არა სააღდგომო

Posted on Updated on

მოკლედ, ეს ორი დღეა  ბლოგოსფეროში იწერება და იწერება პოსტები  ერთი და იმავე თემაზე -აღდგომა. ( მასთან დაკავშირებული მარხვა და სხვა რელიგიური თემები). მეც მინდოდა რამე დამეწერა აღდგომაზე მაგრამ უკვე ყველაფერი დაწერეს რისი თქმაც მინდოდა და/ან არ მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე  კიდევ ერთი ჩვეულებრივი პოსტი დამეწერა.                                                                                                                                                                       უკვე 5 დღეა სახლში ვარ და მთელ ამ დროს ბოლომდე ვიყენებ დასვენებისთვის. ვუყურებ ფილმებს , ვკითხულოვ, დავბოდიალებ ინტერნეტში და ა.შ.                                        როგორც იცით თბილისში Scream 4-ის პრემიერა შედგა. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ტრილოგია (თუმცა ახლა უკვე მეოთხეც დაემატა და ტრილოგია აღარ გამოდის) საშინელებათა ფილმებს შორის. მეც ავდექი და ჯინაზე, წინა ორი დღე მოვყევი და კივილის (თუგინდ ყვირილი იყოს scream) ყველა ნაწილს ვუყურე . ამ ფილმს ბავშვობიდან ვუყურებ მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მახსოვდა ვინ იყო მკვლელი მესამე ნაწილში🙂 ძალიან მინდა მეოთხე ნაწილს კინოში ვუყურო თუ მომიწია ამ პერიოდში თბილისში ჩამობრძანება.                                                                                                                                                                                                                                       რაც შეეხება კითხვას, ვკითხულობდი რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობებს. დღეს დავამთავრე. ეს იყო ჩემი პირველი კავშირი იაპონურ ლიტერატურასთან. კი მომეწონა მაგრამ უკეთესებიც წამიკითხავს. ასე რომ 10 ბალიანი შეფასებიდან 9-ს მივცემდი.

             რადგან ეს პოსტი ყველაფრის მიუხედავად აღდგომის დღეებში დაიწერა-  ყველას გილოცავთ აღდგომას! ქრისტე აღსდგა!                       

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s