სანამ მოვკვდები

Posted on Updated on

პოსტის დაწერის იდეა წამოვიდა Kate Alukard-ის პოსტიდან “მანამ მოვკვდები

ძალიან ბევრი ოცნება მაქვს და შესაძლებელია დროც საკმარისი აღმომაჩნდეს მათ ასასრულებლად მაგრამ ამ შემთხვევაში დრო ყველაფრის მკურნალი (და ყოვლის შემძლე) როდია ანუ მხოლოდ დროის ქონა არ არის საკმარისი ამ არარეალური ოცნებების ასასრულებლად მაგრამ წინასწარ არავინ იცის რა მოხდება ასე რომ…🙂

    სანამ მოვკვდები…

  •     პირველ რიგში მინდა გადავიღო ფილმი ჰოლივუდში, რომელიც უდიდეს პოპულარობას მოიპოვებს მთელ მსოფლიოში და აგრეთვე პოპულარულს გამხდის მეც.  აუცილებლად უნდა ავიღო “ოსკარი” და “ოქროს გლობუსი”!                                                    
  •  ვიმოგზაურებ მთელ მსოფლიოში პირველ რიგში კი ეგვიპტეში, ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთში. ეს ის ქვეყნებია რომლებმაც თავი შემაყვარეს თავიანთი კულტურითა და ღირშესანიშნაობებით რომელთა მსგავსი სხვაგან არსად არ არის.                                                                                                                                            
  •  მინდა შევიძინო (და რამდენიმე დღე მაინც ვიცხოვრო სიკვდილამდე) სახლი Beverly Hill-ზე რომელიმე ვარსკვლავის მეზობლად. თუნდაც  აი ამ ორიდან რომელიმე                                                                                                                                                                                                                                      
  • მინდა მოვინახულო მსოფლიო მუზეუმები პირველ რიგში – ლუვრი და რადგან პარიზში ვარ ბარემ ვერსალის სასახლესაც დავათვალიერებ.                                                                                                                            
  • აუცილებლად უნდა გავაკეთო რამე საქველმოქმედო საქმე                                                                            
  • ჩემი ოცნებაა სიკვდილამდე სულ ცოტათი ადრე დავჯდე ამერიკულ გორაკებზე (roller coaster) რადგან ჩემი ამბავი რო ვიცი სწორედ იქ ამომხდება სული🙂                                                                                                                                                                       
  • ჩემი ერთ-ერთი აუსრულებელი ოცნებაა (თუმცა შეიძლება რამდენიმე წელიწადში ასრულდეს კიდეც)  ქუთაისში თუ არა თბილისში მაინც , კინოს პრემიერაზე ჩამოვიდნენ და წითელ ხალიჩაზე გაიარონ ჯულია რობერტსმა , ჯონი დეპმა, ჯენიფერ ენისტონმა და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა თუნდაც ანჯელინა ჯოლიმ . (ამ დროს მე ჰოლივუდში გავივლი წითელ ხალიჩაზე🙂 )                                                                                                                                                            
  •  და ბოლოს:  სიკვდილამდე მინდა ეს ჩემი ბლოგი ცოტათი პოპულარული მაინც დავუტოვო მომავალ თაობას🙂


        ძალიან ბანალური წინასასიკვდილო ოცნებები გამომივიდა მაგრამ ჯერ-ჯერობით      მხოლოდ ესენი მომდის თავში.                                                                                           

2 thoughts on “სანამ მოვკვდები

    kaxiii said:
    April 20, 2011 at 20:50

    გამამხიარულე😀 მომეწონა პოსტი. მოინდომე და აუცილებლად აგისრულდბა ეს შესანიშნავი ოცნებები. წარმატებებიი🙂

      shakod responded:
      April 20, 2011 at 20:56

      მადლობაა🙂

Comments are closed.