში რო ახტებიან და ლაპარაკს არ აცდიან. ალბათ დროთა განმავლობაში დაიხვეწებიან რავიცი🙂

    ana said:
    January 27, 2012 at 15:20

    🙂

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s