Anti Royal Wedding

Posted on Updated on


   მთელი თვეა, არა, თვეზე მეტია უკვე რაც ტელევიზორში, გაზეთებსა და რადიოშიც კი იწერება და ცხადდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია სამეფო ქორწილის შესახებ რომელიც თითქოსდა მსოფლიო მოვლენაა. რატომ უნდა მადარდებდეს ახლა მე ან ნებისმიერ თქვენგანს ვის მოიყვანს ინგლისის პრინცი ცოლად, როგორი კაბა ეცმევა მას და რომელ სასტუმროში და ვისთან ერთად გაატარებენ ქორწილის წინა ღამეს. როგორც აღმოჩნდა ამით არამარტო მე, ბრიტანელებიც კი შეწუხებულან და სხვადასხვა ხერხით (ამ შემთხვევაში იუმორით) გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება თუ უდარდელობა ამ ფაქტის მიერ. 

აი რამდენიმე სურათი რაც ინტერნეტში გავრცელდა

    

                                                                                                 

                                                                    

    სხვათაშორის მოსაწვევი კი გამომიგზავნა სამეფო ოჯახმა მაგრამ რაღაც მეზარება წასვლა🙂 )  

                         ისე კი ვისაც გაინტერესებთ აქ შეგიძლიათ უყუროთ ლაივს     

5 thoughts on “Anti Royal Wedding

    kiwi said:
    April 28, 2011 at 17:59

    :)))))
    ჰოო, მეც დამეზარებოდაა )))

    dreamar said:
    April 28, 2011 at 22:06

    მე მაინტერესებს ეს ყველაფერი. ზოგადად, ქორწილი საინტერესო სანახაობაა. როცა დრო მქონდა, სულ ვუყურებდი გადაცემას ქორწილებზე, სადაც აჩვენებდნენ როგორ ხდებოდა ამ დღისთვის მზადება, რას განიცდიდა მომავალი ცოლ-ქმარი როგორც წინა დღეებში და ასევე უშუალოდ ამ მნიშვნელოვან დღეს, როგორ უთანხმებდნენ ერთმანეთს ცერემონიის დეტალებს. გაოცებული დავრჩი ისეთი მზადებაა, სულ მცირე დეტალიც კი, როგორიცაა მაგალითად სუფრაზე თეფშსა და ჩანგალს შორის მანძილი, განსაზღვრულია წინასწარ. სულ მახსენდება ის სცენა, როცა მომავალი-ცოლ-ქმარი ვერ თანხმდებოდა საქმროს ჩაცმულობაზე: ბიჭს კეტების ჩაცმა უნდა, გოგომ კიდევ თავი გაიგიჟა: ქორწილის დღეს კეტები როგორ უნდა ჩაიცვაო. :)) მოკლედ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული ეპიზოდები იყო ამ გადაცემაში.
    რაც შეეხება სამეფო ქორწილს: პრინცები და პრინცესები ჯერ კიდევ ბავშვობიდან იქცევენ ჩემს ყურადღებას (ზღაპრების ზეგავლენით). რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი მათ ცხოვრებაშიც საინტერესოა ჩემთვის🙂 ქეითი ძალიან მომწონს (როგორც გარეგნობით, ასევე შინაგანი თვისებებით). ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ალბათ ისაა, როგორი კაბა ეცმევა :პ

      dreamar said:
      April 28, 2011 at 22:07

      პ.ს დამავიწყდა მეთქვა ეს გადაცემა ევროპელი და ამერიკელი წყვილების ქორწილებზე იყო🙂

    lin90 said:
    April 30, 2011 at 13:38

    თავიდან მეც ეგრე ვფიქრობდი მაგრამ გუშინ მაინც დიდი სიამოვნებით ვუყურე ქორწილის ცერემონიას🙂

    Mallorie said:
    May 3, 2011 at 17:12

    აი, მეც მაგას ვამბობდი.. არც ლაივი მინახავს და არც იფნორმაციებით დავიტნერესებულვარ.
    ახლა თუ მააგს არ ვუყურე, ქე დავქცეულვარ. ^^

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s