ქუთაისობა/ორმაისობა

Posted on Updated on


            

ორმაისობა 2012-ის პროგრამა იხილეთ აქ

    ქუთაისობა აღინიშნება 2 მაისს, ქალაქ ქუთაისის დღეს. თუმცა სანამ ამ დღესასწაულს ქუთაისობას დაარქმევდნენ მანამდე ორმაისობა ერქვა. ამ დღესასწაულს უკვე კარგა ხანია ავღნიშნავთ ქუთაისლები.  არავინ იცის ( ასე ვიცი მე) პირველად როდის აღნიშნეს ან რა აღნიშნეს ამ დღეს. ორმაისობას ქუთაისლები საღორიის ტყეში გამოდიოდნენ და სეირნობებს აწყობდნენო-წავიკითხე ერთ ბლოგზე- მაგრამ რასთან დაკავშირებით ეს არავინ იცის. (თუ ვინმემ იცით მეც გამაგებინეთ). როგორც აღმოჩნდა ყველაზე ცნობილი შემდეგი ვერსიაა: ყოველ ორ მაისს ქუთაისელი ქალები ქუჩებში დადიოდნენ და გვირილებს ყიდდნენ . შეგროვებული ფულით კი გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ. ამ ვერსიის მიხედვით 2 მაისს გვირილობის დღედ მოიხსენიებენ.

თუმცა რაც მე მახსოვს ორმაისობას ქუთაისოაბაც ქვია და ორივე ერთ დღეს-2 მაისს აღინიშნება. ქუთაისობა ეს არის დღესასწაული რომელსაც ყველა ქუთაისელი ერთად აღნიშნავს. ხალხი ამ დღეს განსაკუთრებულად მხიარულდება.  თვითონ ქუთაისი კი სიცოცხლით ივსება. ახალგაზრდების უმეტესობა და არამარტო ისინი მონაწილეობას იღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში. ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდის ქუთაისელი ჩოხოსნები და პატარებთან ერთად და გამვლელებს ულოცავენ ქუთისობას.  ტრადიციისამებრ ქალაქ ქუთაისის საღორიის ტყე-პარკში იმართება სხვადსხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის დოღი. ასევე ტრადიციად დამკვიდრდა დღის ბოლოს “გრანდიოზული” კონცერტი ქალაქის ცენტრში სადაც ქართველი ვარსკვლავები მღერიან. ქალაქ ქუთისის მერიაში საზღვარგარეთიდან ჩამოდიან სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის და ასევე დიპლომატიის კორპუსის წარმომადგენლები, რათა ქუთისის წარმომადგენლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.                            

შარშანდელ კონცერტზე სხვა მომღერლებთან ერთად ასევე იმღერეს ზუმბამ და ნინო ქათამაძემ

შარშანდელ ქუთაისობას ჩემს მეგობრებთან ერთად მთელი დღე ვზეიმობდი. რომ გითხრათ ძალიან მაგარი იყოთქო მოგატყუებთ მაგრამ ასე თუ ისე მაინც გავერთეთ . თითქმის ყველგან ვიყავით სადაც კი რამე ხდებოდა. შარშანდელი ქუთაისობა წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. ძალიან კარგი სანახაობა იყო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ვერტმფრენიდან გადმოყრილი, ფერად ფურცლებზე დაწერილი, ქართველი პოეტების ლექსები (ნაწყვეტები) ქუთაისზე.     

      წელსაც საკმაოდ მრავალფეროვანი ქუთაისობის პროგრამაა შედგენილი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღონისძიება არის გამოფენის გახსნა დ.კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში სახელწოდებით “ნაცნობი უცნობი ქუთაისი” . გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XX საუკუნეში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელი, ან ამ ქალაქთან თავისი შემოქმედებით დაკავშირებული მხატვრების, მწერლების, კომპოზიტორების, მსახიობების და საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთები, ნახატები, ხელნაწერები და დოკუმენტები. გამოფენა 10 დღე გაგრძელდება.                            ასევე აღსანიშნავია დღის ბოლოსთვის დაგეგმილი გალა კონცერტი სადაც, როგორც კურიერში მოვისმინე , შინი და მგზავრები იმღერებენ.

        ყველა ქუთაისელს (და არამარტო) გილოცავთ ქუთაისობაას!!!  

     მე  ქუთაისი🙂


        ორმაისობა 2011-ის  პროგრამა


2 thoughts on “ქუთაისობა/ორმაისობა

    nano said:
    May 5, 2011 at 13:03

    dz kargiaaaa

    D.Jorjoliani said:
    May 20, 2011 at 00:55

    Gala koncerti cota xmamagali natqvamia :D:D:D:D

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s