ყველაზე პოპულარული ქართველი სელებრითები facebook-ზე

Posted on Updated on

ეს ადამიანები ქართველი სელებრითების სტატუს ატარებენ. ხალხს უყვარს ისინი (ზოგს არა), მათ ცნობენ ქუჩაში, ვხედავთ ტელევიზორში, ვუსმენთ რადიოში და ისინი არიან facebook-ზე.                                                                                                                                  ჩაიხედეთ თქვენს ფრენდებში, რამდენი სელებრითი მეგობარი აღმოგაჩნდათ? ალბათ მინიმუმ 3 მაინც. მე თერთმეტი ასეთი ადამიანი დავთვალე ჩემთან.                                 ჩემი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა 10 ყველაზე პოპულარული ქართველი სელებრითი facebook-ზე. მათ უმეტესობას ჩვეულებრივი პროფილები აქვთ შექმნილი და არა ფან ფეიჯები დალაიქების სისტემით.

            10. ინგა გრიგოლია – 4713 მეგობარი

              9. ავთანდილ ცქვიტინიძე – 4742 მეგობარი

              8. ბიჭოლა თეთრაძე – 4781 მეგობარი

              7. ქეთი ორჯონიკიძე – 4855 მეგობარი

              6. ქეთა თოფურია – 4904 მეგობარი

              5. ანრი ჯოხაძე – 4922 მეგობარი

              4. ნანუკა ჟორჟოლიანი – 4973 მეგობარი

              3.თათა ვარდანაშვილი – 4989 მეგობარი

              2. რუსა ჩაჩუა – 4994 მეგობარი

              1. სოფო გელოვანი – 4999 მეგობარი

რაც შეეხება ფან გვერდებს, აქ სოფია ნიჟარაძე ლიდერობს (თუმცა სხვას არც არავის არ აქვს ოფიციალური გვერდი ერთი მომღერლის გარდა მგონი) 101,027 ადამიანით რომელსაც მოსწონს იგი.                                                                                                                           ვერ ვიტყვი რომ ეს სტატისტიკა 100%-ით სწორია მაგრამ რადგან პირადად ჩემი დაქექილია 98% მაინც იქნება სიმართლე. ალბათ რაღაც-რაღაცები შეიცვლება. ნამდვილად გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრ ცნობილ სელებრითებს უფრო ნაკლები მეგობრები (ამ შემთხვევაში ფანები) ყავდათ ვიდრე მაგალითად რუსა ჩაჩუას ან სოფო გელოვანს.                                                                                                                      მაინტერესებს თქვენ თუ გყავთ ქართველი სელებრითები მეგობრებში და რატომ გადაწყვიტეთ რომ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ ? ანუ რა მიზნით დაიმეგობრეთ ისინი? რომელია თქვენი ფავორიტი?


24 thoughts on “ყველაზე პოპულარული ქართველი სელებრითები facebook-ზე

    სოფო said:
    April 21, 2011 at 17:23

    მე არავინ არ მყავს🙂 და საერთოდაც რა საჭიროა? მით უმეტეს შენი ინიციატივით როცა იმატებ. თუ მოგწონს და მის შესახებ ახალი ამბები გაინტერესებს, მაშინ ფან პეიჯი დაალაიქე.

      shakod responded:
      April 21, 2011 at 19:27

      ფან ფეიჯები ქართველ სელებრითებს საერთოდ არ აქვთ. როგორც პოსტში ვახსენე ფან ფეიჯი მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს აქვს გაკეთებული. სწორედ ამიტომ ვიმატებთ ქართველ სელებრითებს მეგობრებში. : )

        knuti said:
        April 22, 2011 at 11:19

        რუსკა მაყაშვილს აქვს ფან ფეიჯი და დავალაიქე🙂

        shakod responded:
        April 22, 2011 at 11:29

        რაღაც არამგონია ეგ ოფიციალური ფან ფეიჯი იყოს🙂

    DreaMar said:
    April 21, 2011 at 17:30

    არცერთი სელებრითი არ მყავს მეგობრებში. სოფო გელოვანი ვინ არის? :ს

      shakod responded:
      April 21, 2011 at 18:50

      არის ერთი😀 სწორედ ეგ მაინტერესებს, რატო არ გყავს არცერთი სელებრითი მეგობრებში?

    Kon Mu said:
    April 21, 2011 at 18:46

    მეგობრების ლიმიტო მგონი 5000 და ამდენს პირადად იცნობენ ნეტა თუ ყველას იმატებენ?

      shakod responded:
      April 21, 2011 at 19:12

      როგორც ჩანს ყველას იმატებენ გამომდინარე იქედან რომ იმ თერთმეტი სელებრითიდან რომელიც ჩემს მეგობრებშია პირადად არცერთს არ ვიცნობ .

        Kon Mu said:
        April 24, 2011 at 17:25

        ხო, მეც მყავდა რამდენიმე დამატებული. არ იციან რო ფან ფეიჯებია, მაია ასათიანს რო ვუთხარი მეთქი ფან ფეიჯი თქო, მე თავმდაბალი გოგო ვარო

        shakod responded:
        April 24, 2011 at 17:39

        ზედმეტად თავმდაბალია ეგ გოგო😀

    anip9 said:
    April 21, 2011 at 19:45

    ბოლო სამს ნამდვილად არ მოველოდი ამ სიაში🙂 ისე მეც მყავს მეგობრებში რამდენიმე სელებრითი . ვინც მომწონს ისინი დავიმეგობრე. ზოგმა არ დამიმეგობრა და გავბრაზდიი😀

      shakod responded:
      April 21, 2011 at 19:50

      ეგეთებზე მეც ვბრაზდები ხოლმე🙂

    Di@ said:
    April 22, 2011 at 21:56

    მე მაპატიეთ და… რუსა ჩაჩუა ვინ არის?

      shakod responded:
      April 23, 2011 at 08:19

      საქართველო დაღუპვის პირასაა! ქართველმა ახალგაზრდობამ რუსა ჩაჩუა არ იცის ვინაა მაგრამ სამაგიეროდ კარგად იციან ვინ არის ბიჭოლა!🙂🙂🙂

        Di@ said:
        April 23, 2011 at 09:31

        ბანალური ფრაზების კორიანტელმა წაგვლეკა, მეტი ორიგინალურობისათვის (და არამარტო) გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები…🙂😛

        shakod responded:
        April 23, 2011 at 11:42

        ანუ ?

    ninnaka said:
    April 22, 2011 at 22:53

    გიორგი უშიკიშვილი 4998, ნინო სურგულაძე 4988, ვახო სანაიას რეპორტაჟი 4880 და თვითონ ვახო სანაია 3810, გიგი დედალამაზიშვილი 4384, ზაზა გაბუნია 3916, თენგო გოგოტიშვილი 3868, გოგა ხაჩიძე 3408, ლაშა ჟვანია 3114. ესეც ჩემი სტატისტიკა ამ ეტაპისთვის. :))))) მგონი ათეულში ცვლილებები შევიდა და ვიღაც ვიღაცეები ათეულს მიღმა დარჩნენ :))

      shakod responded:
      April 23, 2011 at 08:14

      ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი უშიკიშვილი და ნინო სურგულაძე მოხვდებიან ამ ათეულში. დანარჩენს ყველას 4000-ზე ნაკლები ფრენდები ყავთ. ამ შემთხვევაში ინგა და ავთანდილი რჩება ჩემი ათეულის მიღმა🙂

    andria said:
    April 23, 2011 at 09:10

    რუსა ჩაჩუა და სოფო გელოვანი ვაბშე ვინაა? საერთოდ არ გამიგია

    lin90 said:
    April 23, 2011 at 11:48

    ამათაც რო სელებრითები ერქმევათ რაა

      shakod responded:
      April 23, 2011 at 19:46

      ეგეც მართალია მაგრამ სელებრითების სტატუს ასე თუ ისე მაინც ატარებენ🙂

    Mallorie said:
    May 3, 2011 at 17:13

    სხვათაშორის ვაკვირდები და საკმაოდ საინტერესო სტატიები გიდევს..
    ყოჩაღ. )))

      shakod responded:
      May 3, 2011 at 17:43

      მადლობაა :*🙂

    სოფია ნიჟარაძე მაქვს დალიკებული და მინდა მეგობრებში მყავდეს! მაგრამ ვერ ვიმატებ! მიყვარცარ სოფოოოო!

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s